VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის პირველი ფაზის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას "იმპოსტი მეპ" უზრუნველყოფს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის პირველი ფაზის საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპის'' შვილობილი კომპანია IMEP PROJECT შეასრულებს. პროექტზე იმუშავებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები.
IMEP PROJECT-ი არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ნერგავს ახალ სტანდარტებს საინჟინრო სფეროში და ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს. VR Shekvetili Forest-Beach-BY PARAGRAPH-ისთვის IMEP PROJECT-ის გუნდი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფს ენერგოეფექტური, პრემიუმ კლასის მოთხოვნებთან თავსებადი პროექტის მომზადებას.
,,ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთ მასშტაბურ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას, როგორიც VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ია. VR Holding-მა ჩვენს კომპანიას ნდობა არაერთხელ გამოუცხადა. - აცხადებს ,,იმეპ პროჯექთის'' დირექტორი დავით ცქვიტაია.
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ'' მომხმარებელს სთავაზობს სრულ საინჟინრო სერვისს - გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგება-წყალარინების, ელექტროობის და სუსტი დენების მიმართულებებით.
რაც შეეხება Forest Beach SHEKVETILI By Paragraph-ს ეს არის პროექტი, რომელიც ფუფუნებისა და ინოვაციების დიდებულ ბალანსს წარმოადგენს. სივრცე შექმნილია მაქსიმალური კომფორტის მისაღებად.
,,იმპოსტი მეპ'' VR Holding-თან აქტიურად თანამშრომლობს და კომპანიებმა დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს.