Sponsored Content

3 შეკითხვა, რომელიც ყველა დირექტორმა უნდა დაუსვას თავის ბუღალტერს დღესვე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბუღალტერია არის მონაცემთა ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზეც კომპანიის მენეჯმენტი იღებს მისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე, ბუღალტრისთვის სწორად დასმულ შეკითხვას და მასზე მიღებულ პასუხს პოტენციურად დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის მომავლისთვის. ამ სტატიაში, „AccountAnts - ენთების" გუნდმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეარჩია 3 უმნიშვნელოვანესი შეკითხვა დღევანდელ დღეს მათი აქტუალურობისა და მნიშვნელოვნების მიხედვით, რომელიც ყველა დირექტორმა თავის ბუღალტერს დღესვე უნდა დაუსვას.

1. ჩავაბარეთ თუ არა 2020 წლის „სარასის" ანგარიშგებები?

ნებისმიერ კომპანიას, სფეროსა და ზომის მიუხედავად, აქვს ვალდებულება რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (ე.წ. „სარას"-ს) წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიშგება, მათ შორის მოგება-ზარალისა და საბალანსო ანგარიშგებები. კომპანიების ზომისა და კატეგორიების მიხედვით, წარსადგენი ინფორმაციის მოცულობა და ფორმატი განსხვავდება. თუმცა ინფორმაციის წარდგენა უწევს ყველას, მათ შორის ყველაზე პატარა კომპანიებსაც კი. წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, რომლებიც ორმაგდება თუ დამატებით მოცემულ ვადაში არ მოხდა ანგარიშგების წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რეგულაცია შედარებით ახალი ამოქმედებულია საქართველოში, ბევრ კომპანიას ავიწყდება აღნიშნული ვალდებულება და მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა მისდის წერილობითი გაფრთხილება, ან ეკისრება ჯარიმა.

2. რა ოდენობის დებიტორები, კრედიტორები და მიღებული ავანსები აქვს ამჟამად კომპანიას?

ხშირად კომპანიის დირექტორები, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ ფინანსური მენეჯმენტის განხრით, უშვებენ შეცდომას და უყურებენ მხოლოდ ფულის მოძრაობას ან უბრალოდ ანგარიშზე არსებულ ფულის ნაშთს. მათ ჰგონიათ, რომ თუ ფული აქვთ კომპანიის ანგარიშზე ესეიგი ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხშირად ეს ასე არაა. პრაქტიკაში გვხდება ბევრი გაკოტრებული კომპანია, რომელსაც გაკოტრებამდე რამდენიმე თვით ადრე დიდი ოდენობით ფულადი შემოსულობები და დიდი საბანკო ნაშთი ჰქონდა. კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი საკასო მეთოდით (ფულის შემოსავალ-გასავალი) ხშირ შემთხვევაში, არის მცდარი ინდიკატორი. ამის ნაცვლად უნდა მოხდეს ანალიზი დარიცხვის მეთოდით, რის უდიდეს ნაწილსაც ფარავს დებიტორების, კრედიტორებისა და მიღებული ავანსების ანალიზი. მარტივი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური ინდიკატორი კომპანიის ლიკვიდურობის დასადგენად არის არა ფულის ნაშთი, არამედ: ფულის ნაშთი + დებიტორები - კრედიტორები - მიღებული ავანსები. თუ ამ ფორმულით დაანგარიშებული რიცხვი გამოდის უარყოფითი, ეს არ ნიშნავს რომ კომპანიას აუცილებლად პრობლემა აქვს, მაგრამ იმის მანიშნებელია, რომ, როგორც მინიმუმ, უნდა მოხდეს კომპანიის ფინანსური მგომარეობის უფრო დეტალური ანალიზი.

მაგალითად, თუ კომპანიას ანგარიშზე აქვს 1 მლნ ლარი, ასევე აქვს დებიტორების ნაშთი 300 ათასი ლარი, მაგრამ მეორესმხრივ აქვს კრედიტორების ნაშთი 2 მლნ ლარი, ეს ნიშნავს რომ მას უახლოეს პერიოდში მოუწევს, რომ გადაიხადოს 2 მლნ ლარი, მაშინ როცა ანგარიშზე მხოლოდ 1 მლნ ლარი აქვს და ელოდება 300 ათასი ლარის ჩარიცხვებს, ანუ ჯამში მხოლოდ 1 მილიონ 300 ათასი ლარის სწრაფად მობილიზება შეუძლია შიდა რესურსებით.

3. გვაქვს თუ არა ამჟამად საპენსიო სააგენტოს დავალიანება?

„სარასის" ანგარიშგებების მსგავსად, საპენსიო რეგულაცია საქართველოში შედარებით ახალია და აქედან გამომდინარე, კომპანიები შედარებით ნაკლებად ადაპტირებულები არიან. ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, რომ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საპენსიო სქემაში, გადარიცხოს კომპანიისა და დასაქმებულის წილი საპენსიო შენატანი. საპენსიო სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები. ბევრ კომპანიას ავიწყდება აღნიშნული ვალდებულება და მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ეკისრება ჯარიმა. სწორედ ამიტომ, მნიშნელოვანია რომ ნებისმიერი კომპანიის დირექტორმა გადაამოწმოს ბუღალტერთან წარდგენილია თუ არა საპენსიო მონაცემები და დაფარულია თუ არა გასული პერიოდების საპენსიო დავალიანება.

სტატია/კითხვარი მომზადებულია ენთების მიერ (www.ants.ge)

ენთები - ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის.

_______

შეავსე კითხვარი აქ და გაიგე რა ეღირება შენი კომპანიის ბუღალტერია ენთებთან.