ვინ არიან ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი: პროფესიული ბრძოლის გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცნობილი ადვოკატები, მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი, არაერთ გახმაურებულ საქმესთან არიან დაკავშირებული. მათი საქმიანობა გამოირჩევა გამბედაობითა და რთულ სამართლებრივ ვითარებებში სწრაფი, ეფექტიანი გამოსავლის პოვნის უნარით, გააჩნიათ იურიდიულ სფეროში საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი და კლიენტებთან კარგი რეპუტაცია.
როგორ დაიწყო თქვენი გზა იურისპრუდენციაში და რა იყო გარდამტეხი ფაქტორი, რამაც სამხედრო და სპორტული კარიერის ნაცვლად ადვოკატის პროფესია აგარჩევინათ?
ლაშა ჯანიბეგაშვილი: იურისპრუდენციით სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი. ჩემი გზა საკმაოდ სპეციფიკური იყო, წარსულში პროფესიონალი მოკრივე ვიყავი, დაახლოებით 8 წელი სარეიტინგო ბრძოლებს ვატარებდი. ასევე, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში არტილერიის ოფიცრობისთვის ვემზადებოდი. თავდაპირველად ადვოკატობა ჩემი მიზანი არ ყოფილა, თუმცა უსამართლობის მიმართ მუდმივი პროტესტის გრძნობა მქონდა.
დაახლოებით 25 წლის ასაკში გავიცანი სამართლის დოქტორი, ერთ-ერთი ცნობილი ბანკის ადვოკატი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ჩემი უნარ-ჩვევები ამ სფეროში ძალიან ნაყოფიერი იქნებოდა. მასთან ინდივიდუალური მომზადების შემდეგ ჩავაბარე ადვოკატთა გამოცდა. პროფესიული კვალიფიკაცია ავიმაღლე ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ზურაბ როსტიაშვილი და ციცინო ცხვედიანი. ამ სფეროში უკვე 15 წელია პრაქტიკულ საქმიანობას აქტიურად ვეწევი.
ამ გზაზე უდიდეს როლს თამაშობს ჩემი მეუღლე, ადვოკატი მარიამ ჭყონია. ჩვენ ერთმანეთს 10 წლის წინ დავუკავშირდით. მარიამი სისხლის სამართლის მაგისტრია და 19 წლის ასაკიდან მუშაობს იურიდიულ სფეროში. ჩვენი ერთობლივი მუშაობა იმდენად საინტერესო და დინამიკურია, რომ ხშირად ვხუმრობთ, ჩვენს ისტორიებზე საინტერესო სერიალიც კი გამოვიდოდა. სწორედ ამ გამოცდილებით შევქმენით პლატფორმა advocatory.ge.
კარიერის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკიდან რა ტიპის გამოცდილებებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს, როგორც ავტორიტეტულ ადვოკატად, იურისტად ჩამოყალიბებაზე?
თითოეული საქმე ახალი გამოწვევაა. მქონია შემთხვევები, როდესაც ბევრად გამოცდილ კოლეგებს ხელი ჰქონიათ ჩაქნეული, თუმცა სწორი სტრატეგიით პროცესი ჩვენს სასარგებლოდ შემოგვიბრუნებია.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, შემექმნა მებრძოლი, მიზანდასახული და სტრატეგიული ადვოკატის რეპუტაცია. მიმაჩნია, რომ ეს ხელოვნებაა, თითოეული საქმე ჭადრაკის თამაშს ჰგავს. სამართლებრივი ბრძოლა ჩემთვის ის ადრენალინია, რომელიც მასულდგმულებს და სიცოცხლის ხალისს მმატებს. მიმაჩნია, რომ არაა საჭირო მოწინააღმდეგესთან "ვალსის ცეკვა" და სასამართლოებში წლობით სიარული, როდესაც შესაძლებელია ადეკვატური და სწორი სამართლებრივი სტრატეგიით პრობლემის მცირე დროში მოგვარება.
თუკი სასამართლო დავები იქნება მოწინააღმდეგე მხარისთვის დამაზიანებელი და ამას აშკარად და თვალნათლივ დაინახავს, ეს მიადვილდება, განსაკუთრებით როცა საზღვარგარეთ ვარ.
თქვენი იურიდიული საქმიანობის პრაქტიკა არაერთ გახმაურებულ საქმეს მოიცავს, შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როცა სწორმა სტრატეგიამ საქმის ბედი რადიკალურად შეცვალა?
რესტორანში მეუღლესთან ერთად ყოფნისას, უცხო ადამიანი გამესაუბრა. ბუღალტერი იყო, ტიროდა, მეუბნებოდა, თქვენი გულშემატკივარი ვარ, სამსახურიდან მაგდებენ, ახალი დანიშნული ბუღალტერი ვარ და ხელმძღვანელობა ძალიან დიდი თანხის გადახდას მთხოვსო. როგორც გავარკვიე, ბოლო 6 თვეში ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვებსაც ასე მოექცნენო.
ტელეფონი გამოვართვი, 1-წუთიანი ვიდეო ჩავწერე და ვთხოვე, მისი უფროსისთვის გადაეგზავნა. ვიდეოში საუბარი იყო ერთ-ერთ შემთხვევაზე, როცა ცნობილი კომპანიის მიერ დაჩაგრულ ყოფილ თანამშრომელს ძალიან ძვირადღირებული, პროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია გავუწიე, შედეგად აღნიშნული კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელობა 12 მილიონით დაჯარიმდა. ვუთხარი, რომ მათაც იგივე ბედი მოელოდათ. 3 დღეში ქალბატონი დამიკავშირდა და დიდი მადლობა გადამიხადა.
ასეთი არაერთი საზოგადოებრივი შემთხვევა მქონია, "ძლიერი ადვოკატი", "ძლიერი იურისტი", "ლეგენდარული ადვოკატი", "საუკეთესო იურისტი", სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული საქმეების, ეს ყველაფერი ზოგადი კონცეფციაა, ვფიქრობ, ვინ არის ძლიერი, ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და ხალხის გადასაწყვეტია, მათი საქმეების მიხედვით.
რა ტიპის საქმეებზე მუშაობენ მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი ყველაზე ხშირად და რომელი მიმართულებაა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
ჩვენი პრაქტიკა მრავალფეროვანია:
- სამოქალაქო და ქონებრივი დავები
- ბიზნეს- და საგადასახადო სამართალი
- სისხლის სამართალი
- ადამიანის უფლებები და სტრასბურგის სასამართლო (ECHR)
- ბიზნესდავები კომერციული დავები
განსაკუთრებით საინტერესოა პრეცედენტული საქმეები. მაგალითად, კოჯორში მდებარე ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც სტატუსი შეუცვალეს და რეკრეაციულ ზონაში გადაიტანეს, ფუნქციური დანიშნულება 28 დღეში, სასამართლო დავის გარეშე დავუბრუნეთ, რამაც ქონების ღირებულება ასობით ათასი დოლარით გაზარდა.
ჩვენთვის ყველა საქმეა საინტერესოა, გარდა უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრისა.
არსებობს თუ არა თქვენს კარიერაში ისეთი საქმე, რომელმაც თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, განსაკუთრებული ეთიკური ან პროფესიული მნიშვნელობა შეიძინა?
ადვოკატის კარიერაში თითქმის ყველა საქმე გარკვეულ გამოცდილებას ტოვებს, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყოველთვის იძენს ის საქმეები, სადაც შედეგი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე. როცა იურისტს შეუძლია მილიონობით ადამიანს მიაწვდინოს ხმა და დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი გავლენისგან, ეს არის ნამდვილი გამარჯვება. ასეთია ჩვენი ბრძოლა სამშენებლო კომპანიებსა თუ სახელმწიფო უწყებებთან, სადაც მოქალაქის ინტერესებს მრავალწლიანი დავების გარეშე ვიცავთ.
რა პრინციპებს ეფუძნება კლიენტებთან თქვენი ურთიერთობა და რა მიგაჩნიათ ადვოკატის უმთავრეს მახასიათებლად?
კლიენტთან ურთიერთობა ეფუძნება ნდობასა და პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა მიიღოს რეალისტური შეფასება საქმის პერსპექტივაზე. პროფესიონალ ადვოკატს გამოარჩევს კომპეტენცია, ეთიკური სტანდარტების დაცვა და კლიენტის ინტერესების უპირობო პრიორიტეტულობა.
როგორ შეაფასებდით დღეს საქართელოში არსებულ სამართლებრივ გარემოს და რა მიგაჩნიათ სისტემის მთავარ გამოწვევად?
მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერებაა. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვა. ჩემიბრძოლა ადვოკატთა ასოციაციის იძულებითი წევრობის წინააღმდეგ (საქმეები №1424 და №1490) სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებას ემსახურებოდა.
როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ან გაუმჯობესდეს ადვოკატის პროფესია საქართველოში?
პროფესიის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია განათლებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ონლაინ იურიდიული პლატფორმები და სამართლებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში. ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკების გაცნობა. ადვოკატების მიდგომა შესაცვლელია, ადვოკატებს შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა საინტერესო. მეტი ტრენინგები, მეტი კურსებია საჭირო.
რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატისთვის მუდმივი პროფესიული განვითარება და რა როლი აქვს განათლებას ამ პროცესში?
იურისპრუდენცია მუდმივად ცვალებადი სფეროა. მუდმივი განათლება და საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა ერთადერთი გზაა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მიზანია, საქართველოშიც დაინერგოს ისეთივე ეფექტიანი სტანდარტები, როგორიც ამერიკულ თუ ევროპულ ადვოკატურაშია. ვფიქრობ, ყოველდღე უნდა ისწავლო, ყველა საქმე რაღაც ახალს გვასწავლის. განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება პროფესიულ ცხოვრებაში?
მგონია, რომ წარმატება არის, როდესაც ხალხს უყვარხარ. წარმატებაა, როცა ხალხმრავალ ადგილებში ახალგაზრდები გაჩერებენ და შენთან ფოტოებს იღებენ. წარმატებაა, როდესაც პოლიციის გამომძიებელი საუბრის დასრულების მერე, შენთან სურათს იღებს, რომ შვილს აჩვენოს. წარმატებაა, როდესაც საზღვარგარეთ ხარ და ადამიანს დისტანციურად იცავ, რომელსაც სამშენებლო კომპანიამ 2-სართულიანი სახლის გვერდით 17-სართულიანი კორპუსი 2 მეტრში აუშენა. სახლი, რომლის ღირებულება $45 000-ს შეადგენდა და შენი ჩართულობით, 1 კვირაში, მილიონამდე გაიზარდა. წარმატება კლიენტის უფლებების რეალურად დაცვაა.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიული საქმიანობა მომავალ წლებში, რა მიმართულებით გსურთ განვითარება?
მომავალში ვხედავ ჩვენს განვითარებას საერთაშორისო ასპარეზზე. ვაგრძელებთ პლატფორმის https://advocatory.ge განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი იურისტებისა და კლიენტების ერთმანეთთან დაკავშირებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ვითარდება ჩვენი ციფრული ეკოსისტემა, სოციალური პლატფორმები, ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili, რომელიც უკვე მილიონობით ადამიანს აღწევს და პროფესიულ ცნობადობას ქმნის.
მაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩემი ხედვა საკმაოდ საინტერესოა, მომიტანეთ რუკა და ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში იურიდიულ ფირმას უმოკლეს დროში ცნობად და კონკურენტუნარიან ბრენდად ვაქცევ.
საქართველოს იურიდიულ ბაზარზე ბევრი კლიენტისთვის მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი სწორედ ის ძლიერი ადვოკატები და იურისტები არიან, რომლებიც რთულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს სწორ და ჭკვიან სტრატეგიაზე დაყრდნობით აგვარებენ.
დღეს უკვე შესაძლებელია საქმის წარმოება დისტანციური მართვის მოდელითაც. გარკვეულ საქმეებზე ვმუშაობ პარტნიორ ადვოკატებთან თანამშრომლობით, სადაც პროცესები მიმდინარეობს ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ემიგრაციაში ვიმყოფებით, ჩვენი ხმა მილიონობით ადამიანს აღწევს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა გაგრძელდება საერთაშორისო მასშტაბით და ჩვენი პროფესიული საქმიანობა მომავალ წლებში კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიულ სივრცეს მოიცავს.