"ტურისტერი" – საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი ახალი თარიღით ბრუნდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, საქართველოს ტურიზმის სამიტი "ტურისტერი", 2025 წლის 21-22 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო Rooms-ში გაიმართება.
თავდაპირველად ღონისძიება 2024 წლის 6-7 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ორგანიზატორებმა მისი გადადება გადაწყვიტეს. ამ ცვლილებასთან ერთად განახლდა სამიტის თემატიკაც – "ტურისტერის" მთავარი ფოკუსი ტურიზმის მედეგობა იქნება.
სამიტზე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის Booking.com-ი, Amadeus-ი, AirDNA და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის სექტორმა გაუძლოს გამოწვევებს და მოერგოს ცვლილებებს. განხილული იქნება კრიზისების მართვის მეთოდები, თანამედროვე ტენდენციები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.
ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად იცვლება, მუდმივად ჩნდება ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. "ტურისტერი" კი უნიკალური პლატფორმაა, სადაც ექსპერტები, პროფესიონალები და კომპანიები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, განიხილავენ ტურიზმის მომავლისთვის კრიტიკულ საკითხებს და ჩამოაყალიბებენ ახალ თანამშრომლობებს. "ტურისტერი" მონაწილეებს სთავაზობს:
- გამოსვლებს ტურიზმის სფეროს წამყვანი სპიკერებისგან
- პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს, სადაც განხილული იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის საკითხები
- ნეთვორქინგის შესაძლებლობას – კავშირების დამყარებას ტურიზმის სფეროს წამყვან ექსპერტებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებთან
სამიტი ღიაა ყველასთვის, იქნება ეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პროფესიონალი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები თუ, უბრალოდ, დაინტერესებული პირები.
"ტურისტერის" ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგის სააგენტო "შინდი", გენერალური სპონსორები: "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები - სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა", Guru Holding-ი და Exely. ღონისძიების მედიამხარდამჭერები Entrepreneur Georgia, BMG Media და Batumelebi იქნებიან.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
"ტურისტერზე" დასასწრები ბილეთების შეძენა დაწყებულია და შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით - https://www.tourister.ge/