📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ვუვლი" - ავტომობილებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვუვლი" ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ავტომობილების მფლობელებს საშუალებას აძლევს, მანქანის მოვლასა და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში, დისტანციურად მიიღონ. სრულყოფილი ციფრული პლატფორმა სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების გარანტია.

ავტომობილის მფლობელებს ახლა უკვე აღარ მოუწევთ მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან, ქალაქში ქაოსურად განთავსებულ სერვისცენტრებში სირბილი და ავტონაწილების დაუსრულებელი ძიება. "ვუვლის" მეშვეობით თქვენს მანქანას პროფესიონალი ავტოექსპერტები მოუვლიან, რომლებიც თავად გაუწევენ ორგანიზებას და ზედამხედველობას მანქანის შეკეთების პროცესს, ავტომობილის შესახებ კი ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მოგაწვდიან.

"ვუვლი" ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე ახალი ევროპული ინვესტიციაა, რომელიც "ვენის სადაზღვევო ჯგუფისა" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" მხარდაჭერით შეიქმნა. "ვენის სადაზღვევო ჯგუფს" მსგავსი მომსახურება ევროპის 11 ქვეყანაში აქვს და ახლა ევროპულ ნოუჰაუს ქართულ რეალობას არგებს, ამით კი სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის ავტომფლობელებისთვის.

"ბრენდის შექმნისას სიღრმისეულად შევისწავლეთ ავტომფლობელების პრობლემები. კვლევების მიხედვით, ძირითადი პრობლემა ხელოსნებისადმი უნდობლობა და ამ მიმართულებით ბაზარზე ექსპერტიზის ნაკლებობაა. ჩვენი მიზანიც ამ რეალობის შეცვლაა. ახლა "ვუვლის" სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ავტომობილს ანდობ", − აღნიშნავს, ლელა ბულისკერია, "ვუვლის" პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.

რას გვთავაზობს "ვუვლი"?

"ვუვლი" მანქანასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს მოიცავს − იქნება ეს გეგმური თუ გადაუდებელი მომსახურება. გეგმური სერვისებია ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა და სხვა. გადაუდებელი მომსახურება კი გზაზე არსებულ ნებისმიერ ინციდენტს მოიაზრებს, მათ შორის საბურავის დაბერვა/შეცვლას, საწვავის ადგილზე მიწოდებას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების შეკეთებას და ა.შ. გზაზე გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა ავტოექსპერტის გამოძახება, რომელიც რამდენიმე წუთში მოვა და მანქანას შესაბამის დიაგნოსტიკას ჩაუტარებს, შემდეგ დამატებით ჯგუფს გამოიძახებს და მასთან ერთად აღმოფხვრის პრობლემას, საჭიროების შემთხვევაში კი მანქანას სერვისცენტრშიც გადაიყვანს.

ავტოექსპერტის გამოძახება და ნებისმიერი სერვისის მიღება მარტივად, რამდენიმე Click-ითაა შესაძლებელი ვებგვერდიდან www.voovly.ge ან მობილური აპლიკაციით voovly. "ვუვლის" სერვისებით სარგებლობა 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი, მომსახურების მიღება კი ერთჯერადად ან ყოველთვიური საწევროს გადახდის შემთხვევაში შეუზღუდავად შეგიძლიათ. საწევრო გადასახადი ძირითადად ორი სახისაა − ეკონომ-პაკეტი თვეში 15 ლარი, ხოლო სტანდარტული პაკეტი თვეში 25 ლარი ღირს.

რა უპირატესობა აქვს "ვუვლის" სერვისებს?

ამჟამად "ვუვლი" სხვადასხვა ტიპის ბიზნესს აერთიანებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ პლატფორმა მოვლა-პატრონობის პროცესს აადვილებს, მომხმარებელს საშუალება აქვს დაზოგოს დრო, თანხა და რაც მთავარია, თავიდან აიცილოს დისკომფორტი. "ვუვლი" მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობს − სწორედ ეს განსაზღვრავს მომსახურების ეფექტიანობას. სიმშვიდის საფუძველს კი პროფესიონალი ავტოექსპერტები ქმნიან.

"ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში დაბალ პროფესიონალიზმთან ერთად, მანქანის შეკეთების ბაზარი ე.წ. ჩრდილოვანი სტრუქტურით და დაურეგულირებელი სისტემით ხასიათდება. სწორედ ევროპული ექსპერტიზა და გამოცდილება ქმნის გარანტს, რომ "ვუვლი" ავტომფლობელებისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი იქნება და ავტომომსახურების სფეროს ახალ ეტაპზე გადაიყვანს", − აღნიშნავს ლელა ბულისკერია, "ვუვლის" პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.

შეაკეთე შინიდან გაუსვლელად, მიიღე ყველა სერვისი რამდენიმე Click-ით, ვებგვერდიდან www.voovly.ge

IOS-ის მომხმარებლებისთვის: https://bit.ly/3WUCyX7

Android-ის მომხმარებლებისთვის: https://bit.ly/43Ng9x2

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!