ყველა შერლოკს სჭირდება თავისი უოტსონი – როგორ ცვლის Polaris Finance თანამედროვე ბუღალტრულ აუთსორსინგს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბუღალტერია არ უნდა იყოს ტვირთი ბიზნესისთვის. ის უნდა იყოს ღირებულება - ინსტრუმენტი, რომელიც დამფუძნებლებს ეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და არა დამატებითი სტრესი კომპანიის მართვისას. სწორედ ამ სტატუს-კვოს შეცვლის სურვილმა განაპირობა Polaris Finance-ის გამოჩენა ქართულ ბაზარზე 2023 წლის მიწურულს. დამფუძნებლებს არ დაუსახავთ მიზნად უბრალოდ "კიდევ ერთი ბუღალტრული კომპანიის" შექმნა; მათი მისია გაცილებით ამბიციური იყო: შეექმნათ გარემო, სადაც არცერთი ბიზნესი არ "მოკვდებოდა" ცუდი ფინანსური აღრიცხვი გამო.

"ამბიციურად ჟღერს? ასეა, მაგრამ რეალურად გვჯერა, რომ არცერთმა ანტრეპრენერმა არ უნდა დაკარგოს საღამოები ბუღალტერიაზე, ფინანსურ ანგარიშგებებსა და დეკლარაციებზე", – აცხადებს ნათია ჟიჟავაძე, Polaris Finance-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. "ამ ყველაფერს Polaris Finance აიღებს საკუთარ თავზე, ანტრეპრენერების საქმე კი არის – თავიანთი პროდუქტის სრულყოფა, ბიზნესის განვითარება და დასახული მიზნების მიღწევა. ბუღალტერიას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ეს ადგილი არ არის ბიზნესის წინა ხაზზე; ის უნდა იყოს სტაბილური საფუძველი, რომელიც გზას ამარტივებს".

დღეს, როდესაც კომპანია უკვე 100-ზე მეტი ქართული ბიზნესის ზურგს წარმოადგენს, "პოლარისის" გუნდი ღიად საუბრობს იმ სტრატეგიასა და ღირებულებებზე, რამაც მათ საშუალება მისცა, მოკლე დროში სტარტაპებისა და მზარდი ბიზნესების ნდობა მოეპოვებინათ.

პრობლემიდან იდეამდე: "ჩვენ იგივე გზა გავიარეთ, რაც თქვენ"

ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, "პოლარისი" არ დაუარსებიათ კორპორაციულ ბუღალტრებს ან აუდიტორებს, რომლებიც მხოლოდ ციფრებში ცხოვრობენ. კომპანიის დნმ-ში ანტრეპრენერული გამოცდილება დევს.

დამფუძნებლებისთვის ეს პირადი გამოწვევა იყო: "ჩვენ თვითონ ვიყავით ანტრეპრენერები და კარგად გვახსოვს ის მომენტი, როცა ბუღალტრული აუთსორსინგი უფრო გვაწვებოდა, ვიდრე გვეხმარებოდა. სერვისი არსებობდა, მაგრამ პარტნიორული მიდგომა – ხშირად არა. ამან დაგვანახვა, რომ არსებული მოდელი სტარტაპულ ტემპს და დინამიკას ვერ ეწყობოდა. გამოვიდა ისე, რომ შევქმენით ისეთი კომპანია, როგორსაც თავად ვეძებდით".

სწორედ ეს გახდა კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი – ანტრეპრენერული აღქმა. "პოლარისის" გუნდმა ზუსტად იცის, რისი გადალახვა უწევს დამფუძნებელს იდეის გაჩენიდან კომპანიის მასშტაბირებამდე. აქ სჯერათ, რომ ბუღალტერიას ორი მთავარი დანიშნულება აქვს: პირველი – ყველაფერი იყოს ზუსტი, გამართული და დროული (სტრუქტურა); მეორე – ამ მონაცემებმა ანტრეპრენერს დაანახვოს, სად მიდის ბიზნესი და რა გადაწყვეტილებებია საჭირო (პერსპექტივა).

სტრატეგია: იყავი "ექიმი უოტსონი" შერლოკისთვის

თუ ბიზნესი სუპერგმირია, მაშინ ვინ არის ბუღალტრული აუთსორსინგი? "პოლარისში" ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვთ. მათი ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ აუთსორსინგი არ არის მთავარი გმირი, მაგრამ ის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი.

"ჩვენი მიზანია ვიყოთ ექიმი უოტსონი შერლოკისთვის; რონ უიზლი – ჰარი პოტერისთვის; სემი – ფროდოსთვის; ან რობინი – ბეტმენისთვის, – ამბობს ნათია ჟიჟავაძე, – ჩვენ გვესმის, რომ ნამდვილი ჩემპიონები ჩვენი კლიენტები არიან და ხელი უნდა შევუწყოთ მათ".

ეს მიდგომა რადიკალურად ცვლის ურთიერთობის ფორმატს. "პოლარისთან" თანამშრომლობა არ იწყება მშრალი კონტრაქტით; ის იწყება კონტექსტის გაგებით. როგორ მუშაობს კომპანია? რა ეტაპზეა ახლა? რა არის მისი "ჩრდილოეთის ვარსკვლავი"?.

არა "შაბლონი", არამედ კონტექსტი

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც "პოლარისი" პასუხობს, არის სტანდარტიზებული მიდგომების უარყოფა. კომპანიაში სჯერათ, რომ არ არსებობს ერთი მიდგომა, რომელიც ყველას და ყველაფერს მოერგება.

"ყველა ინდუსტრია და კონტექსტი განსხვავდება: მაგალითად, ზოგი კომპანია ნულიდან იწყებს, შესაბამისად, კონსულტაცია და პროცესების აწყობა სჭირდება, ზოგს – არსებული პროცესების გამართვა, ზოგს – გაციფრულება, ზოგს კი – წინა პერიოდის აღრიცხვის გადამოწმება. ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ მათ, ვაანალიზებთ და პერსონალიზებულ გადაწყვეტას ვაყალიბებთ", – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

ეს მოქნილობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზარდი ბიზნესებისთვის. "პოლარისის" სერვისები მოიცავს როგორც ბუღალტრულ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ისე მთავარი ბუღალტრის მომსახურებას და ისეთ ფინანსურ სერვისებს, როგორიცაა ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიტიკა, მონაცემების მოდელირება და შემოსავლების პროგნოზირება.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია პროაქტიულობა და კომუნიკაცია. ნდობა მოიპოვება ყოველდღიური ქმედებებით: რეგულარული რეპორტინგი, სრული გამჭვირვალობა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. "პოლარისის" მიზანი არ არის მხოლოდ თვიდან თვემდე ფინანსური აღრიცხვა; მათ სურთ, რომ ბიზნესს ჰქონდეს სრული ფინანსური სურათი, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში.

ტექნოლოგიური სისწრაფე და ადამიანური ექსპერტიზა იდეალური ბალანსი

Polaris Finance-ის მოდელი ემყარება ბალანსს ტექნოლოგიასა და ადამიანურ გამოცდილებას შორის. ბუღალტრული პროგრამები და ტექნოლოგიური აპლიკაციები უზრუნველყოფენ რუტინული ამოცანების ავტომატიზაციას. "პოლარისში" "ადამიანური მიდგომა" ნიშნავს იმას, რომ კლიენტს არ ესაუბრება აბსტრაქტული "პროფესიონალთა გუნდი". ანტრეპრენერს აქვს კომუნიკაცია კონკრეტულ პირად ბუღალტერთან, რომელიც კარგად იცნობს თავისი ბიზნესის ისტორიას, ოპერირებას, რიტმს და მიზნებს.

"პოლარისი" აერთიანებს ადამიანურ ექსპერტიზას და თანამედროვე ტექნოლოგიებს – რაც ბუღალტერიას ხდის უფრო სწრაფს, ზუსტს და ეფექტიანს. ტექნოლოგიას თავისი როლი აქვს პროცესების სიზუსტისა და რესურსების დაზოგვის მხრივ, მაგრამ ნდობას ადამიანი ქმნის", – ამბობენ კომპანიაში.

მომავლის ხედვა: გალაქტიკაში მოგზაურობა გრძელდება

კომპანიის ზრდის ტემპი – 2 წელი და უკვე 100+ პარტნიორი კომპანია – შთამბეჭდავია, მაგრამ დამფუძნებლებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. 100+ ბიზნესის მხარდაჭერა მათთვის არ არის უბრალოდ სტატისტიკა; ისინი აღიქვამენ, რომ ამ რიცხვის უკან დგას თითოეული ანტრეპრენერის უნიკალური ამბავი, განსხვავებული გზა და გამოწვევა.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ კლიენტები არა მხოლოდ იყენებენ ჩვენს სერვისს, არამედ გრძნობენ პარტნიორულ ყურადღებას. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ სხვადასხვა სფეროს კომპანიებმა აგვირჩიეს მეგზურად. ეს ნდობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", – აღნიშნავს ნათია ჟიჟავაძე.

კომპანიისთვის "შემდეგი დანიშნულება" მხოლოდ რიცხვებით ზრდა არ არის – მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბირებისას არ დაიკარგოს ის ინდივიდუალური მიდგომა, რაც დღეს "პოლარისს" გამოარჩევს. ყოველი ახალი კლიენტი გუნდს ასწავლის რაღაც ახალს, ხოლო ყოველი ინდუსტრია ხსნის ახალ განზომილებას. გვინდა მასშტაბირება წარვმართოთ ისე, რომ ისევ ისეთი ჩართულები დავრჩეთ თითოეულ კომპანიასთან, როგორც დასაწყისში ვიყავით და ამჟამად ვართ. სამომავლო გეგმები უკავშირდება მუშაობას ორი პარალელური მიმართულებით: მეტი ავტომატიზაცია იქ, სადაც დრო და რესურსი იკარგება, და მეტი ადამიანური მხარდაჭერა იქ, სადაც კონტექსტი და რთული გადაწყვეტილებებია საჭირო.

"100 თანამგზავრის მიღწევა – ეს პირველი გაჩერება იყო მზის სისტემაში, გალაქტიკაში მოგზაურობა კი გრძელდება", – აჯამებს ნათია ჟიჟავაძე.