UNIT.STORE - ციფრული პროდუქტებისა და IT სერვისების ერთიანი ონლაინსივრცე საქართველოში ყველა ძირითადი IT პროდუქტი და სერვისი ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით ბიზნესებსა და მომხმარებლებს ხშირად უჭირთ IT პროდუქტებისა და სერვისების შეძენა და მართვა. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი უამრავ ფინანსურ, დროით და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ხშირად კომპლექსურია და ბევრ ცალკეულ ეტაპს მოიცავს, მათ შორის: დომენის რეგისტრაცია, ლიცენზიების ყიდვა, სერვისების მართვა, გადახდების ორგანიზება და უსაფრთხოების კონტროლი. საქართველოსა და გლობალურ ბაზარზე ამ და სხვა დამატებითი სერვისების უამრავი პროვაიდერი არსებობს, რომელთაც საკუთარი პლატფორმები, შეძენის წესები და მხარდაჭერის სისტემები აქვთ. შედეგად, კომპანიებს უწევთ მრავალფეროვან ინტერფეისებთან გამკლავება, მონაცემების მუდმივი გადამოწმება და უსაფრთხოების სხვადასხვა სტანდარტთან ადაპტირება. ციფრული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა კი კომპანიებისთვის არაეფექტიანი ხდება და დიდ დატვირთვას აკისრებს ორგანიზაციებს, რაც მათ ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირების საშუალებას უზღუდავს.

სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ შეიქმნა UNIT.STORE - საქართველოში პირველი უნიკალური ონლაინპლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასობით IT სერვისსა და ლიცენზიას, აადვილებს შეძენისა და სერვისის აქტივაციის პროცესებს, ზრდის გამჭვირვალობას და ქმნის ციფრული კომერციის ახალ სტანდარტს. UNIT.STORE ეხმარება კომპანიებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობის სწრაფ და მარტივ ორგანიზებაში, საჭირო პროდუქტებისა და სერვისების მიღებას ერთიან, ინტუიციურ პლატფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროისა და რესურსების დანახარჯს.

პლატფორმა სთავაზობს მომხმარებლებს წამყვანი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბრენდების სერვისებსა და პროდუქტებს, როგორებიცაა Microsoft, Google, Adobe, 3CX, Zoho, Zoom, Bitdefender, Digital Ocean და სხვა. ყველა ციფრული პროდუქტი და სერვისი ორგანიზებულია ერთიანი ანგარიშის მართვის სისტემაში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად შეიძინონ პროდუქტები, განავითარონ გადახდები და მიიღონ პროფესიონალური IT მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. UNIT.STORE-ის IT სპეციალისტები მზად არიან მოისმინონ მომხმარებელთა საჭიროებები და გაუწიონ მათ მაღალი ხარისხის, მიზანმიმართული კონსულტაციები, რადგან კომპანიის რწმენით, ეფექტიანი IT გადაწყვეტილებები არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, არამედ გულისხმობს კონკრეტული ბიზნესმიზნების და გამოწვევების ღრმად გაგებას.

ციფრული პროდუქტები და სერვისები პლატფორმაზე კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მარტივად იპოვონ და შეიძინონ მათთვის საჭირო მომსახურება. დომენებისა და ვებგვერდების კატეგორიაში მომხმარებლებს შეუძლიათ დომენის რეგისტრაცია და გადატანა, ასევე Linux და Windows ჰოსტინგის მომსახურება და ვებგვერდის შექმნის ინსტრუმენტები. ქლაუდ ინფრასტრუქტურის ნაწილში წარმოდგენილია ყველაზე პოპულარული და საიმედო სერვისები, როგორიცაა UNIT.STORE Cloud, Digital Ocean, Microsoft Azure და Google Cloud, რომლებიც ბიზნესს სწრაფ ზრდასა და მოქნილობაში ეხმარება. პროდუქტიულობისთვის განკუთვნილი სექცია მოიცავს Google Workspace-ს, Microsoft 365-სა და Zoho Workplace-ს, რომელიც გუნდების ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფენ. პროგრამული უზრუნველყოფის კატეგორიაში კი მომხმარებლებს შეუძლიათ Microsoft Windows-ის, Microsoft Office-ის, AutoDesk-ის, Adobe-სა და სხვა ლიცენზირებული პროგრამების შეძენა.

