ტურიზმის გლობალური ლიდერები ტურისტერის სცენაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მთავარი ყოველწლიური ღონისძიება "ტურისტერი 2026", რომელიც "ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში გაიმართება. ორდღიანი სამიტის ფარგლებში, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაფარავენ, როგორებიცაა: ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი (AI), გლობალური ეკონომიკური და ტურისტული ტრენდები, ავიაციისა და სასტუმროების მართვის თანამედროვე გამოწვევები და კრიზისულ პირობებში ბიზნესის მედეგობა.

წლევანდელი სამიტის გამორჩეულ სპიკერებს შორის არიან:

  • ფიონა პენი (ბაზრის დირექტორი CISA რეგიონში, Trip.com) - წარდგება თემით: "შესაძლებლობების დაკავშირება: Trip.com-ის რეგიონული ხედვა და ინოვაციური ინიციატივები სამხრეთ კავკასიის ტურიზმისთვის".
  • ალექს გროსი (მომხმარებელთა წარმატების გუნდის ლიდი, Semrush by Adobe) — ისაუბრებს თემაზე: "მოგზაურობის ახალი საწყისი წერტილი: როგორ ცვლიან დიდი ენობრივი მოდელები ტურისტული მიმართულებებისა და ბრენდების აღმოჩენას".
  • თათია ჩიკვაიძე (მარკეტინგის ხელმძღვანელი, Pullman Tbilisi Axis Towers) — გაუზიარებს გამოცდილებას თემაზე: "ოთახს მიღმა: როგორ იქცევა სასტუმრო დანიშნულების ადგილად".

სამიტის ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია "შინდი".

გენერალური სპონსორები: Exely, Beta Holding, Roamingo, TRE.ge, SS.ge, Domenebi.ge, Lemondo.

სპონსორები: Expo Georgia, Mercury, Satchashnike, Econsul, Bene Exclusive, GURU Holding, Teliani Valley, HELVETAS, Sweden (Sverige), Episode, Mastercard, Sky Express, ნაბეღლავი, The Cone Culture Ice Cream, Vinotel, Travelity.

მედია პარტნიორები: Entrepreneur, BMG, Travel News