Cyber Monday Sale! 50% Off All Access

USAID-ის ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის (OCAP) მდგრადი პარტნიორი ICDC გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მზარდ ეკონომიკად ყალიბდება, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს და ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში მოქმედი სამრეწველო-სავაჭრო პალატები, ბიზნესასოციაციები და კლასტერები. აღნიშნული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები ქვეყანაში ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები თავიანთი წევრი ბიზნესების ინტერესების ძლიერი დამცველები და იმ სექტორების ადვოკატები არიან, რომელსაც წარმოადგენენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან და გადაწყვეტილებების მიმღებ სხვა პირებთან, რათა მონაწილეობა მიიღონ ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულაციებისა და ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს აჟღერებენ, ახალ რეფორმებს აინიციირებენ და ხელს უწყობენ საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნას. გარდა ამისა, ისინი თავიანთი სექტორების განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე, ინფორმაციის გაცვლასა და გაზიარებაზეც ზრუნავენ.

რას გულისხმობს ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭრის პროგრამა (OCAP)

2019 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ შექმნა ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP) − ინიციატივა, რათა ხელი შეუწყოს სამიზნე სექტორებში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSOs) მდგრად განვითარებას. პროექტის ფარგლებში, USAID-მა მხარი დაუჭირა 21 ორგანიზაციას, როგორებიცაა სამრეწველო-სავაჭრო პალატა, ბიზნესასოციაციაა და კლასტერი, რათა BSO-ების პერსონალსა და მმართველ გუნდს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიეღო კარგი მმართველობის მიმართულებით, გაზრდილიყო BSO-ების როლი და მათი საქმიანობის ცნობადობა ქართულ საზოგადოებაში. OCAP-ის მთავარი მიზანია, BSO-ების მდგრადი განვითარებითა და გაძლიერებით, უზრუნველყოს მათი პოზიციონირება, როგორც სექტორის უპირობო მხარდამჭერი ორგანიზაციებისა, რომელთაც მოაქვთ სასიკეთო ცვლილებები იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტული სექტორებია ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, მყარი ნარჩენების მართვა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და კრეატიული ინდუსტრიები. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ სექტორის წარმომადგენლებთან ვმუშაობდით და აღნიშნული 21 ასოციაცია, სავაჭრო პალატა თუ კლასტერი, სწორედ ამ სექტორების ინტერესებს წარმოადგენენ", აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელი, თათა ჯულაყიძე.

OCAP ოთხ ფაზას მოიცავს: პირველი ფაზა ფოკუსირებულია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, ცოდნისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებაზე; მეორე ფაზა ფოკუსირებულია მდგრადობის გეგმების შემუშავებაზე, რომლის მიხედვით BSO-ები მომავალში წარმართავენ თავიანთ საქმიანობას; მესამე ფაზა გულისხმობს მდგრადობის გეგმების განხორციელებას; მეოთხე ფაზა კი ფოკუსირებულია ქოუჩინგის გაგრძელებაზე და მენტორობაზე, BSO-ების საერთაშორისო მენტორებთან და ორგანიზაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

"OCAP-ის წევრ თითოეულ ორგანიზაციასთან ინდივიდუალურად ვმუშაობდით მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოსაკვეთად. პირველესად, შევაფასეთ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, განვითარების ომელ ეტაპზე არიან ისინი, მომზადდა შეფასების დოკუმენტი და მასზე დაყრდნობით მოხდა მათი შესაძლებლობების ანგარიშების შემუშავება. შეფასებისა და შესაძლებლობების დოკუმენტის ანალიზით, ჩვენ თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, რათა ერთი და ორწლიანი სამოქმედო გეგმები შეგვედგინა, აღსანიშნია, რომ ძალიან რეალისტური დოკუმენტები შექმნეს BSO-ებმა, კონკრეტული ამოცანებით, მიზნებით, ბიუჯეტით, რესურსით და დროში გაწერილი ვადებით. ამის შემდეგ კი, იმისათვის,ათა ორგანიზაციებს ამ სტრატეგიული სამომავლო გეგმების განხორციელების საშუალება ჰქონოდათ, საგრანტო კომპონენტით დავეხმარეთ. 21 ასოციაციიდან უმეტესობამ დაწერა საგრანტო წინადადება და 11-მა მათგანმა წარმატებით განახორციელა საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საგრანტო პროექტი", − აღნიშნავს თათა ჯულაყიძე.

როგორ დაეხმარა OCAP ასოციაციებს?

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG) ახლა უკვე 100-ზე მეტ ბიზნესჯგუფს აერთიანებს. იგი უკვე მრავალი წელია აღნიშნული ჯგუფების ობიექტური და ლეგიტიმური ბიზნესინტერესების წარმომადგენელი და დამცველია. OCAP-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ შეძლო ორგანიზაციულ სტრუქტურაში ელჩებისა და წევრების რეკრუტირების სისტემა დანერგვა − ასოციაციის ახალი წევრების მოზიდვაში ახლა უკვე არსებული წევრები არიან აქტიურად ჩართულნი, რამაც ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა (110 ახალი წევრი) და ხელი შეუწყო ასოციაციის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.

"ეს პროგრამა ძალიან სასარგებლოა პირველეს ყოვლისა კომიტეტების სტრუქტურული ჩამოყალიბების კუთხით. დაგვემატა ისეთი კომიტეტები, რომლებიც სექტორების კიდევ უფრო გაფართოების და ქართული ბიზნესების სიმეტრიულად წარმოდგენის საშუალებას მოგვცემდა ასოციაციაში. თუმცა, მხოლოდ კომიტეტი ვერაფერს იზამს, თუ შემდეგ შესაბამისი სექტორის კომპანიასთან არ გაქვს სწორი ურთიერთობა და არ შესთავაზებ, რომ იყოს აქტიურად წარმოდგენილი. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ელჩების ინსტიტუტი − ყველაზე აქტიურ, გამორჩეულ ადამიანებს, რომლებსაც სხვასთანაც შეუძლიათ იმ სიკეთეებზე საუბარი, რომლებიც ასოციაციისგან მიიღეს, შევთავაზეთ ელჩის სტატუსი. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირადი გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც სხვისი დარწმუნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს ხოლმე. ამის პარალელურად მუშაობდა რეკრუტირების სქემა − კომპანიების გამოკვეთა, გაფილტვრა, კომუნიკაცია და შემდგომ მონიტორინგი", − აღნიშნავს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA პროგრამის კიდევ ერთი მონაწილეა. GMGA მაღალკვალიფიციურ, სერტიფიცირებულ სათავგადასავლო გამყოლთა პროფესიულ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც აღნიშნული პროფესიული კლასტერების ინტერესების გამომხატველი და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის შემომტანია. OCAP-ის ფარგლებში GMGA-იმ ახალი ფასიანი სერვისი − "გიდების ციფრული პორტალი" შექმნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს სერტიფიცირებულ სათავგადასავლო გამყოლებს/გიდებს გაეცნოს, ონლაინრეჟიმში დაჯავშნოს მისთვის სასურველი ტური თუ სერვისი და გადაიხადოს მომსახურების საფასური.

"პროგრამის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა ასოციაციის ხედვები, ღირებულებები და მიზნები. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა გიდების პორტალი ესაა პირველი ციფრული პლატფორმა საქართველოში, სადაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ანუ სერტიფიცირებული გამყოლები არიან რეგისტრირებული. უკვე დაახლოებით 3 კვირაა, რაც პორტალი გაეშვა და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ წერტილში შეუძლია მოგვძებნოს და სასურველი ტური დაგვიკვეთოს. მგონია, რომ პლატფორმა გიდებს საკმაოდ კარგ საშუალებას აძლევს, და არა მარტო გიდებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საქართველოში მოგზაურობა სურ. მე პირველი გამყოლი ვარ, რომელიც აღნიშნულ საიტზე დაჯავშნეს. საიტის გაშვებიდან დაახლოებით ერთ კვირაში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქართველოში სურდათ ტური, რაც ნამდვილად სასიამოვნო პროცესია, რადგან ხვდები, რომ მართლა მუშაობს და მართლა ღირდა ეს ყველაფერი ამად", − აღნიშნავს ცოტნე ცაავა, GMGA-ის სასწავლო პროცესების მენეჯერი;

ICT-კლასტერი OCAP-ის პროგრამის ფარგლებში ციფრული ტრანსფორმაციისა და ადვოკატირების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ადვოკატირების პირდაპირი შედეგი ციფრული ტრანსფორმაციის საბჭოს შექმნა იყო, რომელიც მუდმივმოქმედი პლატფორმაა, სადაც კერძო სექტორი, გადაწყვეტილების მიმღები სამთავრობო პირები არიან გაერთიანებულნი და დიალოგის ფორმატში თანამშრომლობენ. სწორედ OCAP-ის პროგრამის გრანტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ციფრული ტრანსფორმაციის კვირეული საქართველოში, რომელიც წელსაც განხორციელდება და 26 ივნისს დაიწყება კერძო სექტორთან პარტნიორობით.

ICDC, OCAP-ინიციატივის მდგრადი პარტნიორი ხდება

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, OCAP-ის ოთხფაზიანი პროექტის განსახორციელებლად და პრიორიტეტული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ 2020 წელს შეარჩია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი (ICDC), როგორც ამ ინიციატივის თანაგანმახორციელებელი ორგანიზაცია.

