"ურბან თეილსი" - ახალი სივრცე შენთვის და შენი საყვარელი ცხოველისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

28 მარტს ოტიუმში ახალი ზოომაღაზიათა ქსელის ურბან თეილსის საპრეზენტაციო საღამო გაიმართა.

ზოომაღაზიათა ახალი ქსელი "ურბან თეილსი" - ცხოველებზე ზრუნვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს და ბაზარზე ინოვაციური კონცეფციით შემოდის, რომელიც ქმნის სივრცეს სადაც შინაური ცხოველი ოჯახის წევრია და სადაც ცხოველი და მისი "მშობელი" ("Pet Parent" – და არა "პატრონი") ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს.

"ურბან თეილსი" უზრუნველყოფს არა მარტო უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ადამიანებისა და ცხოველების გაერთიანებას მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოში. მაღაზიებში განსაკუთრებული, პოზიტიური გარემოა, სადაც თითოეული სტუმარი თავის ცხოველთან ერთად, თავს კომფორტულად და სასურველად გრძნობს.

ბრენდის მიზანია, რომ თითოეულმა ცხოველმა იგრძნოს თავი ოჯახის სრულუფლებიან წევრად, ხოლო თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ცხოველების წინაშე - სწორედ ამიტომ ბრენდის არსს წარმოადგენს - ადამიანების და ცხოველების გაერთიანება თანასწორ, კომფორტულ და მხიარულ გარემოში.

კომპანიის ბრენდინგზე და კონცეფიაზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული. კრეატიულ სააგენტო "ვინდფორსთან" თანამშომლობით შეიქმნა ძალიან განსხავავებული, გამორჩეული ბრენდი და უნიკალური ანბანი ცხოველების ვიზუალებით.
"ურბან თეილსის" მაღაზიაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული წარმოების ექსკლუზიური ბრენდები - კვების, ჰიგიენის, აქსესუარების, სათამაშოების და ვიტამინების კატეგორიებში. ასევე ბრენდს გამოარჩევს კონკურენტებისგან pet parents - კატეგორია, რაც გულისხმებს არა მარტო ცხოველისთვის, არამედ მათი "მშობლებისთვის" საჭირო პროდუქციის შეთავაზებას.

"ურბან თეილსის" ლიალობის პროგრამის მეშვეობით, მომხმარებელს შეასაძლებლობა აქვს დააგროვოს ქულები, ისარგებლოს სხვადასხვა აქციებით და მიიღოს მუდმივი ფასდაკლება.

უახლოეს მომავალში ჩაეშვება კომპანიის ონლაინ პლატფორმა ვებ გვერდისა და აპლიკაციის მიმართულებით.

კომპანიას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სოციალური და ინოვაციური პროექტების, აქტივობებისა და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება. ევროპული გამოცდილების შემოტანა და მნიშვნელოვანი მიმართულების მხარდაჭერა.

კომპანიის განვითარების გეგმა ამბიციურია - ბრენდი აპირებს გახსნას მაღაზია თბილისის ყველა უბანში და საქართველოს დიდ ქალაქებში. ამასთანავე ექსკლუზიური ბრენდების იმპორტს და განსხვავებული ასორტიმენტის გაფართოებას.

მაღაზიები შეგხვდებათ შემდეგ მისამართებზე:

  • ბარნოვის #84
  • ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტ, I კორპუსი
  • წყნეთი, რუსთველის 45
Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება