ვირუსული ტალღა TikTok-ზე: Hapttic-ის AI ანალიზი BigSam's-ის მილიონობით ნახვებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
TikTok-მა მსოფლიო მასშტაბით შეცვალა კონტენტის შექმნისა და მოხმარების ლოგიკა. სისწრაფე, სიმარტივე, უშუალობა და მომხმარებლის ავთენტური თვითგამოხატვა პლატფორმის მთავარ ღირებულებად იქცა. ამიტომაც TikTok დღეს ბრენდებისთვის მხოლოდ შემოქმედებითი სივრცე აღარ არის - ეს არის გარემო, სადაც ვირუსული კონტენტის შექმნის ალბათობა ყველაზე მაღალია.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი კი TikTok-ჩელენჯებია:
აქტივობები, რომლებიც იწვევს აუდიტორიის გააქტიურებას, ხშირად ვრცელდება ორგანულად და ქმნის ბრენდის ირგვლივ ჩართულობის სრულიად ახალ დინამიკას.
Hapttic x BigSam's
BigSam's ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართული ბრენდია TikTok სივრცეში. მათი უახლესი TikTok-ჩელენჯი კი სწრაფად იქცა ფართო აუდიტორიის გასართობ და მონაწილეობის პლატფორმად - 50-მდე მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ქმნიდა საკუთარ ვიდეოებს, იყენებდა ჰეშთეგს #bigsamschallenge და ცდილობდა, გამოეჩინა განსაკუთრებული კრეატიულობა BigSam's-ის პროდუქტების წარმოჩენაში.
ჩელენჯის მასშტაბმა და მრავალფეროვნებამ კი წარმოშვა მთავარი გამოწვევა:
შექმნილიყო ობიექტური, მონაცემებზე დაფუძნებული სისტემა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო რეალური ლიდერი, როგორი კონტენტი პოზიციონირებდა საუკეთესოდ და როგორი იყო მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებლები. სწორედ ამ დროს ჩაერთო პროცესში Hapttic-ი, რომელმაც ჩელენჯის ფარგლებში შექმნილი კონტენტის ღრმა სემანტიკური ანალიზი მოახდინა.
კონტენტის ანალიზი LLM და AI მოდელების გამოყენებით
Hapttic-მა, როგორც AI ინსტრუმენტმა და ციფრული ანალიტიკის პლატფორმამ, ჩელენჯის სრული, მრავალგანზომილებიანი შეფასება განახორციელა, რაც მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ასევე სიღრმისეულ, თვისებრივ მონაცემებს:
სემანტიკური ანალიზი
- რა თემები და ემოციები დომინირებდა
- როგორი იყო კონტენტის ნარატივი და სტრუქტურა
- რა ტიპის ვიდეოები იწვევდა ყველაზე მეტ რეზონანსს
ჩართულობის ეფექტიანობა
- მაყურებლის რეაქციები რაოდენობრივ ჭრილში (Views, Likes, Comments, ERR, ERV, Hapttic Engagement Index)
- ეფექტიანობის ხარისხობრივი შეფასება
კონტენტის AI-მოდელირება
- ნიმუშების იდენტიფიკაცია: რატომ გახდა კონკრეტული ვიდეო წარმატებული?
- რომელი ფორმატი მუშაობდა ყველაზე სტაბილურად?
შემქმნელების გავლენის შეფასება
- არა გამომწერების რაოდენობა, არამედ ნამდვილი გავლენის ქულა
- აუდიტორიის ნამდვილობა, აქტივობის ხარისხი და რეაქციის ავთენტურობა
Hapttic-მა 500-მდე ვიდეო დაამუშავა და დაგენერირებული მონაცემები გარდაქმნა ერთიან, გამჭვირვალე ანალიტიკურ სისტემად, რის შედეგადაც BigSam's-მმა შეძლო გამარჯვებულების გამოვლენა, სრული სტატისტიკური ანალიზის წარმოება, მიიღო მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციები მომდევნო კამპანიებისთვის და დააგენერირა რეალურ დროში შექმნილი ავტომატიზირებული ანალიტიკური შეხედულებები.
რატომ უნდა ვიყენებდეთ AI ინსტრუმენტებს კონტენტის ანალიზში და რა უპირატესობა აქვს სემანტიკურ კვლევას?
AI ინსტრუმენტები კონტენტის ანალიზში აუცილებელია, რადგან ისინი ბრენდებს საშუალებას აძლევს მიიღონ არა მხოლოდ ზედაპირული სტატისტიკა, არამედ ზუსტი სურათი იმისა, რატომ მუშაობს კონკრეტული კონტენტი.
Hapttic-ის, როგორც AI ინსტრუმენტის სემანტიკური კვლევა, რომელიც ტექსტის, ვიზუალური მასალისა და აუდიო სიგნალების მნიშვნელობებსა და კონტექსტებს აანალიზებს, ავლენს ემოციებს, ნარატივებს, ტონსა და აუდიტორიის რეალურ განწყობას.
ეს ინფორმაცია, ჩვეულებრივი მეტრიკების მიერ ვერ ანალიზდება. Hapttic-ის სისტემას კი შეუძლია აღმოაჩინოს ათასობით ვიდეოში არსებული პატერნები, მოახდინოს ავთენტური ჩართულობის იდენტიფიცირება და ეფექტიანობის შეფასება სიზუსტითა და სიჩქარით, რაც ადამიანური ანალიტიკისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. შედეგად, ბრენდები იღებენ უფრო ღრმა, ნდობით აღჭურვილ და სტრატეგიულ ცოდნას, რაც ახალი კამპანიების უფრო გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად და მაღალეფექტიანად დაგეგმვის საშუალებას იძლევა.