უსაფრთხოების მხრივ, პლატფორმა სთავაზობს ძლიერ დაცვით გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა Spam Filtering, Secure VPN, SSL სერტიფიკატები და Bitdefender. მონაცემთა სარეზერვო და აღდგენის სერვისებიც ხელმისაწვდომია ისეთი პლატფორმებით, როგორიცაა Veeam და Acronis. რაც შეეხება სწავლასა და სერტიფიცირებას, ამ ნაწილში უკვე ერთვება "აქსელერა", რომელიც ბენეფიციარებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, კონფიგურაცია, აუთსორსინგი და კონსულტაციები კი, რაც მომხმარებლებს IT გამოწვევების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრაში ეხმარება, Skyhi-ის ბაზაზე ხორციელდება.

"UNIT.STORE-ით ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ კიდევ ერთ ციფრულ მაღაზიას. ჩვენი ხედვა გაცილებით ფართოა – ეს არის ციფრული ეკოსისტემის სრული ტრანსფორმაცია საქართველოში, სადაც ბიზნესებსა და ინდივიდებს აღარ მოუწევთ ათობით პროვაიდერთან კომუნიკაცია Microsoft-ის, Google-ის თუ Adobe-ის ლიცენზიების, ჰოსტინგის ან კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შესაძენად. ჩვენ ვაქცევთ IT სერვისების შეძენასა და მართვას მარტივ, ინტუიციურ და უსაფრთხო პროცესად, ვთავაზობთ რა ერთი ფანჯრის პრინციპს ყველა საჭირო ციფრული პროდუქტისა და კონსულტაციისთვის. ეს არის ჩვენი წვლილი ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში გლობალურ ბაზარზე, სადაც ყოველი ციფრული ნაბიჯი მტკიცე და გამარტივებულია", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ალექსანდრე ჩიქოვანი, UNIT.STORE-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

UNIT.STORE-ის ხედვა მოიცავს როგორც B2B, ისე B2C სექტორებს, რაც ქმნის ციფრული სერვისების უნივერსალურ სივრცეს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. დღესდღეობით პლატფორმას უკვე აქტიურად იყენებენ ისეთი ერთეულები, როგორებიცაა: სტარტაპები, არქიტექტურული და სამართლის ბიუროები, სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები, ფინანსური და საბუღალტრო სერვისების აუთსორსინგ კომპანიები, საცალო ვაჭრობის ობიექტები და სხვა. UNIT.STORE მათ სთავაზობს მაღალი დონის ციფრული სერვისების ფართო სპექტრს, რაც მათ ეხმარებათ ოპერაციების გამარტივებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

UNIT.STORE ქმნის ციფრული სერვისების თემატურად დალაგებულ პაკეტებს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის - იქნება ეს ინდივიდუალური მომხმარებელი, მცირე ჯგუფი თუ ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაცია. ამ პაკეტების მთავარი დანიშნულებაა, გაამარტივოს საჭირო სერვისების პოვნა და შეძენა კონკრეტული მიზნის ან სფეროს მიხედვით, იქნება ეს ვებგვერდის შექმნა, საოფისე კომუნიკაცია, მონაცემთა დაცვა, სარეზერვო გადაწყვეტილებები, დისტანციური მუშაობის მხარდაჭერა თუ სხვა. თემატური სტრუქტურა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, კონტექსტურად მიხვდეს, რომელი სერვისები დაეხმარება სხვადასხვა ამოცანის გადაჭრაში. პაკეტების შეთავაზებით მომხმარებელი ზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ იღებს უფრო კომფორტულ მომსახურებასაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია.

"გარდა წინასწარ ფორმირებული პაკეტებისა, UNIT.STORE-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა პერსონალიზაციის შესაძლებლობა. კომპანია ინდივიდუალური მიდგომით ქმნის პაკეტებს იმ მომხმარებლებისთვის - იქნება ეს ბიზნესი თუ ფიზიკური პირი - რომელთაც აქვთ სპეციფიკური, უნიკალური საჭიროებები. თითოეული ინდივიდუალური პაკეტი ყალიბდება პროფესიონალი კონსულტანტების ჩართულობით, რომლებიც აანალიზებენ კომპანიის ან ინდივიდუალური მომხმარებლის ტექნოლოგიურ კონტექსტს, განსაზღვრავენ მთავარ მიზნებს და სთავაზობენ სწორედ იმ ციფრულ გადაწყვეტებს, რომლებიც ამ მიზნების მიღწევისთვის ყველაზე ოპტიმალურია.

თემატური და პერსონალიზებული პაკეტების შეთავაზებით, UNIT.STORE არამხოლოდ აფართოებს თავისი პლატფორმის ფუნქციურ შესაძლებლობებს, არამედ რეალურად აცოცხლებს იდეას - ტექნოლოგია უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, მარტივი და მიზანმიმართული. სწორედ ამიტომ, პლატფორმა მუდმივად აფართოებს შეთავაზებებს, რათა თითოეულ მომხმარებელს შეეძლოს მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რაც მას სჭირდება - კონკრეტულ დროს, კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად", - აღნიშნავს ალექსანდრე ჩიქოვანი.

UNIT.STORE-ის გუნდი 2025 წელს ბაზარს სტრატეგიულად გეგმავს და მიზნად ისახავს, გააძლიეროს საკუთარი პოზიცია, როგორც რეგიონულმა ლიდერმა ციფრული სერვისების სფეროში და უზრუნველყოს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული, მრავალმხრივი და ხარისხიანი IT პლატფორმის განვითარება. წლევანდელი პრიორიტეტები მოიცავს არა მხოლოდ ციფრული არხების გააქტიურებასა და CRM სისტემების სრულ ინტეგრაციას, არამედ პროდუქტის კატეგორიების გაფართოებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. UNIT.STORE აქტიურად მუშაობს რეგიონული პარტნიორობების განვითარებაზე, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, გააფართოოს საკუთარი სერვისების გავრცელების არეალი და დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მიზნად ისახავს არა მხოლოდ UNIT.STORE-ის პოზიციების გამყარებას, არამედ ქართული IT ბაზრის საერთო პოტენციალის გაზრდას, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის ციფრული განვითარების ტემპის დაჩქარებას.

UNIT-თან ერთად, Logica Group მოიცავს განსხვავებული კომპეტენციის ისეთ ბიზნეს ერთეულებს, როგორიც არის Skyhi-ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის, Accelera - IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა, Xperience - კვლევები და განვითარება, ITAG - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია.

Logica Group არ არის უბრალოდ ბიზნესების ერთობა - ის არის ციფრული სამყაროსადმი სისტემური ხედვა, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანის საჭიროებებზე მორგებული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფის ძალა მის მრავალფეროვნებაშია - არა როგორც კომპანიის ერთობლიობაში, არამედ როგორც იდეის გარშემო გაერთიანებულ მძლავრ სტრუქტურაში, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მთლიანობაში, სისტემურად უყურებს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა ბიზნესერთეული გარკვეული მიმართულების ექსპერტიზას ფლობს და საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით ქმნის სინერგიას, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.

ამ ქსელის მთავარი ძალა მისი ყოვლისმომცველობაში მდგომარეობს - ბიზნესის უნიკალური მოთხოვნები, იქნება ეს სტაბილური IT ინფრასტრუქტურა, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, სწრაფად მორგებადი ციფრული პროდუქტები, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები თუ ღრმა მონაცემთა ანალიტიკა, ერთიან პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოადგენს სისტემურად ორგანიზებულ გარემოს, სადაც ტექნოლოგიური იდეა მკაფიოდ დაგეგმილი პროცესის მიხედვით სრულდება, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჯგუფის კომპანიები სინერგიულად იყენებენ ერთმანეთის ექსპერტიზას, რათა ნებისმიერ გამოწვევას მოუძებნონ კონკრეტული, ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა