Join our Waitlist for Expert Advice!

ვებსაიტის შექმნა 1 დღეში - რას სთავაზობს READY WEB-ი კომპანიებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ვებგვერდი ბიზნესის ციფრული სახეა და თუ კი კომპანიას არ გააჩნია საკუთარი იდენტობა ციფრულ სამყაროში, ის ბიზნესი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა სწორედ იმ ბიზნესებს უცხადებს მეტ ნდობას, რომელთაც უფრო სარწმუნო, ადვილად აღქმადი და ინფორმაციული ვებგვერდები აქვს. ვინაიდან ბაზარი ყოველდღიურად უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და ტრენდებიც ელვის სისწრაფით იცვლება, კომპანიებისთვის სისწრაფესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ვებდეველოპმენტი ხშირად ასოცირდება მაღალ ხარჯებთან, დიდ დროსა და სხვა მრავალ პრობლემასთან, რომელსაც ბიზნესები აწყდებიან. ჩვენი სტარტაპი ზუსტად ამ პრობლემებს აგვარებს, სხვადასხვა ინდუსტრიის შესაბამის ვებსაიტებს 1 დღის ვადაში ვუშვებთ.

გვაქვს წინასწარ შექმნილი ვებსაიტები შემდეგ კატეგორიებში: კორპორაციული, ონლაინმაღაზია, ონლაინკატალოგი, სასტუმრო, ტურისტული, რესტორანი, სკოლა/ბაღი და აღნიშნული სია ეტაპობრივად იზრდება. ვებსაიტის შერჩევა Readyweb.ge-ზეა შესაძლებელი", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რატი გველესიანი, Readyweb-ის დამფუძნებელი.

რატი გველესიანი Forbes Georgia-ს 30 წლამდელ ლიდერთა სიაში (Forbes 30 Under 30), IT კატეგორიაში დასახელდა. მან 2011 წელს ციფრული სააგენტო, Smart Web-ი, დააფუძნა, რომელიც აქტიურად ამზადებდა ვებგვერდებს სხვადასხვა კომპანიისთვის. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ხშირად მიმართავდნენ კომპანიები, რომელთაც ვებდეველოპმენტისთვის საკმარისი დრო და ფინანსები არ ჰქონდათ. ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნაზე საპასუხოდ, რატი გველესიანმა კომპანიებს ახალი სერვისი შესთავაზა, რომელიც მაღალხარისხიანი ვებსაიტების 1 დღეში დამზადებას გულისხმობს. შედეგად კი, კომპანია საკუთარ ციფრულ სახეს მინიმალური დროითა და ფინანსური დანახარჯებით ქმნის.

"დამატებით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სერვისებით და ვებსაიტი თავიანთი სურვილის და საჭიროებების მიხედვით განავითარონ, დაამატონ გვერდები, ფუნქციები და სხვა. გარდა დეველოპმენტისა, ბიზნესებს სრულ მარკეტინგულ და დიზაინსერვისებს შევთავაზებთ, რასაც წლებია ვაკეთებთ Smart Web-ში.

სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ ვებსაიტი ჩვენგან დამოუკიდებლადაც განავითარონ, ჩართონ თავიანთი დეველოპერი და ვებსაიტში ცვლილებები შეიტანონ. თუნდაც თავიანთ სერვერზე განათავსონ, რაც შეიძლება ბევრ ბიზნესს სურდეს", - განმარტავს რესპონდენტი.

Ready Web-ის იდეის ავტორს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ბიზნესის დაწყება მოითხოვს გაბედულებას, თუმცა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არ კმარა, მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და რესურსი, რაც მას და მის გუნდს წლების განმავლობაში დაუგროვდა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროცესში ხელი შეუწყო Ready Web-ის პირველმა წარმატებამ - კერძოდ: კომპანია ამერიკაში, Silicon Valley-ს ვენჩურული ფონდის Future Lab-ის წევრი გახდა და მათი დახმარებით გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გასვლისთვის მოემზადება.

"ახლა აქსელერაციის პროგრამას გავდივართ Future Lab-ის მიერ მოწვეული UC Berkeley-ს უნივერსიტეტის მენტორებისა და სხვა წარმატებული ინვესტორების ხელშეწყობით.

ისინი გვეხმარებიან ჩვენი პროექტის გაუმჯობესებაში. გვამზადებენ ინვესტორებთან შესახვედრად და თვითონაც განიხილავენ ინვესტიციის განხორციელებას.

რაც მთავარია, გვამზადებენ ამერიკის ბაზარზე შესასვლელად, სადაც ბევრად დიდი შესაძლებლობა გვექნება. ნებისმიერი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია Silicon Valley-ზე წვდომა და იმ მხარდაჭერის მიღება, რასაც Future Lab-ის მეშვეობით ვიღებთ.

ამ საქმეში კი ყველაზე დიდ ინსპირაციას გვაძლევს სხვადასხვა მიმართულების მქონე ბიზნესებთან ურთიერთობა და მათი საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარება მარტივად მაშინ, როდესაც მათ შესაძლოა ეს ყველაფერი რთულად გადასაჭრელი ეგონათ", - აღნიშნავს რატი გველესიანი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"