ყველაზე უსაფრთხო ინვესტიცია მომავალში $250,000-დან - Sakura Properties უკვე დუბაიშია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის ბოლოს, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანაში ინვესტირებისგან თავის შეკავება დაიწყო. ადგილობრივ ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვების ლიდერმა კომპანია Sakura Properties-მა კი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს მოძიება გადაწყვიტა და მათთვის უფრო დაცული ადგილი - დუბაი შეარჩია.

2025 წლის იანვარში Sakura Properties-მა დუბაის ერთ-ერთ წამყვან საბროკერო კომპანია Kalaani Realtors-თან გააფორმა მემორანდუმი. ხელშეკრულება კოლაბორაციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც ქართველ ინვესტორებს დუბაიში უსაფრთხო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

მემორანდუმის გაფორმება დუბაის ბაზრის ფართო ანალიზისა და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გადაწყდა, რამაც დაადასტურა, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მაქსიმალურად დაცული ინვესტიციისთვის მომავალში. დუბაიში შეთანხმებას ხელი Sakura Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ და Kalaani Realtors-ის დამფუძნებელმა, როლანდ ქალაანმა მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ამ კოლაბორაციული თანამშრომლობის ფარგლებში Kalaani Realtors-ი საქართველოს უძრავ ქონებას გაყიდის. კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს უკვე ეწვია და ქვეყანა ახლოდან გაიცნო.


რა უპირატესობები აქვს დუბაის უძრავი ქონებაში ინვესტირებას?
Sakura Properties-ის დახმარებით დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციის განხორციელება დისტანციურად, $250,000-დან არის შესაძლებელი, პირველადი შენატანის სახით კი ბინის ღირებულების მხოლოდ 24%-ის გადახდაა საჭირო. საუკეთესო ქონების შერჩევასა და ინვესტირების პროცედურის დაწყებაში Sakura Properties-ის პროფესიონალები დაგეხმარებიან, შესყიდვის გარიგების დახურვას კი Kalaani Realtors-ის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს.

დუბაიში ინვესტირების უსაფრთხოების გარანტიას სახელმწიფო იძლევა, რომელიც პროექტის განხორციელებამდე დეველოპერზე ინვესტირებულ თანხას არ გასცემს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეველოპერი მშენებლობას არ დაასრულებს, თქვენი ინვესტიცია დაცული იქნება. თუმცა Sakura Properties-ის დახმარებით ქონების შეძენისას ამის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან კომპანია დუბაის ყველაზე სანდო, ტოპ-10 დეველოპერთან თანამშრომლობს.


ინვესტიციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისიც, რომ 1997 წლიდან დუბაიში დოლარის კურსი არ შეცვლილა, რაც მის ეკონომიკას სტაბილურობას სძენს და ინვესტორებისთვის პროგნოზირებად გარემოს ქმნის. მშენებარე პროექტები კი, გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, თითქმის მთლიანად იყიდება, რაც უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნაზე მიანიშნებს და მომავალში ინვესტიციის უკუგების ზრდის გარანტიას იძლევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დუბაის განვითარების 20-წლიანი გეგმა წინასწარ აქვს გაწერილი, რაც უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის და ინვესტიციის სიმყარეს განაპირობებს.

გააკეთე საუკეთესო ინვესტიცია საკუთარი მომავლის უსაფრთხოებაში - დაუკავშირდი Sakura Properties-ს!

Business News

გავლენის ძალა სტრატეგიულ კომუნიკაციაში

დაფიქრებულხართ, რა ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეთ ან თავად როგორ ახდენთ გავლენას სხვებზე?!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია