"ვებლაინი" - ციფრული მარკეტინგის სააგენტო თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვებლაინი" არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებითა და დიდი კრეატიული ენერგიით ბიზნესისთვის მუშაობს.

"2015 წლიდან ჩვენ ინტერაქტიულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ პროდუქტებს ვქმნით და ვიცით, როგორ ვაქციოთ იდეები ციფრულ რეალობად.

ჩვენი მიზანია, ბიზნესს გაციფრულებაში დავეხმაროთ და არსებული პროცესები გავამარტივოთ. ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, რომელთა სუპერძალაც არის მოკლე დროში მაღალი ხარისხის პროდუქტის შემნა.

ჩვენი გუნდი არ ქმნის უბრალოდ კონტენტს – ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებებს, რომლებიც მომხმარებლებთან ურთიერთობას აღრმავებს", - ნათია ხარბეგაშვილი, "ვებლაინის" დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

როგორც ნათია აღნიშნავს, "ვებლაინი" არის სააგენტო, რომელიც სერვისის გარდა, თითოეული პარტნიორისა და მათი ბრენდის მხარდამჭერი ხდება.

"ვებლაინი" – იქ, სადაც იდეები ციფრულ რეალობად გარდაიქმნება!

"ვებლაინი" ბიზნესსა და კომპანიებს სხვადასხვა ციფრულ სერვისებს სთავაზობს, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ვებგვერდების შექმნა და არსებულის ადმინისტრირება
  • სოციალური მედიის მართვა – Facebook-ი, instagram-ი, TikTok-ი და სხვა
  • ფოტო და ვიდეოგადაღება
  • სტრატეგიული მარკეტინგი – კამპანიები, რომლებიც რეალურ შედეგს ქმნიან

"ბიზნესისთვის სოციალურ ქსელებში აქტივობა ქმნის შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში რთულად მიღწევადია.

დღეს თითქმის ყველა სფეროს სჭირდება ციფრული არსებობა. დღეს ყველა ინფორმაციის მოსაძიებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად ინტერნეტს იყენებს.

ციფრული მარკეტინგი საშუალებას იძლევა, რეკლამები კონკრეტული აუდიტორიის საჭიროებებსა და ინტერესებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამედროვე ბიზნესის წარმატებისთვის".

ნათია ამბობს, რომ დღეს სანდოობა ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამაში გვეხმარება სოციალური ქსელები. აქ შესაძლებელია მოიპოვოთ ინფორმაცია კომპანიისა და მომხმარებლების გამოცდილების შესახებ. გააანალიზოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ ციფრული არხების გარეშე ბიზნესს კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

"სოციალური მედია საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ახალ, არამედ თქვენს მუდმივ მომხმარებლებსაც გაუწიოთ დახმარება, მათთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეთ და სანდოობა და ერთგულება გაიზარდოს.

სოციალურ ქსელებში აქტიურობა არა მხოლოდ სტრატეგიული უპირატესობაა, არამედ აუცილებლობა, რათა ბრენდი კონკურენტუნარიანი იყოს".

10 წლის განმავლობაში "ვებლაინი" თანამშრომლობდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელთან. იქნებოდა ეს დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი, მათ შორის:

ონლაინმაღაზიები (E-commerce) – პროდუქტის ვიზუალური და მარკეტინგული კონტენტის შესაქმნელად.

სტარტაპები – ბრენდინგისა და ციფრული მარკეტინგის შესაქმნელად.

ფინანსური და იურიდიული კომპანიები – პროფესიონალური იმიჯისა და სანდოობის გასაზრდელად.

სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის ინდუსტრია – ვიზუალური კონტენტის (ფოტო/ვიდეო) და ონლაინმარკეტინგის ეფექტურობის შესაქმნელად

ჯანდაცვა და ველნეს ინდუსტრია – მომხმარებელთან ნდობის ასამაღლებლად

საგანმანათლებლო პლატფორმები და ტრენინგ ცენტრები – მათი მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად

სამშენებლო კომპანიები - გაყიდვების გაზრდასა და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში ვეხმარებით.

"მიუხედავად იმისა, რა ტიპის ბიზნესია, დიდი თუ მცირე, ვთანმხდებით, რომ ციფრული პროდუქტები ყველას სჭირდება.

როგორც ყველა პიროვნება არის ინდივიდუალური, ისე ყველა ბრენდს სჭირდება განსხვავებული მიდგომა და მის აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი.

ბიზნესი ეფექტიანია, თუ აქვს მკაფიო ბრენდის იდენტობა, მარტივი და ხარისხიანი კონტენტი, მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია და ორგანიზებული ციფრული არხები".

ნათია გვიყვება, რომ ციფრული მარკეტინგი ხშირად დაუფასებელი რჩება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პოსტების შექმნა მარტივი საქმეა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.

"მომხმარებლები ხედავენ მხოლოდ შედეგს, მაგრამ ვერ ხედავენ მის უკან დამალულ ანალიზს, სტრატეგიულ დაგეგმვასა და შეუმჩნეველ შრომას.

კომპანიები ხშირად ელიან მყისიერ წარმატებას, მაგრამ ციფრული მარკეტინგი მოითხოვს გეგმას, ტესტირებასა და მუდმივ გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

რაც შეეხება საერთაშორისო აუდიტორიას, ეს არის სფერო, რომელსაც არ აქვს საზღვრები, "ვებლაინი" თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან".

ნათია აღნიშნავს, რომ დღეს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტუალურია მოკლე ვიდეოკონტენტი; მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები; გულწრფელობა და ნამდვილი კონტენტი; თავის მხრივ, კარგად გაფილტრული Influencer მარკეტინგი.

"ეს სფერო მუდმივად ვითარდება და სიახლეებს არ უნდა ჩამორჩე. ჩვენ არ ვმუშაობთ საერთო სტარტეგიებით და თითოეულ კომპანიას აღვიქვამთ, როგორც საკუთარს. ჩემი გუნდიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ ყველა პარტნიორთან გვაქვს გრძელვადიანი ურთიერთობა და რეალური შედეგები.

დღეს ერთი რამ ნამდვილად ეჭვგარეშეა, გულწრფელი, ხარისხიანი და საინტერესო პოსტებით მომხმარებლის ნდობა და გაყიდვები იზრდება".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია