Get All Access for $5/mo

უძრავი ქონების "ოსკარები" საქართველოში მეორედ გაიმართება FIABCI Prix d'Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი პირველად 2 წლის წინ გადაიშალა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FIABCI-Georgia Prix d'Excellenc აერთაშორისო დაჯილდოება საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულმა წარმომადგენლობამ კახეთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

უძრავი ქონების 50-მდე ლიდერი კომპანია 10 მარტს 2024 წლის პირველი შეხვედრის ფარგლებში Schuchmann Wines Chateau-ში შეიკრიბა. FIABCI-Georgia-ს წევრებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ სიახლეებზე. ორგანიზაციის მენეჯმენტის განცხადებით, 2024 წლის მთავარი მოვლენა სექტემბერში დაგეგმილი უძრავი ქონების ოსკარებია.

FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტის, ნუცა აბრამიშვილის თქმით, FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის დაჯილდოება საგრძნობლად გაზრდის ქართული უძრავი ქონების ცნობადობას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრებზე: "ეს ასევე არის მისაბაძი და სამოტივაციო ღონისძიება როგორც მსხვილი და უკვე შემდგარი, ასევე დამწყები დეველოპერებისთვის, რომლებიც ეძებენ პოტენციურ ინვესტორებს და პარტნიორებს საზღვრებს გარეთ". როგორც ნუცა აბრამიშვილმა აღნიშნა, ამ უკვე რიგით მეორე დაჯილდოებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება რეგიონში საქართველოს როლი, როგორც ქვეყნის, რომელიც საინტერესო საერთაშორისო ადგილია უძრავ ქონებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. "აქვე ხაზგასასმელია ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის შექმნილი გარემო ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ლიბერალური საგადასახადო სისტემით, საინტერესო საინვესტიციო გარემოთი, რეგიონალური ჰაბის მიმზიდველობით და ამასთან, უვიზო რეჟიმით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანასთან. ამ ყველაფერთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხო საინვესტიციო და საცხოვრებელ პირობებს, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ინვესტორებისთვის".

FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2024-ის თანაორგანიზატორია უძრავი ქონების N1 ჰაბი საქართველოში-Property Georgia. დაჯილდოების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

"FIABCI Prix d'Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი პირველად 2 წლის წინ გადაიშალა. მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრების ჩართულობით გამოვავლინოთ უძრავი ქონების პროექტები, რომლებიც უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებენ მდგრადობის მიმართულებით და წარვადგინოთ საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტებით.

ჩვენი მომავალი დამოკიდებულია მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, თუმცა სწრაფად მზარდი ურბანიზაციის და განაშენიანების ტენდენციის გათვალისწინებით მოსალოდნელია გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის ზრდა - თუ არ დაჩქარდება ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვა მშენებლობის სექტორში. გამოსავალი მწვანე შენობებშია და მათი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა გარემოზე, კლიმატზე და ბუნებრივ რესურსებზე ზიანის შემცირებაა. ჭკვიანი და მწვანე ტექნოლოგიების შედეგად სამშენებლო სექტორს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სათბური აირების ემისიის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.

ამ დაჯილდოებით გვსურს გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ზიანის შემცირების მიმართულებით,"– განაცხადა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს თანადამფუძნებელმა და Property Georgia-ს დამფუძნებელმა.

FIABCI-Georgia Prix d'Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში 2022 წელს გაიმართა. დაჯილდოება ჩატარდა "საქართველოს ბანკის", "გალტ ენდ თაგარტის", "დიჯითალ არეას" მხარდაჭერით. ეროვნულ დონეზე რჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად გამოავლინეს სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშირისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც გაიმართა MIAMI-ში, აშშ.

FIABCI World Prix d' Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა" გახდა ,აჭარაბეთ არენა"

კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა"-,,მეამა".

ხოლო, კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა"-,,მწვანე ქალაქი ლისზე".

"2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქალაქებში იცხოვრებს, რაც პირდაპირ აისახება კლიმატის ცვლილების ნეგატიურ გავლენაზე. ამიტომ მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები და უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოებები ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია – ეს არის ჩვენი საცხოვრებელი გარემო, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ", – აღნიშნა FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ტაბატაძემ.

Fiabci Prix d' Excellence Awards-ის ღონისძიების მიზანია საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი