Get All Access for $5/mo

Wolt-მა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ახალი მსოფლიო რეკორდი მიუძღვნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wolt-მა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს მონაწილეობას ახალი მსოფლიო რეკორდი მიუძღვნა. კომპანიის სიმბოლურმა გზავნილმა 12 დღეში 6 ქვეყანა და 4 000 კილომეტრი გაიარა და დანიშნულების ადგილზე, გერმანიაში, ნაკრების ქართულ ბაზაზე ჩავიდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორიული მატჩის წინ ვოლტის გუნდისგან გულთბილი გზავნილებით გაფორმებული დროშა მიიღეს, რასაც ერთდროულად აქვს სიმბოლური და ემოციური დატვირთვა. რეკორდული მარშრუტი მოპედით Wolt-ის პარტნიორმა კურიერმა, შადიმან ხარშილაძემ დაფარა. ეს მარშრუტი სერვისის სფეროში ლიდერი კომპანიის მორიგი რეკორდია - ამ დრომდე ამ მანძილზე მოპედით გზავნილი მსოფლიოში არასდროს არავის მიუღია.

როგორც Wolt-ის წარმომადგენლები ამბობენ, იდეა 26 მარტის გამარჯვების შემდეგ გაჩნდა, როცა ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილის სტატუსი მოიპოვა. შადიმან ხარშილაძემ თავად გამოთქვა უპრეცედენტო და მეტად საპასუხისმგებლო მისიის შესრულების სურვილი და ასე დაიწყო რეკორდული თავგადასავალი.

სტარტის აღებიდან 12 დღეში გზავნილი ფეხბურთელებმა ბაზაზე ჩაიბარეს, რაც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპორტსმენებმა მნიშვნელოვან მატჩამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დროშაზე Wolt-ის გუნდის მიერ დაწერილი ის ფრაზები ამოიკითხეს, რომლებიც კარგად გამოხატავს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ სრულიად ქართველი სპორტის ქომაგების სიყვარულსა და მხარდაჭერას.

როგორც Wolt-ის წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის რეკორდული მარშრუტის კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო პარტნიორი კურიერის უსაფრთხოება. კომპანიის წარმომადგენლები შადიმან ხარშილაძესთან მუდმივ კონტაქტზეც იყვნენ და მას რეკორდული მისიის შესრულებისას ამხნევებდნენ.

გერმანიაში ჩასულმა შადიმან ხარშილაძემ ქართველი ფეხბურთელებისგან თავადაც მიიღო საჩუქარი - სპორტსმენებმა საკუთარი ხელმოწერებით ნაკრების მაისური გადასცეს.

დროშა, რომელიც შესაძლოა სულ მალე კიდევ უფრო დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცეს, საქართველოს ფედერაციის მუზეუმში განთავსდება.

ნაკრების პირველი თამაში ჩემპიონატზე, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩები 22 ივნისს ჩეხეთთან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან გაიმართება.

ტექნოლოგიური ტრენდები

ისტორიული ძეგლების ციფრული სიცოცხლე

გაიცანით DG - სტარტაპი, რომელიც ისტორიულ ძეგლებს ნანგრევებიდან ციფრულად აღადგენს.

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს