ყველას აქვს ამბავი - ღვინის ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინის სამშობლოში, რომელიც ამ სასმლის დაყენების 8000-წლიანი ისტორიით ამაყობს, ერთი შეხედვით რთულია, რაღაც ახალი შექმნა, ისე, რომ ძველზეც უარი არ თქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ამოცანა ახალმა ბრენდმა "ამბავმა" წარმატებით ამოხსნა. ქართულ ბაზარს ახლახან საინტერესო ბრენდი შემოუერთდა და კლასიკური ქართული ღვინის მოყვარულებს მრავალფეროვანი გემოები შესთავაზა, თანაც ისე, რომ მის ბოთლებს განსაკუთრებული ისტორიებიც მოჰყვება.

ბრენდმა ძველი არქივებიდან საგულდაგულოდ ამორჩეული გაზეთების ფურცლები ღვინის ეტიკეტზე გადმოიტანა. ისტორიები, რომლებიც ბოთლებზეა დატანილი, საქართველოს წარსულიდან მნიშვნელოვან მოვლენებს - წინსვლის, სიხარულისა თუ გამარჯვების ამბებს გადმოსცემს.

ბრენდის მიზანია, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სასმელი შესთავაზოს მომხმარებელს, არამედ რაღაც ახლის შექმნის მოტივაციაც მისცეს.

"გვსურს, რომ ეს ამბები ადამიანებმა შთაგონების წყაროდ და ახლის შექმნის სურვილად აქციონ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლები შემოგვიერთდნენ ამ დიალოგში, გააზიარონ საკუთარი ისტორიები და ყოველი ჭიქით შექმნან რაღაც ახალი. მეგობრებთან ერთად დროის გატარებისას თუ მშვიდი მომენტის აღნიშვნისას, მუდმივად იცოდნენ, რომ ისინი მნიშვნელოვანი ამბის ნაწილი არიან," - ამბობენ დამფუძნებლები.

ამ იდეის კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გადმოცემისთვის "ამბავმა" სულ ახლახან ვიდეორგოლიც შექმნა. ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია ნივთებზე, საგნებსა თუ ერთი შეხედვით უბრალო ობიექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი ამბების თანამონაწილენი არიან. "ყველას აქვს ამბავი" - ეს ბრენდის მთავარი გზავნილია, რომელსაც ვიდეოში იხილავთ:

"ამბავი" მომხმარებელს კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებულ ხუთი სახეობის თეთრ და წითელ ღვინოს სთავაზობს. ესენია: ქისი, მწვანე, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული.

ამ ეტაპზე, ღვინის შეძენა შესაძლებელია ალკორიუმისა და 8000 მოსავლის მაღაზიათა ქსელში, თუმცა უახლოეს მომავალში ობიექტების სია კიდევ უფრო გაიზრდება.

ღვინის ახალი ბრენდი "ამბავი" Evercraft International-ის პროდუქტია. Evercraft International ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შექმნას გამორჩეული და ავთენტური სასმელები, რომლებიც მოერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას, სასმლის ტრადიციების გათვალისწინებით.

"ამბავის" ღვინოზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ambaviwine.ge/ge/

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი