უსაფრთხოების სისტემები, IT ინფრასტრუქტურა და AI ვიდეოანალიტიკა ერთი პარტნიორისგან: Integra-ს სრული ციკლის მოდელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესისთვის უსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა ცალკეული ტექნოლოგიების ერთობლიობა აღარ არის — ეს ერთიანი, ინტეგრირებული ეკოსისტემაა, რომელზეც ბიზნესის უწყვეტი ფუნქციონირება, უსაფრთხოება და განვითარებაა დამოკიდებული.

სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული Integra-ს საქმიანობა — მომხმარებელს ვთავაზობთ სრული ციკლის საინჟინრო პარტნიორობას, საწყისი იდეისა და პროექტირების ეტაპიდან მრავალწლიან ტექნიკურ მხარდაჭერამდე. ამასთან, კომპანია კლასიკურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს უახლეს ტექნოლოგიებთან — მათ შორის, AI-ზე დაფუძნებულ ვიდეოანალიტიკასა და დისპლეების ცენტრალიზებულ მართვასთან — აერთიანებს, რაც Integra-ს ქართულ ბაზარზე გამოარჩევს.

კომპანია 2015 წელს დაარსდა და 2026 წლის მდგომარეობით ასეულობით პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოს მასშტაბით. კლიენტებს შორის არიან კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, პროდუქტების საცალო ქსელები და ჰიპერმარკეტები, სახელმწიფო უწყებები და სასტუმროები.

"ჩვენ მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს არ ვთავაზობთ — ჩვენ ვმართავთ პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლს, საწყისი იდეიდან სრულად გამართულ და მოქმედ ინფრასტრუქტურამდე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰყავდეს ერთი პასუხისმგებელი პარტნიორი, რომელიც პროექტის მთელ პროცესს მართავს და საბოლოო შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს", – განმარტავს Integra-ს დამფუძნებელი იგორ დოლოტოვსკი.

ყოველი პროექტი დამკვეთის ბიზნესისა და რეალური საჭიროებების დეტალური ანალიზით იწყება, რომლის საფუძველზეც ინდივიდუალური ტექნიკური არქიტექტურა იქმნება — უნივერსალურ შაბლონებს კომპანია არ იყენებს. ვინაიდან პროექტირებას, მოწყობილობების შერჩევას, მიწოდებას, მონტაჟსა და ინტეგრაციას ერთი გუნდი მართავს, სისტემების თავსებადობა თავიდანვე უზრუნველყოფილია, მცირდება როგორც პროექტის განხორციელების ვადები, ისე ხარჯები, ხოლო პასუხისმგებლობა ერთ პარტნიორზეა კონცენტრირებული.

განსაკუთრებული გამოცდილება კომპანიას სათამაშო ინდუსტრიაში აქვს დაგროვებული: საქართველოში მოქმედი ფიზიკური კაზინოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ Integra-ს მიერ დაპროექტებულ და ინტეგრირებულ უსაფრთხოებისა და IT ინფრასტრუქტურას იყენებს.

"კაზინო საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტიპის ობიექტია, სადაც ნებისმიერი სისტემის შეფერხება პირდაპირ აისახება ბიზნესის უწყვეტ მუშაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სისტემების რეზერვირებას, მონაცემთა უსაფრთხოებას, მაღალ ხელმისაწვდომობასა და 24/7 მონიტორინგს. ეს სტანდარტი ჩვენს ყველა პროექტზე ვრცელდება", – აღნიშნავს Integra-ს კომერციული დირექტორი დავით საგატელოვი.

ინტეგრირებული მიდგომის შედეგს ნათლად აჩვენებს ჩვენი ერთ-ერთი პროექტი: მსხვილ სავაჭრო ცენტრს დაახლოებით 700 კამერის მართვა უწევდა — ნაწილი მოძველებული ანალოგური, ნაწილი — IP, სხვადასხვა მწარმოებლის, ისე, რომ საკაბელო ინფრასტრუქტურის შეცვლა შეუძლებელი იყო, დაცვის გუნდი კი მცირერიცხოვანი.

Integra-მ ყველა კამერა ერთიან ვიდეომართვის პლატფორმაზე (VMS) გააერთიანა და AI ვიდეოანალიტიკა დაამატა — "გაჭკვიანდა" ძველი კამერებიც, რომლებსაც ანალიტიკური ფუნქციები საერთოდ არ გააჩნდათ. იმავე ინტერფეისში ინტეგრირდა სახანძრო დეტექცია, წვდომის კონტროლი, სიგნალიზაცია და ავტომობილების აღრიცხვა. შედეგად, სისტემა მოვლენებს თავად ფილტრავს და დაცვა მხოლოდ რეალურ, პრიორიტეტულ ინციდენტებზე დროულად რეაგირებს.

ვიდეოანალიტიკა Integra-ს ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არსებულ კამერებზეც მუშაობს: ვიზიტორთა და ავტომობილების აღრიცხვა, პერიმეტრის კონტროლი, სახის ამოცნობა. ობიექტს შეუძლია საკუთარი "შავი სიიდან" ამოიცნოს, მაგალითად, ქურდობაში ადრე შემჩნეული პირები. ამასთან, Integra დამკვეთებს უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავებაშიც ეხმარება, რათა ამ ტექნოლოგიების გამოყენება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდეს.

ცალკე მიმართულებაა დისპლეების ცენტრალიზებული მართვა. სწრაფი კვების ერთ-ერთი ქსელი ფასებისა და მენიუს განახლებას ფილიალებში თავდაპირველად ელფოსტითა და ფლეშმეხსიერებით ახერხებდა, თუმცა ქსელის ზრდასთან ერთად ეს რეალურ ბარიერად იქცა.

Integra-ს მიერ დანერგილი სისტემით ქსელი დღეს 1000-მდე დისპლეის ერთი ცენტრიდან მართავს და კონტენტს ყველა ფილიალში წამებში ანახლებს. ამ პლატფორმით ნებისმიერი ეკრანიანი მოწყობილობის მართვაა შესაძლებელი, ტელევიზორებიდან მონიტორებამდე და კომპიუტერებამდე.

უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, Integra აპროექტებს და ნერგავს კორპორატიულ ქსელურ ინფრასტრუქტურას, ახალი თაობის ქსელურ ეკრანებს (NGFW), კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, სერვერულ და მონაცემთა შენახვის სისტემებსა და მონაცემთა ცენტრებს. ყველა მიმართულებაში კომპანიის მიდგომა ეფუძნება ერთსა და იმავე პრინციპებს — რეზერვირებას, მაღალ ხელმისაწვდომობასა და მასშტაბირებადობას.

ტექნოლოგიების შერჩევისას Integra ნეიტრალურ მიდგომას იყენებს — არჩევანის მთავარი კრიტერიუმი დამკვეთის საჭიროებებია და არა კონკრეტული მწარმოებელი. ამასთან, კომპანიას ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან მრავალწლიანი პარტნიორობა და მათი ტექნოლოგიების ინტეგრირების გამოცდილება აქვს: კიბერუსაფრთხოება და ქსელური ეკრანები (NGFW) – Fortinet, Palo Alto Networks, Barracuda; ქსელური ინფრასტრუქტურა – HPE Aruba Networking; სერვერები და მონაცემთა შენახვა – HPE, Dell; ვიდეომეთვალყურეობა – Axis, Avigilon, Pelco, Hikvision, Dahua; ვიდეომართვის პლატფორმები და ვიდეოანალიტიკა – Network Optix, AxxonSoft; სახანძრო სიგნალიზაცია და უსაფრთხოება – Honeywell, Detnov, Teknim; პროფესიული დისპლეები – Samsung, LG.

ტექნოლოგიების შერჩევისას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფლობის მთლიანი ღირებულების (Total Cost of Ownership, TCO) შეფასებას — სისტემის 5–10-წლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებული ყველა ხარჯის გათვალისწინებას, საწყისი ღირებულებიდან მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებამდე, ასევე შესაძლო შეფერხებებისა და სამომავლო გაფართოების ჩათვლით. ამ გათვლით "ყველაზე იაფი" შესყიდვა რამდენიმე წელიწადში ხშირად ყველაზე ძვირი აღმოჩნდება ხოლმე.

"ჩვენი მიზანი უბრალოდ ყველაზე იაფი ან ყველაზე ძვირი მოწყობილობის შეთავაზება არ არის. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ოპტიმალურ ბალანსს უზრუნველყოფს ხარისხს, ბიუჯეტსა და სისტემის გრძელვადიან ღირებულებას შორის", – ამბობს დავით საგატელოვი.

კომპანიის პასუხისმგებლობა პროექტის დასრულებით არ სრულდება: Integra უზრუნველყოფს საგარანტიო და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას, სისტემების მონიტორინგს, პროგრამულ განახლებებსა და პრევენციულ მოვლას – ეს სისტემების სასიცოცხლო ციკლს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს და დამკვეთის ინვესტიციას იცავს.

Integra-ს მომავლის ხედვა კიდევ უფრო ინტეგრირებულ, ავტომატიზებულ და ინტელექტუალურ სისტემებს უკავშირდება — და ეს კომპანიისთვის მხოლოდ სამომავლო გეგმები არ არის: ასეთი პროექტები უკვე ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის ეწვიეთ: www.integra.ge