Get All Access for $5/mo

ზრუნვა საკუთარ თავზე 18 წლიდან 26 წლამდე 15 სამსახური დავტოვე, სწორედ იმიტომ, რომ ძირითადად არსებული რეალობა არ მომწონდა და არ ვეგუებოდი. ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბავშვობიდან ერთი ჩვევა მქონდა...

თუ რამე მიუღებლად მიმაჩნდა, აზრს არ ვიცვლიდი, მაშინაც კი თუ ათასობით ადამიანიდან ყველა საპირისპიროს ამტკიცებდა.

ეს ჩვევა ჩემთან ერთად გაიზარდა, თანდათან ჩემი თამუნას კრიტიკულ-რადიკალურ თვისებად იქცა და საბოლოოდ საზღვრად ჩამოყალიბდა, რომელიც თურმე საკუთარ თავზე ზრუნვას დღემდე მასწავლის.

ცნობიერად თუ არაცნობიერად, არასდროს მომწონდა სტუმრების მოულოდნელი ვიზიტი და დაუსრულებელი პურ-მარილის სუფრა ღამის საათებში. არ მომწონდა, რომ ოჯახს ჰქონდა თუ არ ჰქონდა ყველაფერი უნდა შეეთავაზებინა მოულოდნელად წვეული ადამიანთა ჯგუფისთვის. 90-იანებში არავინ ვიცოდით დროის მენეჯმენტი ან პირადი სივრცე რა იყო, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაღაც სწორად არ ხდებოდა. შესაბამისად მიწევდა კონკრეტულ სიტუაციებში როლი მომერგო ან უბრალოდ წავსულიყავი ადგილიდან, რადგან არ მომწონდა სიტუაციები, სადაც ყველაფერი არასწორი, სწორად მიაჩნიათ.

18 წლიდან 26 წლამდე 15 სამსახური დავტოვე, სწორედ იმიტომ, რომ ძირითადად არსებული რეალობა არ მომწონდა და არ ვეგუებოდი. ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში.

ბავშვობიდან შთაგონებული საკუთარ თავზე ზრუნვაც აქედან დაიწყო და მას შემდეგ პატარ-პატარა, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში მუდმივად იზრდება და გამოიხატება, რომელსაც მკითხველს სიამოვნებით გავუზიარებ:

საკუთარ თავზე ზრუნავ მხოლოდ მაშინ როცა:

  1. სრულად იყენებ შესვენების კუთვნილ 1 საათს სამსახურში;
  2. ცდილობ იყო მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი, როცა ირგვლივ ამას ბევრი არ აკეთებს;
  3. არ პასუხობ მეილებს შვებულებაში ყოფნისას ან შაბათ-კვირას;
  4. აპრიორიტეტებ პირველ რიგში საკუთარ, მხოლოდ შემდეგ სხვების საჭიროებებს, რადგან ჯერ ჩვენ ვართ და მხოლოდ შემდეგ შვილი, ოჯახი, მეგობრები და სამსახური, რამდენად გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს ეს;
  5. თუ ბევრი ფულის შოვნა გინდა, წუწუნის ნაცვლად ფიქრობ ახალ იდეებზე და წყვეტ დასაქმებულად მუშაობას - ტოვებ კომფორტის ზონას;
  6. ამბობ არას, თუ პარასკევს დალევა არ გინდა და ზეწოლის მიუხედავად არ იცვლი აზრს;
  7. სწავლის შემდეგ, ჯერ გეგმავ და შემდეგ ქმნი ოჯახს რათა ფინანსურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად მოემზადო ახალი ეტაპისთვის;
  8. იტოვებ პირადს, რომელიც შენს გარდა არავინ იცის;
  9. არ ასრულებ სწავლას უნივერსიტეტის შემდეგ და ისევ სწავლობ პროფესიას ან საყვარელ საქმეს თუნდაც 40 ან 60 წლის ასაკში;
  10. ზრუნავ ჯანმრთელობაზე თუნდაც იმით, რომ არ ტოვებ დილით საუზმეს.
Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია