ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა - როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბავშვობის მოგონებები ხშირად ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს - ქალის, რომელიც ჩვენთვის ქმნის ჯადოსნურ მომენტებს და სიყვარულს ყოველდღიურობად აქცევს. მას უკავშირდება ყველაზე ტკბილი გემო და ოჯახური სითბო, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს და მრავალწლიან ისტორიას ინახავს.
ასე გახდნენ ბებიები - ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები - საქართველოს ბანკის კამპანიის ცენტრალური ფიგურები.
"ბებიები ჩვენი ბავშვობის ჯადოსნური მოგონებების ავტორები არიან და სწორედ მათთან ასოცირდება ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ბანკის ახალი კამპანია მიგვეძღვნა იმ ქალებისთვის, რომლებიც თაობებს სიყვარულით აკავშირებენ, ზრუნვას უსასრულოდ, უპირობოდ გასცემენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. ასე გახდნენ ჩვენი კამპანიის მთავარი გმირები ყველასთვის საყვარელი და მსოფლიოში საუკეთესო ბებიები", - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის მიზანი ბებიების განსაკუთრებული როლის კიდევ ერთხელ შეხსენებაა - იმის, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტ სიყვარულს იმსახურებენ.
"ჩვენ ყველანი შვილიშვილები ვართ. ჩვენი ბებიები არიან ადამიანები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან პატარა ყურადღებას იქცევენ. ისინი იმსახურებენ ყველაფერს და ითხოვენ არაფერს. არავინაა მათზე საყვარელი და, ამავდროულად, ყველაზე იშვიათად დაფასებული. მათ არ აქვთ თავისი დღე და მათზე არ კეთდება კამპანიები. ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც ეთქმის, რომ ბებიის გაზრდილია. ასეც რომ არ იყოს - ისინი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს მშობლებს ასწავლიან მშობლობას, შვილიშვილებისთვის კი არიან ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები.
ამ კამპანიის მიძღვნა მინიმალურზე მინიმალურია რაც შეგვიძლია ამ სფეროში მომუშავე შვილიშვილებმა გავუკეთოთ ჩვენს ბებიებს", - გვიყვება ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
ამ იდეისგან წამოსული შთაგონებით კი გაჩნდა კამპანიის მთავარი მესიჯიც: ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა.
"ბებიები სხვა განზომილებიდან არიან. ისეთი რამე აქვთ, რაც მერე სხვაში არავისში გხვდება. მათთან ასოცირდება საუკეთესო დრო და საუკეთესო მომენტები. მათზე ფიქრისასაც კი სითბო იღვრება თავში და გულში. მათთანაა ყველაზე გემრიელი ლუკმა, ყველაზე თბილი მოფერება, ყველაზე ლაღი დღეები. ყველა დაჯდება და მოჰყვება როგორ არის მისი ბებია საუკეთესო, განუმეორებელი, ყველაზე ტკბილი, ყველაზე არაჩვეულებრივი და, შესაბამისად, მესიჯის შექმნის დროსაც ბევრი არ გვიფიქრია - გამოვიტანეთ ის რაც უკამათო და აბსოლუტური სიმართლეა - ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა", - აღნიშნავს ეკა.
ბებიებთან დაკავშირებული ტკბილი ისტორიებისა და მოგონებების გაზიარებით, საქართველოს ბანკის კამპანია გვახსენებს, რომ მათი უპირობო სითბო და სიყვარული არის სწორედ ის, რაც ქმნის ჩვენი ცხოვრების ჯადოსნურ მომენტებს და ასე ხდებიან ბებიები ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები. უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1632663884825010%2F&width=500&show_text=false&height=281&appId" width="500" height="281" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ამასთან, ბებიებთან დაკავშირებული ისტორიებისა და სიყვარულით შექმნილი პატარა ტრადიციების გასაცოცხლებლად, საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გააზიარონ ბებიების რეცეპტები.
თითოეული გაზიარებული რეცეპტი ციფრული წიგნის ნაწილი გახდება, რომელიც ბებიების ცოდნას, მათ უნიკალურ კერძებსა და ისტორიებს მოუყრის თავს.
რეცეპტის გასაზიარებლად, ეწვიეთ ვებგვერდს.