ყველაფერი კონტაქტებია | სამაგისტრო პროგრამები, რომლებსაც "ალტე უნივერსიტეტი" სტუდენტებს სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. "ალტე უნივერსიტეტი", რომელიც სტუდენტებს განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, წელს ორ სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს მიღებას - ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი.
"ალტე უნივერსიტეტი" ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 22 წელია არსებობს და 32 ქვეყნის 2 500-ზე მეტ სტუდენტს 4 სკოლაში აერთიანებს. "ალტე" არის ადგილი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლად აქციოს ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად ეჩვენება.
და მაინც, რას სთავაზობს "ალტე უნივერსიტეტი" მომავალ მაგისტრანტებს?
აკადემიური თუ მოწვეული პერსონალითა და 200-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით "ალტე უნივერსიტეტი" ნეთვორქინგის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
მაგისტრანტებს, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილების მიღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ "ალტე უნივერსიტეტის" მჭიდრო პარტნიორობით ევროპის, ამერიკისა და აზიის არაერთ წამყვან პროგრამასა თუ უნივერსიტეტთან, ესენია: Northeastern University აშშ-ში, Lanzhou-ს უნივერსიტეტი ჩინეთში, Universita di Roma Tor Vergata იტალიაში, Erasmus-ის პროგრამები ევროკავშირის ქვეყნებში და სხვ.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სფეროში წარმატებული, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორების ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ. გარდა ამისა, მიიღონ განათლება, რომელიც თანამედროვე მიდგომებს ეფუძნება და მორგებულია მათ ინდივიდუალურ ინტერესებზე.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაზარდონ თავიანთი კონტაქტების წრე, აღიჭურვონ საჭირო ცოდნითა და უნარებით, იყვნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები და წარმატებით დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას. "ალტე უნივერსიტეტის" ბაზაზე შექმნილი "ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი" იმ მაგისტრანტებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელება სურთ, საჭირო რესურსების მობილიზებასა და იდეების რეალობად ქცევაში ეხმარება.
"ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები პროგრამის განმავლობაში გამოიმუშავებენ ანტრეპრენერობისა და ლიდერობისათვის საჭირო უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით მართონ საკუთარი ან/და უკვე არსებული ორგანიზაციები.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სამართლის სფეროს მოწინავე პროფესიონალებს, რომელთაც მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. პროგრამაზე სწავლება ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით მიმდინარეობს. სტუდენტებს სწავლის პროცესშივე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო კონცენტრაცია როგორც კერძო, ისე სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამას, 22-წლიანი ისტორიის განმავლობაში, არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს:
- გაიფართოონ კონტაქტების წრე და წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხვა სექტორში;
- მიიღონ მონაწილეობა იმიტირებულ პროცესებში;
- გაიარონ აქტიური პრაქტიკა საჯარო და კერძო სექტორში იურისტის პოზიციაზე ერთი სემესტრის განმავლობაში;
- გამოცადონ სწავლების ინდივიდუალური მიდგომის უპირატესობები;
- მიიღონ იურიდიული განათლება ეროვნული და უცხოური სამართლის ტენდენციების გათვალისწინებით.
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომელთაც საკუთარი იურიდიული კომპანიის შექმნა სურთ, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული "ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის" სერვისების დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა, დააარსონ სრულყოფილი ორგანიზაციები.
"ალტე უნივერსიტეტის" სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს გამომუშავებული აქვთ იურისტის რეგულირებადი პროფესიისთვის აუცილებელი ყველა საჭირო კომპეტენცია და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური იურისტები ხდებიან.
თუ გსურს, გაიგო უფრო მეტი "ალტე უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამების შესახებ, დარეგისტრირდი ბმულზე.