უსაფრთხოების მიზნით ტეილორ სვიფტმა შოუ მოულოდნელად შეაჩერა, ხოლო მისმა მიმართვამ ლიდერობის დიდი მაგალითი აჩვენა
By David James
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
People-ი იტყობინება, რომ ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ერთგული დამოკიდებულება თავისი გულშემატკივრებისა და მათი უსაფრთხოებისადმი გერმანიაში, გელზენკირხენის სტადიონზე, სადაც მისი სამდღიანი The Eras Tour-ის ბოლო შოუ გაიმართა.
შოუს მოულოდნელი შეფერხების შემდგომ, სვიფტი ერთ-ერთი გულშემატკივრის TikTok-ის ვიდეოში იხილეს, სადაც მომღერალი უსაფრთხოების დაცვას მოუწოდებდა, დაზარალებული აუდიტორიის წევრებისთვის დახმარება გაეწიათ. TikTok-ზე ვიდეო გააზიარა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, დარიომ, რომელმაც მომენტი წარწერით - Mother is mothering - "ის ნამდვილად საუკეთესოა ✌" გამოაქვეყნა.
@dariio_m Mother is mothering, she's really the best ✌? #erastour #gelsenkirchenn3 #taylornation #taylorswift #taylor #swift #taylorswifterastour @Taylor Swift @Taylor Nation ♬ Originalton - Dario @ concerts ?
მომღერალმა შეაჩერა შოუ და უსაფრთხოების დაცვას გადაუდებელი დახმარება სთხოვა, სადაც ის გულშემატკივრებისკენ მიუთითებდა, "თქვენი დახმარება გვჭირდება".
თუმცა მისი მზრუნველობა და ლიდერობა ამით არ დასრულებულა. ტეილორ სვიფტმა მადლიერება გამოხატა სამუშაო პერსონალის მიმართ და ისინი პროფესიონალიზმის გამო შეაქო. "ყველა, ვინც აქ მუშაობს, საოცარი მზრუნველობით გამოირჩევა ხალხის მიმართ, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ", - მიმართა მან აუდიტორიას.
სვიფტის შოუს შეჩერების ინციდენტის ისტორია მაყურებლების უსაფრთხოებისა და მომუშავე პერსონალის შექების მიზნით, არის ლიდერობის დიდი მაგალითი.
"თანამშრომლების შრომის დაფასება და ქება სწორი ფორმით ყოველთვის დადებითად ფასდება იმ მონაცემების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ლიდერების შესახებ სხვადასხვა ინდუსტრიაში, - წერენ ჯექ ზენგერი და ჯოსეფ ფოლკმანი Harvard Business Review-ში, - მორალის, პროდუქტიულობის, მუშაობის, მომხმარებელთა კმაყოფილების და თანამშრომელთა შენარჩუნების ყველა საზომი იზრდება, როდესაც მენეჯერები რეგულარულად უზრუნველყოფენ მათი სამუშაოს აღიარებას".
ზენგერმა და ფოლკმანმა თავიანთი კვლევის საშუალებით იპოვეს სამი ხერხი, რომელიც ქებას მეტად ეფექტურს ხდის:
- სპეციფიკა მნიშვნელოვანია. მოქმედების ან გადაწყვეტილების მითითება და მისი დადებითი გავლენა ბევრად უკეთესია, ვიდრე ზოგადი "შესანიშნავია" კომენტარი.
- კოლეგების დადებითი გამოხმაურება ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა HBR-ის თანამშრომლებმა ისაუბრეს, რომ მათთვის მენეჯერებისგან ქების მოსმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
- გამარჯვებების დაკონკრეტება შესანიშნავია, თუმცა ჩადებული შრომის დაფასება და აღიარება თანამშრომლის ქებას მეტად ეფექტურს ხდის.
თარგმანი: ანა მანდეკი