Get All Access for $5/mo

WM Media ახალი მედიაპორტალი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მედიაპორტალი WMM არის ახალგაზრდული ინიციატივა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ვებ გვერდზე WMM.GE გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მიიღებთ ინსპირაციას და მოისმენთ საინტერესო ისტორიებს.

პოლიტიკის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობისა და ბიზნესის მიმართულებით გაეცნობით თანამედროვე ტენდენციებს. მსოფლიო სიახლეებსა და საინტერესო რჩევებს იხილავთ ყველა მიმართულებით.

მედიაპორტალის პარტნიორია ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გელშტატ ცენტრი, რომელთან ერთადაც განხორციელდება პროექტები საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით.

"წარმოვაჩენთ ქალებს ხელოვნებაში, ვისაუბრებთ მათ მიღწევებსა და პრობლემებზე ბიზნესში. გვსურს გავხდეთ ქვეყნის ევროპული კურსის შუქურა და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ორგანიზაციის გუნდი შედგება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის."- მაკო ქავთარაძე, WM Media-ს დამფუძნებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია