Xperience - სამომხმარებლო გამოცდილების კვლევისა და ციფრული ტრანსფორმაციის წამყვანი ცენტრი Logica Group-ის ქოლგის ქვეშ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Xperience სამომხმარებლო გამოცდილების კვლევის ფლაგმანია ქართულ ბაზარზე, 6-წლიანი მყარი გამოცდილებით. ის "ლოგიკა ჯგუფის" ქოლგის ქვეშ სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს. შერწყმის მიზანია ერთობლივი სინერგიის შექმნა და ბიზნესებისთვის მეტი სარგებლის მოტანა კომპლექსური სერვისების მიწოდებით.

Xperience იკვლევს მომხმარებლის ქცევას, თანამშრომელთა ციფრულ გამოცდილებას, უსაფრთხოების აღქმას და ტექნოლოგიურ ტენდენციებს. მონაცემების ინტერპრეტაციის მეშვეობით, Xperience ეხმარება კომპანიებს შექმნან მიზანმიმართული ციფრული სტრატეგიები და უკეთესად შეიცნონ საკუთარი აუდიტორია. ეს არის სივრცე, სადაც ციფრული ტრანსფორმაცია ემყარება ანალიზს და არა ინტუიციას.

როგორ ცვლის Xperience, Logica Group-ის საქმიანობას? Logica Group-ის ქსელის ფარგლებში, Xperience მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფის კომპანიებთან და ქმნის ერთიან, მონაცემებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს. Xperience-ის ამოცანაა, მონაცემთა ანალიზის მეშვეობით ბიზნესს მიაწოდოს კონკრეტული, პრაქტიკული და სტრატეგიული შეფასებები, რათა კომპანიებმა შეძლონ ეფექტური ციფრული ტრანსფორმაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. Xperience არის ერთგვარი "გამოცდილების ცენტრი", რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიტიკას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ყველა ეტაპზე, დაწყებული პრობლემის იდენტიფიცირებიდან, დამთავრებული გადაწყვეტილებების დანერგვითა და მათი ეფექტურობის შეფასებით.

"Xperience-ის კვლევები კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ღრმად ჩაიხედონ როგორც საკუთარი მომხმარებლების, ისე თანამშრომლების ციფრულ გამოცდილებაში. ეს პროცესი სცდება მონაცემების ზედაპირულ შეგროვებას და მოიცავს ქცევის, საჭიროებებისა და მოლოდინების საფუძვლიან შესწავლას, რის შედეგადაც კომპანიები კონკრეტულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს იღებენ. ამგვარი სიღრმისეული ანალიზი ხელს უწყობს პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებას, რამდენადაც კომპანიები უკეთ იგებენ, როგორ იყენებენ მომხმარებლები ციფრულ პროდუქტებს და რა სირთულეებს აწყდებიან. ეს საშუალებას აძლევს მათ გაიგონ, რა დამატებითი ფუნქციონალი ან სისტემური კომპონენტები სჭირდებათ, რათა უფრო მარტივი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი შექმნან. ამასთან, კვლევები ხელს უწყობს სერვისების ოპტიმიზაციას, რადგან ცხადყოფს, რამდენად კმაყოფილი არიან მომხმარებლები ციფრული სერვისებით, რა სფეროები ან მომსახურების რა ეტაპები საჭიროებს გაუმჯობესებას ურთიერთქმედების პროცესში, როგორ შეიძლება ამ პროცესების გამარტივება და პერსონალიზება. საბოლოოდ, მომხმარებლებისა და თანამშრომლების გამოცდილების შესახებ მიღებული მონაცემები საფუძვლად დაედება არა მხოლოდ ტაქტიკურ გაუმჯობესებებს, არამედ ეფექტური სტრატეგიების შემუშავებასაც, რაც კომპანიებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება", - Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს ნინო დავითაშვილი, Xperience-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

Xperience-ს 6-წლიანი ოპერირების განმავლობაში 40-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს საკუთარ პორტფელში, რაც თავისთავად ქმნის ნდობას და ადასტურებს კომპანიის კომპეტენციას Employee & Customer Experience კვლევისა და კონსულტაციის მიმართულებით. მის კომპეტენციასა და სანდოობას ხაზს უსვამს:

  • მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა: კომპანიის მისიიდან გამომდინარე, აქცენტი კეთდება მონაცემების სიღრმისეულ ანალიზზე და ქმედითი სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის რეალურ ქმედით შედეგებს და არამხოლოდ თეორიულ რეკომენდაციებს.
  • კომპლექსური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელების უნარი: ეს მიუთითებს კომპანიის სიმწიფესა და რთული გამოწვევების გადაჭრის უნარზე, რაც განასხვავებს მას უფრო მცირე და ახალბედა საკონსულტაციო კომპანიებისგან.
  • კვლევის მრავალფეროვნება: კომპანია ატარებს კვლევებს ბიზნესის სხვადასხვა ასპექტზე (სერვისი, პროდუქტები, პროცესები, ბაზარი, ბრენდი, მომხმარებლები, თანამშრომლები), რაც მას უნივერსალურ პარტნიორად აქცევს.
  • სისტემური მიდგომა: სამუშაო პროცესების გამარტივებისა და გრძელვადიან პერიოდში გამჭვირვალე და ეფექტური გარემოს შექმნისკენ მიმართული სისტემების დანერგვა კომპანიის შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე მიუთითებს.
  • ადამიანზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურა: შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ზრუნვა და ამ ღირებულებების კლიენტებთან ურთიერთობაში გადმოტანა ქმნის დამატებით ღირებულებას და განასხვავებს კომპანიას ბაზარზე.
  • ციფრულ გამოცდილებაზე ფოკუსირება: თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, იქსფირიენსის ახალი პოზიციონირება ციფრული გამოცდილების კვლევაზე დაფუძნებული ინსაიტების მიწოდებაზე ხდის მას განსაკუთრებით რელევანტურს დღევანდელი ბიზნესისთვის.
  • კვლევისა და ციფრული ტრანსფორმაციის ინტეგრაცია: ეს უნიკალური ნიშა აერთიანებს სიღრმისეულ კვლევასა და პერსონალიზებული ციფრული გადაწყვეტილებების მიწოდებას, რაც კომპანიას გამოარჩევს ციფრული ტრანსფორმაციის კონსულტანტებს შორის.
  • "ლოგიკა ჯგუფთან" სინერგია: "ლოგიკა ჯგუფის" IT ექსპერტიზასა და Xperience-ის კვლევით უნარებს შორის სინერგია ქმნის ძლიერ კომბინაციას, რომელსაც უპირობო კონკურენტული უპირატესობა მოაქვს ქართულ ბაზარზე.
  • პარტნიორობა ინდუსტრიის ლიდერებთან (Kaseya, Comptia, Microsoft AI): ეს პარტნიორობები უზრუნველყოფს წვდომას უნიკალურ ინსტრუმენტებზე, საერთაშორისო ე.წ. ბენჩმარკებზე, უახლეს ტექნოლოგიებსა და ღრმა ანალიტიკურ შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს Xperience-ის შეთავაზებებს.
  • სამომავლო პროდუქტების პერსპექტივა: თანამშრომლის ციფრული გამოცდილების, IT სერვისების მომხმარებლის გამოცდილების, უსაფრთხოების გამოცდილების და სხვა სპეციალიზებული მიმართულებების განვითარების გეგმები მიუთითებს კომპანიის ინოვაციურ მიდგომასა და მზაობაზე, დააკმაყოფილოს ბაზრის კონკრეტული საჭიროებები.

Xperience-ის კვლევებს მრავალმხრივი გამოყენება ექნება. მათი ნაწილი მიმართული იქნება შიდა გამოყენებისთვის, რათა "ლოგიკა ჯგუფის" თითოეულმა კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზოს ეფექტური პროდუქტები, სერვისები და გაუმჯობესებული პროცესები. ამავდროულად, კვლევების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სექტორული იქნება, რაც ციფრული ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების გამოვლენაზე იქნება ორიენტირებული, რითაც ხელს შეუწყობს მთელი სექტორის განვითარებასა და წინსვლას.

"Xperience მზად არის მოემსახუროს როგორც კორპორაციულ მომხმარებლებს, ისე არასამთავრობო და საზოგადოებრივ სექტორსაც, რადგან ციფრული ტრანსფორმაციისა და მომხმარებლის/ბენეფიციარის გამოცდილების გაუმჯობესების საჭიროება აქტუალურია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის. კორპორაციულ სექტორში აქცენტი გაკეთდება შემოსავლების ზრდაზე, ხარჯების შემცირებაზე, ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. არასამთავრობო და საზოგადოებრივ სექტორში კი კვლევები მიმართული იქნება ბენეფიციარების საჭიროებების უკეთ გაგებისკენ, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ, კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით მათი მისიის უკეთ შესრულებისკენ. "ლოგიკა ჯგუფის" ფარგლებში არსებული მრავალფეროვანი კომპეტენციები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების გამოყენება Xperience-ს საშუალებას მისცემს, პოტენციურ მომხმარებლებს შესთავაზოს მორგებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით", - აცხადებს ნინო დავითაშვილი.

Xperience-სთან ერთად, Logica Group მოიცავს განსხვავებული კომპეტენციის ისეთ ბიზნეს ერთეულებს, როგორიც არის Skyhi-ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის, Accelera - IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა, UNIT - ციფრული პროდუქტებისა და IT სერვისების ერთიანი ონლაინსივრცე საქართველოში, ITAG - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია.

Logica Group არ არის უბრალოდ ბიზნესების ერთობა - ის არის ციფრული სამყაროსადმი სისტემური ხედვა, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანის საჭიროებებზე მორგებული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფის ძალა მის მრავალფეროვნებაშია - არა როგორც კომპანიის ერთობლიობაში, არამედ როგორც იდეის გარშემო გაერთიანებულ მძლავრ სტრუქტურაში, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მთლიანობაში, სისტემურად უყურებს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა ბიზნესერთეული გარკვეული მიმართულების ექსპერტიზას ფლობს და საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით ქმნის სინერგიას, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.

ამ ქსელის მთავარი ძალა მისი ყოვლისმომცველობაში მდგომარეობს - ბიზნესის უნიკალური მოთხოვნები, იქნება ეს სტაბილური IT ინფრასტრუქტურა, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, სწრაფად მორგებადი ციფრული პროდუქტები, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები თუ ღრმა მონაცემთა ანალიტიკა, ერთიან პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოადგენს სისტემურად ორგანიზებულ გარემოს, სადაც ტექნოლოგიური იდეა მკაფიოდ დაგეგმილი პროცესის მიხედვით სრულდება, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჯგუფის კომპანიები სინერგიულად იყენებენ ერთმანეთის ექსპერტიზას, რათა ნებისმიერ გამოწვევას მოუძებნონ კონკრეტული, ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა