Get All Access for $5/mo

4 რჩევა ანტრეპრენერთათვის ფინანსების სამართავად თავიდან აიცილეთ მომავალი გაკოტრება, ახლავე საგულდაგულოდ აკონტროლეთ თქვენი ფინანსები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერებს უპრეცედენტო ეკონომიკურ პრობლემებთან უწევთ შეჯახება, რომლებიც მათი კომპანიის ფინანსურ სტაბილობას უქმნის საფრთხეს. მთელ მსოფლიოში მრავალი კომპანია დაიხურა სოციალური დისტანცირების ღონისძიებების გამო და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, საბოლოოდ. ანტრეპრენერებმა და სტარტაპების პოტენციურმა მფლობელებმა, რომლებიც ამ ბედის თავიდან აცილებას ცდილობენ, ფრთხილად უნდა მართონ თავიანთი კაპიტალი, რადგან ამ ეტაპზე ფინანსების არასათანადოდ მართვა, პირდაპირი ბილეთია ერთი მიმართულებით − ბანკროტობისკენ.

გულხელდაკრეფილები ნუ ისხდებით ფინანსური ხსნის სასწაულის მოლოდინში. ნაცვლად ამისა, პროაქტიური იყავით და თქვენი კომპანიის მომავლის დასაცავად, შემდეგი ნაბიჯები გადადგით.

1. ისარგებლეთ საგადასახადო შეღავათებით

ცოტას თუ სძულს ანტრეპრენერებივით გადასახადები. ისინი იძულებულნი არიან უსასრულოდ იხადონ დიდი თანხები. გადასახადები კომპანიის კომერციულ ზრდას ამცირებს, სამუშაო ძალას ზღუდავს, ხელს უშლის რეკონსტრუქციასა და ბიზნესის ფიზიკურ გაფართოებას, და კომპანიას დამატებითი ხარჯებით ამძიმებს, რისი გადახდაც ასე რთულია მძიმე ეკონომიკური პირობების დროს. ყველანაირად ეცადეთ, საჭიროზე მეტი არ გადაიხადოთ, რაც შეიძლება მეტი საგადასახადო შეღავათები გამოიყენეთ თქვენი ინტერესებისთვის, თუ უკვე დაადგინეთ, რომ ნამდვილად ღირს ამისთვის თავის შეწუხება.

გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები შესაძლოა კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავებასა და შენარჩუნებაშიც დაგეხმაროთ, და თქვენი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაშიც.

2. ზედმეტი დანახარჯის გარეშე დანერგეთ ტექნოლოგიები

ბიზნესის მფლობელებს განუწყვეტლივ ესმით მოწოდება იმის თაობაზე, რომ ვისაც ძალიან დიდი ხნით სურს ბიზნესში დარჩენა, მათთვის ციფრული ტექნოლოგიების მიღება აუცილებელია. მაგრამ ბევრი ციფრული გაჯეტი და პროგრამული სერვისი არ ღირს იმად, რომ მათში თანხა დააბანდოთ. ოპერაციების ციფრულ რეჟიმზე გადაყვანა და თან, ეკონომიკურად ეფექტური გზით, საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამიტომ, ზოგიერთი ანტრეპრენერი მათზე უარს ამბობს. ტექნოლოგიებზე საერთოდ უარის თქმის ნაცვლად, მათი გამოყენება ისწავლეთ თანხების გადახარჯვის გარეშე, რომ მომავალში თქვენს შემოსავლებს არ მიაყენოთ ზარალი.

ტექნოლოგიების შეძენას მხოლოდ ტექნოლოგიების გამო ნამდვილად უნდა მოერიდოთ, მაგრამ არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგიზოგავთ თანხებს. თუ გამოცდილება არ გყოფნით რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელ საინფორმაციო ტექნოლოგიაში მოახდინოთ ინვესტირება, გუნდის იმ წევრებს სთხოვეთ რჩევა, რომლებიც თქვენი კომპანიის ციფრულ ოპერაციებზე არიან პასუხისმგებელნი.

3. თქვენს მომავალში განახორციელეთ ინვესტირება

ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამყარება სურთ, საფონდო ბაზარზე ინვესტირებას ხშირად ურჩევენ. გრძელვადიანი ფინანსური მომავლის უზრუნველყოფის სხვა გზა არ არსებობს, აქტივების მრავალფეროვანი პორტფოლიოს გარდა, − ამბობენ ისინი. თუმცა, ანტრეპრენერებს იშვიათად თუ ვინმე უბიძგებთ თავიანთი მომავლისთვის ბაზარზე ინვესტირებას. ბიზნესის მფლობელები ხშირად მეტისმეტად არიან დაკავებულნი და ყურადღებით ვერ ადევნებენ თვალყურს, თუ რა ხდება საფონდო ბირჟაზე, მაგრამ გონიერი ანტრეპრენერები, რომლებიც გარკვეულ აქტივებში ახორციელებენ ინვესტირებას, საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებენ ნაყოფს.

ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა LCMS Traders, გაცილებით მარტივი გახადა ინფორმაციის მიღება და მონაწილეობა საერთაშორისო ბაზარზე. თქვენი შემოსავლის რეინვესტირებამ აქტივებში, შესაძლოა, გრძელვადიანი მოგება მოგიტანოთ, ამიტომ სათანადოდ დაადგინეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს რესურსები.

თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის, მოვალეობა, კომერციული წარმატების მიღწევაა. ამის გაკეთების ერთადერთი საიმედო გზა, აქტივების მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნაა, რომელიც თქვენს ბიზნესს ეკონომიკური ქარიშხლების დროსაც კი დაეხმარება გადარჩენაში. LCMS Traders-ის რჩევა ასეთია: ინვესტიციები თქვენი საუკეთესო მეგობრებია ახალ ეკონომიკაში. თუ თქვენს ფულს საჭირო ადგილას და საჭირო დროს დააბანდებთ, ის თქვენს ბიზნესთან ერთად გაიზრდება".

აქციები და ობლიგაციები ერთადერთი არ არის, რაშიც უნდა მოახდინოთ ინვესტირება. ხელი შეუწყეთ იმას, რომ თქვენი კომპანია გრძელვადიანად იყოს მომგებიანი, თქვენს თანამშრომლებში განახორციელეთ ინვესტირება. ეს სწავლებას ნიშნავს სამუშაო ადგილს, რომელიც ბევრი ანტრეპრენერისთვისაა ცნობილი, მაგრამ ამასთან, თქვენი თანამშრომლების პირად კეთილდღეობაზე ზრუნვასაც გულისხმობს, რომ ისინი თქვენს კომპანიასთან ერთად იზრდებოდნენ. დროთა განმავლობაში, ეს ინვესტიციები საიმედო ადამიანური კაპიტალის მარაგს უზრუნველყოფენ, რაც ნებისმიერი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.

4. ციფრული ბიზნესის მონეტიზაცია

დაფიქრდით იმაზე, რომ გარკვეულ პირობებში თქვენი ციფრული ბიზნესის მონეტიზაცია სრულიად ადვილი შესაძლებელია. თუ პოპულარული გვერდი გაქვთ, რომელზეც ბევრი ადამიანი შედის, რეკლამით შეგიძლიათ შემოსავლის მიღება. ისეთი აქტიური ანგარიშების გარდაქმნა სცადეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებად სოციალურ ქსელებში, რომელიც ელექტრონული კომერციის გაყიდვებსაც გაზრდის და ტრაფიკსაც. ფინანსების მართვისას შეცდომას უშვებენ ანტრეპრენერები, რომლებიც რეგულარულად არ ამოწმებენ თავიანთ ციფრულ რესურსებს იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა შეძლონ მათი მონეტიზაცია.

ვებგვერდის მონეტიზაციის მრავალი სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, რადგან ვერცერთი ბიზნესი ვერ შეძლებს სხვისი მოდელის ასლის გადაღებას. რეკლამით შემოსავლის მიღება მაცდუნებელია, მაგრამ თქვენს ბრენდთან თქვენი კლიენტების გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად, გაცილებით მომგებიანია შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. ზოგჯერ გვერდებს, რომლებთან წვდომაც ანგარიშს მოითხოვს, შეუძლიათ შერჩევითი ინფორმაცია შესთავაზონ მომხმარებელს გარკვეული თანხის ფასად. თუ თქვენს კომპანიას უნიკალური გამოცდილება აქვს, რომელსაც ბაზარი ეძებს, მხოლოდ წევრებისთვის სცადეთ მისი მონეტიზაცია ვებგვერდის მეშვეობით, რომ დარწმუნდეთ − საკუთარ საიდუმლოებებს უფასოდ არ გასცემთ.

მონეტიზაციის ამ მეთოდთაგან არცერთი არ შეუქმნის დაბრკოლებებს თქვენს მცდელობებს ციფრული მარკეტინგის სფეროში. მთელ რიგ შემთხვევებში, მონეტიზაციას შეუძლია თქვენი მცდელობები გააუმჯობესოს კიდეც ციფრული მასალების გავრცელებისას. ხელმისაწვდომ უფასო ვებგვერდებს მეტი ტრაფიკის მიღება შეუძლიათ, მაგრამ გვერდებს, რომლითაც მხოლოდ წევრები სარგებლობენ, მცირეოდენი მომხმარებლების შემთხვევაშიც კი შეუძლიათ შემოსავლის მიღება და საბოლოოდ, შესაძლოა გაცილებით მომგებიანები აღმოჩნდნენ.

თქვენი ინტერნეტრესურსების მონეტიზაციის გარდა, უნდა სცადოთ, რომ ინტერნეტში სუფთა იმიჯი გქონდეთ. დღეს ქსელებში ტყის ხანძრებივით ვრცელდება სკანდალები, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი კომპანიის სოციალური მედიაანგარიშები საიმედო ხელშია. ანალოგიურად, თვალყური ადევნეთ, როგორ ხართ წარმოდგენილი ინტერნეტში პირადად თქვენ, რადგან თუ კომპანიის ნებისმიერი საჯარო სახე ცუდად წარმოაჩენს საკუთარ თავს სოციალური ქსელების ნებისმიერ პოპულარულ პლატფორმაზე, ეს შესაძლოა ცუდად აისახოს მთელ თქვენს კომპანიაზე. დარწმუნდით, რომ ყოველ თანამშრომელს კარგად უჭირავ თავი ინტერნეტში, თუმცა არასოდეს შეაგროვოთ მონაცემები თანამშრომლებზე ან მომხმარებლებზე წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!