OCAP-ის ორი ძირითადი ფაზის განსახორციელებლად, USAID-ის პროგრამის დახმარებით ICDC-ის აუმაღლდა ორგანიზაციული ექსპერტიზა ბიზნესასოციაციების თანამედროვე მართვის საერთაშორისო გამოცდილებათა მიმართულებით. OCAP-ის ფარგლებში: ორგანიზაციას (ICDC-ის) გადაეცა საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებული კვლევით-დიაგნოსტიკური მეთოდოლოგია და ინსტრუმენტების პაკეტი, გადამზადდა ორგანიზაციის ექსპერტების სპეციალური ჯგუფი ასოციაციების მართვის საერთაშორისო სტანდარტთან დაკავშირებით და მოხდა US AMCHAM, ASAE, CIPE სტანდარტის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილებათა გაზიარება.

ICDC-მ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით წარმატებით განახორციელა 2-წლიანი პროგრამა − "ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება", რომლის ფარგლებში ICDC-მ ჩაატარა 21 BSO-ის დიაგნოსტიკური შეფასება, შექმნა მათზე მორგებული შესაძლებლობების ანგარიშები და ხელი შეუწყო BSO-ების ინსტიტუციური მდგრადობის მიმართულებით ინდივიდუალური სტრატეგიული გეგმების შემუშავებას (OCAP-ის პირველი და მეორე ფაზა).

ICDC-მ გააანალიზა საქართველოში ბიზნესასოციაციების ძლიერი მხარეები და გამოწვევები, რასაც თავი მოუყარა საერთო ანგარიშში, რომლის პერიოდული განახლება ხორციელდება.

21 ივნისს სასტუმრო "პულმანში" ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის (OCAP) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ OCAP-ის პროგრამის მონაწილე ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორთა საზოგადოება, ტურიზმის, ინტელექტუალური სერვისების, მყარი ნარჩენების მართვის, მსუბუქი წარმოების, კრეატიული მრეწველობისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები. პანელური დისკუსიის ფორმატში OCAP-ის მონაწილე BSO-ებმა თავად გააცნეს დამსწრე საზოგადოებას ის ახალი სერვისები, პროდუქტები თუ სხვა მიღწევები და შედეგები, რაც OCAP-ის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში ICDC-მ განახლებული ანგარიში წარადგინა, სადაც შეფასდა BSO-ების პროგრესი OCAP-ის პროგრამის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ. ამავე ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში მოხდა ICDC-ის დასახელება, როგორც OCAP-ის მდგრადი პარტნიორის, რომელიც გააგრძელებს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის (OCAP) განხორციელებას საქართველოში.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი ორგანიზაცია შერჩეულ იქნა ერთგვარ მემკვიდრედ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეძლევა მეთოდოლოგია, ინსტრუმენტების პაკეტი და მთელი ექსპერტიზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ასოციაციებთან ერთად მათ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. გვჯერა, რომ თუ ასოციაცია მუდმივად განვითარების პროცესშია და იხვეწება, ის მდგრადი ხდება მისი წევრებისთვის და ქმნის უდიდეს ღირებულებას. შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ასოციაციებთან პარტნიორობა და მათი განვითარების პროცესის მხარდაჭერა", − აღნიშნავს ICDC-ის ხელმძღვანელი სერგო ნოზაძე.

Entrepreneur-თან საუბრისას ICDC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამავე ღონისძიებაზე შეიქმნა ასოციაციების სექტორული პარტნიორობის პლატფორმა (BSO Community), სადაც სხვადასხვა ინდუსტრიების ასოციაციების ლიდერები იქნებიან ჩართულნი. ამ პლატფორმის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება იქნება, რათა მსჯელობა პრობლემებსა და მისი გადაწყვეტის გზებზე მულტისექტორული გახდეს. ამის პარალელურად, ასოციაციების მდგრადი და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერისათვის შეიქმნა სპეციალური ინსტიტუციური განვითარების 5-წლიანი პროგრამა, რომელიც სტარტაპის რეჟიმში მყოფ ასოციაციას საშუალებას აძლევს მდგრადობის წერტილამდე მიაღწიოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ეტაპზე არსებულ ორგანიზაციას ეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდეს.

"ჩვენ ვხდებით ამ ასოციაციების სტრატეგიული პარტნიორები, ასოციაციებს ვეხმარებით, რათა ყოველდღიური ბიზნესოპერაციები ააწყონ და ეს ბიზნესოპერაციები თავიდანვე იყოს შესაბამისობაში ასოციაციების მართვის საერთაშორისო სტანდარტთან. ყველაფერს ვაწყობთ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისა, რაც უკვე გარანტი და პირობაა იმისა, რომ ასოციაცია მიდის მდგრადობისა და განვითარებისკენ", − აღნიშნავს სერგო ნოზაძე.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

სიახლეები

Teodora Techie - 2 კვირაში $1000-ზე მეტი გაყიდული NFT-ის შემქმნელი

პროგრამირების ენები ადამიანებად