"ზიგმას" პრემიუმ მულტიფუნქციური პროექტი: კომფორტისა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერული კომპანია "ზიგმა" პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობით გამოირჩევა. "ზიგმას" მთავარი მიზანი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. "ზიგმა" ახალ, მასშტაბურ პროექტს საბურთალოზე ახორციელებს. აღნიშნულ თემაზე Entrepreneur კომპანიის დირექტორს, ზვიად ჩოხელს ესაუბრა.

როგორ დაიბადა "ზიგმას" შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მოტივაცია ამ პროექტის დასაწყებად?

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მცხოვრებლების კეთილდღეობასა და მათთვის ჰარმონიული, სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობების შეთავაზებაზე.

მჯერა, რომ სახლის შეძენა გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, შენაძენი. ეს არის პიროვნული წინსვლისა და ცხოვრების ახალი სტანდარტის დასაწყისი. ამ პროექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, "ზიგმაში" მაქსიმალურად გავაერთიანე ყველაფერი, რაც კომფორტული და სრულფასოვანი ყოველდღიურობისთვის მე და ჩემს ოჯახს გვჭირდება.

გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც პასუხობს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენი სამიზნე აუდიტორია იზიარებს – სრულყოფილება, უსაფრთხოება, სანდოობა და პროგრესული ხედვა. კომპლექსი, სადაც ყოველი დეტალი ხაზს უსვამს არა მხოლოდ ხარისხს, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ბრენდი და რა გვაქვს სათქმელი ამ ბაზარზე.

რით გამოირჩევა "ზიგმას" პროექტი დღევანდელ ბაზარზე და რა ქმნის მის უნიკალურობას?

ჩვენი პროექტის უნიკალურობას სამი უმთავრესი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს: ლოკაცია, ინფრასტრუქტურა და უმაღლესი ხარისხი.

პროექტი შენდება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ წერტილში, საბურთალოზე – მეტრო "უნივერსიტეტთან", ახალ ბაგებსა და საბურთალოს დამაკავშირებელ ხიდთან. ეს ნიშნავს მაქსიმალურ მობილობას და მუდმივად მზარდ საინვესტიციო პოტენციალს.

ჩვენი მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, როგორიც ქართულ ბაზარზე იშვიათია. "ზიგმა საბურთალო" არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც მოიცავს:

  • 2 საცურაო აუზს სრული რელაქსაციისთვის;
  • თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს-დარბაზსა და სქვოშის კორტს აქტიური ცხოვრებისთვის;
  • პრემიუმ კომერციულ ზონასა და 4-დონიან ავტოსადგომს, რაც სრულად პასუხობს ნებისმიერი მცხოვრების მოთხოვნებს.

რა ტიპის გარემოს და ცხოვრების სტილს სთავაზობთ მცხოვრებლებს, რას უნდა ელოდოს ადამიანი, რომელიც "ზიგმას" ირჩევს?

ჩვენი პრემიუმ კომპლექსი ყველაზე მოთხოვნად უბანში – საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს. "ზიგმას" პროექტთან მდებარეობს ახალი ხიდი, რომელიც ვაკესა და წყნეთს საბურთალოსთან პირდაპირ აკავშირებს, რაც დღევანდელ თბილისში გადაადგილებას ბევრად გაგიმარტივებთ.

ჩვენ ვქმნით გარემოს საქმიანი და აქტიური ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ დროსა და ხარისხს. ვინც"ზიგმას" ირჩევს, იღებს არა მხოლოდ ბინას, არამედ სრულ სერვისს, რომელიც ორიენტირებულია მის კომფორტზე.

რა ინფრასტრუქტურული თუ დამატებითი სერვისებია გათვალისწინებული, რომლებიც მცხოვრებლების ყოველდღიურობას გაამარტივებს ან გააუმჯობესებს?

კომპლექსი მოიცავს 30 სართულს და მცხოვრებლებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას სთავაზობს: 2 აუზს: დეველოპერებს შორის ყველაზე გრძელ, 29-მეტრიან აუზს ცურვის მოყვარულებისთვის და 12-მეტრიანს – ბავშვებისა და აკვააერობიკისთვის; თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფიტნეს-დარბაზს, სქვოშის კორტს, ლობის კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებას, კომერციულ სივრცეებს, სადაც პრემიუმ კვებისა და სავაჭრო ობიექტები განთავსდება, 4-დონიან ავტოსადგომს.

"ზიგმას" პრემიუმ კომპლექსის ხელწერა ფუნქციური ტერასებია, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ დამატებით სივრცეს ქმნის, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახალ განზომილებას სძენს. ბინებიდან შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება ქალაქზე. ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრების აქტიური დინამიკა და სიმშვიდე ერთ სივრცეში ერწყმის ერთმანეთს.

აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენთან მცხოვრებლებს ბინა ჩაბარდებათ მწვანე პრემიუმ კარკასის კონდიციაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დასჭირდებათ ახალ ბინაში გადასასვლელად.

რა ქმნის "ზიგმასთვის" ხარისხის მთავარ სტანდარტს?

ჩვენ ვიყენებთ B35 მარკის ბეტონს, "ჯეოსტილის" არმატურასა და ავსტრიულ "დოკას" საყალიბე სისტემებს, რაც შენობის განსაკუთრებულ გამძლეობას, საიმედოობასა და სეისმურ უსაფრთხოებას განაპირობებს. მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კედლების სიმტკიცესა და თბოიზოლაციას, რისთვისაც არჩევანი Ytong-ის D600 და D400 ენერგოეფექტურ ბლოკებზე შევაჩერეთ. აქვე მინდა ვახსენო "ოტისის" თანამედროვე პრემიუმ ლიფტები. მულტიფუნქციურ კომპლექსს მოემსახურება 5 ლიფტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის გადაადგილების ეფექტიანობასა და კომფორტს. დამატებით პროექტში გათვალისწინებულია 2 დამოუკიდებელი ლიფტი კურიერებისთვის. ეს სისტემა საშუალებას აძლევს მცხოვრებლებს, ნებისმიერი გზავნილი თუ შეკვეთა უშუალოდ საცხოვრებელ სართულზე მიიღონ, კურიერთან უშუალო კონტაქტის გარეშე.

ჩვენი მიზანია, მაცხოვრებლებისთვის ესთეტიურობის და პრაქტიკულობის შერწყმით მაქსიმალურად ხარისხიანი, სტაბილური, გემოვნებიანი და დაცული გარემოს შექმნა.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეკოლოგიური და მდგრადი მიდგომები და როგორ არის ეს ინტეგრირებული პროექტში?

"ზიგმა" საბურთალო პრემიუმ კომპლექსია, რომელიც თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტებით შენდება. აქ ყველაფერი – ფასადიდან დაწყებული, მასალებით დასრულებული – ენერგიის დაზოგვისა და ხარჯების შემცირებისთვისაა გათვლილი.

შენობა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური ფასადით, რომელიც უზრუნველყოფს თერმულ იზოლაციას, ამცირებს გათბობისა და გაგრილების საჭიროებას და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.

ენერგოეფექტური სისტემა ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, რაც "ზიგმას" პროექტს კიდევ უფრო თანამედროვე და პასუხისმგებლიან არჩევანად აქცევს.

"ზიგმაში" თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ თანამედროვე სივრცეს, არამედ სტაბილურობას, უკომპრომისო ხარისხსა და მუდმივ უსაფრთხოებას.

ვინ არის "ზიგმას" მთავარი მიზნობრივი აუდიტორია და როგორ პასუხობთ მათ საჭიროებებს?

"ზიგმას" რეზიდენტი არის ადამიანი, ვისაც სურს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება და პრემიუმ, უმაღლესი ხარისხის მულტიფუნქციურ კომპლექსში ცხოვრება. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც უნდა სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს აუზით, ფიტნეს-დარბაზითა თუ სქვოშის კორტით და ამასთანავე, საკუთარი ბინიდან ყოველდღე ქალაქის ულამაზესი ხედებით დატკბეს. ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება მარტივია და ირგვლივ ყველაფერია: სუპერმარკეტები, კლინიკები, სასწავლო დაწესებულებები და ახალი ხიდი, რომელიც ვაკესა და საბურთალოს პირდაპირ აკავშირებს.

როგორ ხედავთ "ზიგმას" მომავალს, რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზნები და რა როლს ითამაშებს კომპანია ქალაქის ურბანული სისტემის განვითარებაში?

"ზიგმას" განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროექტით ან ერთი კონკრეტულ ლოკაციით. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა – შევქმნათ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბანში, რომლებიც სრულად პასუხობს ჩვენი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს და ცხოვრების მაღალ სტანდარტებს.

ჩვენ ვმუშაობთ მასშტაბურ და გრძელვადიან განვითარებაზე, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებს, ასევე იმ ღირებულებებს, რაც ზიგმას საფუძვლად უდევს, ეს არის უსაფრთხოება, სანდოობა და სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა.

უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად გაგიზიარებთ ჩვენს ახალ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებსაც მთელი გულით და მონდომებით ვგეგმავთ.