Get All Access for $5/mo

ყველაფერი, რაც საქართველოს ტურიზმის სამიტის შესახებ უნდა იცოდეთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ ფლობთ სასტუმროს ან ტურისტულ სააგენტოს, მართავთ რესტორანს ან მარანს, საქმიანობთ საავიაციო სფეროში, ფიქრობთ ტურისტული საწარმოს შექმნაზე ან უბრალოდ, ამ სფეროთი გატაცებული ხართ, მაშინ 6-7 დეკემბერი თქვენს კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ამ დღეებში ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიება - საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართება და ასობით სტუმარს უმასპინძლებს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა დაგხვდებათ "ტურისტერზე" - საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტზე.

რა არის "ტურისტერი"?

ტურისტერი ყოველწლიური სამიტია, რომლის მიზანი ამ სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა დარგიდან და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებს, ანალიტიკურ მიმოხილვებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ტურიზმის სფეროში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

სამიტი პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?

სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის თემაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წამყვანი სპეციალისტებიც.

ტურისტერი 2024-ის თემატიკა და სპიკერები

წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია:

  • ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები;
  • მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა;
  • წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის.

სამიტი კი გამორჩეულია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის არიან:

  • ჯეიმს კინერსლი - AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი;
  • ივან პოლტორაცკი - Amadeus-ის უფროსი მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში;
  • მარინა ბეგლეცოვა - Booking.com-ის რეგიონული მენეჯერი და სხვები.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ტენდენციების შესახებ მიმოხილვას გალტ & თაგარტის სექტორის უფროსი კვლევით დეპარტამენტში, თათია მამრიკიშვილი წარადგენს.

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი კი ისაუბრებს იმ პლატფორმებზე, რომელთა დახმარებითაც სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესს გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლები მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.

სპიკერების სრული სიის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.

ვინ დაესწრება "ტურისტერს"?

ღონისძიებაზე დასწრება ტურიზმის სექტორით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:

  • სასტუმროები და აპარტოტელები;
  • ტურ-ოპერატორები და ტურ-აგენტები;
  • ავიახაზები და აეროპორტები;
  • დესტინაციის მენეჯმენტ ორგანიზაციები;
  • გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის ობიექტები;
  • სოფლად არსებული ტურისტული საწარმოები;
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები;
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები;
  • მედიის წარმომადგენლები.

შესაბამისად, ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი კავშირების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრაქტიკული რეკომენდაციების მისაღებად.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. სამიტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და ბეტა პრინტი. სპონსორები არიან: სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