Get All Access for $5/mo

"ვენროლი" - ქართული სასწავლო მობილური აპლიკაცია "ვენროლი" სწავლების მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას გთავაზობთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იცოდით, რომ ახლა უკვე ქართულ ენაზე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კურსები სფეროს წამყვან, პროფესიონალ სპიკერებთან ერთად გაიაროთ, ისე, როგორც ეს Udemy-ს, Coursera-ს, MasterClass-ისა და დასავლური ქვეყნების სხვა პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი?

"ვენროლი" ქართული სასწავლო მობილური აპლიკაციაა, რომელიც გთავაზობთ სწავლის მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას. მისი ფუნქციონალი კი სრულად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

აპლიკაციის მიზანი მომხმარებლებისთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნაა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი, საჭირო უნარების გასავითარებლად. "ვენროლი" საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან უყუროთ თქვენთვის საინტერესო კურსს, დააპაუზოთ და მაშინ მიუბრუნდეთ მას, როდესაც ამის დრო გექნებათ, ყურების პროცესშივე გააკეთოთ ჩანაწერები, დისკუსიის გვერდზე გაეცნოთ სხვა მომხმარებლების მოსაზრებებს, გააზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები, შეაფასოთ გავლილი კურსები და დაეხმაროთ სხვებს არჩევანის გაკეთებაში. სწორედ ყველაფერი ეს ქმნის სწავლის განსხვავებულ გამოცდილებას.

როგორ მუშაობს "ვენროლი"?

"ვენროლის" კურსებით სარგებლობისთვის აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოწერის გააქტიურებაა საჭირო. აპლიკაციის გამოწერა 1, 6 ან 12 თვის ვადით შეგიძლიათ, რომელთა ღირებულება შესაბამისად 29, 149, 249 ლარია. ვადის გასვლის შემდეგ არჩეული პაკეტი ავტომატურად ახლდება, გამოწერის გაუქმება კი ნებისმიერ დროს, მარტივად, საკუთარი პროფილიდან შეგიძლიათ.

ამჟამად აპლიკაციაში ორმოცამდე სხვადასხვა შინაარსის კურსია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა პიროვნული განვითარება, ფინანსები, ბრენდინგი, ხელოვნება და სხვა. კურსებს დარგის წამყვანი პროფესიონალები უძღვებიან. მთლიანობაში ეს ყველაფერი საკმაოდ მრავალფეროვან კონტენტს ქმნის. პლუს ამას, ყოველი თვის დასაწყისში აპლიკაციაში მინიმუმ 5 ახალი კურსი ემატება.

კონტენტს კომპანიის შემოქმედებითი გუნდი მოწვეულ სპიკერებთან ერთად ქმნის. ეს მოდელი საშუალებას იძლევა, კურსები საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იყოს აწყობილი, გადაღებული და დამუშავებული, რაც თავის მხრივ ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება.

სწავლის პროცესი გართობის ელემენტებსაც შეიცავს, აპლიკაციაში შესრულებულ კონკრეტულ ქმედებებზე ქულები გერიცხებათ, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში დახარჯავთ. ამ ეტაპზე აპლიკაციის ეს ფუნქცია დეველოპმენტის პროცესშია, თუმცა წლის ბოლოს საინტერესო სიახლეები გველოდება.


"ვენროლი" თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს მობილური ტელეფონი, წვდომა ინტერნეტზე და სურვილი, ისწავლოს და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას სხვადასხვა თემაზე.

სტანდარტიზებული, ხარისხიანი, ქართულენოვანი კონტენტი და მასზე ხელმისაწვდომობა განვითარების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მომხმარებელს.

ჩამოტვირთე Wenroll და მიიღე სწავლის განსხვავებული, თანამედროვე გამოცდილება!

IOS-ისთვის: bit.ly/3NStD4s

Android-ისთვის: bit.ly/3pSOBYY

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს