Get All Access for $5/mo

ინვესტირებაზე უარის მიღება შესაძლოა თქვენი ბიზნესისთვის უკეთესი აღმოჩნდეს იხილეთ, რატომ იზიდავს ბევრ ანტრეპრენერს ცხოვრების სტილის ბიზნესები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ბიზნესის მართვის მაგისტრებს, 2000-ზე მეტ სტუდენტს, ვენჩერული პროექტების შექმნაზე ახალ კურსს ვუკითხავდი. სტუდენტების ჯგუფს დავავალე რეალური გეგმის მოფიქრება და შემუშავება, თუ როგორ შეიძლებოდა ვენჩერული ინვესტირების მეშვეობით სტარტაპის თეორიული კონცეფციის შექმნა.

საინტერესოა, არა?

მაგისტრები სამუშაოდ მზად იყვნენ, ახალ გამოგონებებზე ოცნებობდნენ. ამ სტარტაპებმა ბოლო ათწლეულში დიდი ტექნოლოგიური ბუმი გამოიწვია. მეც მერგო პატივი, ამ საქმის მონაწილე ვყოფილიყავი. მაგრამ, არც ისე დიდი დროის შემდეგ, ბიზნესის დაფინანსების წყაროს შესახებ აზრი შევიცვალე. ახლა რომ ვუკვირდები, ამისთვის სამი მიზეზი მქონდა:

სტარტაპის ყოვლისმომცველი გაკვეთილები: მაგისტრები სასწავლო სავარჯიშოებით სტარტაპებს ეუფლებოდნენ და შესაბამის გეგმებს ადგენდნენ, შემდეგ შეძენილ ცოდნას პრაქტიკაში იყენებდნენ და დაწვრილებით ინფორმაციას მაწვდიდნენ მიღებული ცოდნის გამოყენებაზე ანტრეპრენერულ, მენეჯმენტურ სფეროებში.

უმრავლესობას დაბალტექნოლოგიური ბიზნესი მოსწონს: ბევრ გუნდს დაბალტექნოლოგიური სტარტაპის იდეა ჰქონდა. ამ თემაზე დისკუსია აისახა ჩემს ბოლო სტატიაში, სახელწოდებით: "ვინ დააფინანსებს თქვენს სტარტაპს და რატომ?" ასეთი ტიპის ბიზნესით ვენჩერული კაპიტალდაბანდება არასოდეს ინტერესდება დაბალი მოგების გამო.

ვენჩერული ინვესტიციის მოპოვებას მხოლოდ ზოგიერთი სტარტაპი ახერხებს: ციფრებმა დამარწმუნა, რომ სტარტაპების უმრავლესობა, მათ შორის, ყველაზე წარმატებულიც კი, ვენჩერულ ინვესტიციებს ვერ იღებს. კერძოდ, ბოლო ხანებში 556 000 განმცხადებლიდან მხოლოდ 2676 კორპორაცია დაფინანსდა. მე თვითონ სწორედ lifestyle-ის ბიზნესები მომწონდა, რომლებზეც თანხები არ გამოიყო. სტარტაპების დაფინანსებაზე მიღებულმა უამრავმა უარმა დამაფიქრა, როგორ უნდა შეძლონ იდეის ავტორებმა სტარტაპის შექმნისა და განვითარების გასაოცარი და მიმზიდველი გზის სწორად წარდგენა ანტრეპრენერებისთვის.

ვნახოთ, რით არის საინტერესო lifestyle-ის ტიპის მცირე ბიზნესები.

საკუთრების უფლება და კონტროლი

სააქციო დაფინანსების მოპოვების უარყოფით მხარეებზე ცოტა თუ ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, შემდგომ დამფინანსებელი მფლობელზე ზეწოლას ახდენს – შედარებით მცირე დროში, 3-5 წელიწადში, კომპანიის გაყიდვას სთხოვს, თქვენი კომპანია კი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ საჯარო გახდეს. მოვლენებს უკეთ გააკონტროლებთ, თუ სააქციო დაფინანსებას არ მოითხოვთ. ასე დაცულ ნიშაში აღმოჩნდებით, დროის გამოყენების ფუფუნებაც გექნებათ და კომპანიაც აუჩქარებელი ტემპით გაიზრდება. მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული, რას გადაწყვეტთ, კომპანიის სამართავად საბჭოს მიიწვევთ, დირექტორებს თუ კონსულტანტებს.

თუ ნაკლებად ხართ დამოკიდებული სხვებზე, წარმატების შანსი მეტია

მეორე მხრივ, lifestyle ბიზნესი უნდა დააფინანსოთ თქვენივე დანაზოგით, საკრედიტო ბარათებით, ასევე, ოჯახური, მეგობრული, საბანკო თუ მცირე ბიზნესსესხებით. შესაძლოა, სტარტაპისთვის ვენჩერული კაპიტალის გამოყენება გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება, რადგან ერთ-ერთი იქნებით იმ მცირერიცხოვან ანტრეპრენერებს შორის, რომლებმაც ვენჩერული ინვესტირება მოიპოვეს. თუმცა, იფრთხილეთ: შესაძლოა, ისეთი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეთ, რომ იძულებული გახდეთ, ყველაფერზე წახვიდეთ, ანდა კომპანია გაყიდოთ და შინისკენ გაუდგეთ გზას.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით, როგორ შექმნათ დაბალი კაპიტალდაბანდებით ბიზნესი; იგი მცირე მოცულობის უნდა იყოს და დაბალი რისკები ახლდეს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად წარმატებული გახდებით.

მეტი შესაძლებლობები ცხოვრებაში

თუ ბიზნესს ფლობთ და მას თვითონ მართავთ, განვითარების ტემპებზეც თვითონვე იზრუნებთ. კერძოდ, სტიქიურად განვითარების ნაცვლად, მის ზრდას განსაზღვრავთ, აგრესიულად განავითარებთ, მაქსიმალურ მოგებას მიიღებთ და გამდიდრდებით. შესაძლოა, ბიზნესი გარკვეულ დონემდე აიყვანოთ და შემდეგ თავისუფალი ფულადი ნაკადის მისაღებად მართოთ. lifestyle ბიზნესების ამ სქემით შექმნა არ გამორიცხავს ბოლოს კომპანიის გაყიდვას. შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, მართლა გაყიდოთ კომპანია, თუ ერთ მშვენიერ დღეს შვილებს გადაულოცოთ.

ჯერ კიდევ შეგიძლიათ ტექნოლოგიების გამოყენება

lifestyle ბიზნესები თავისი არსით დაბალტექნოლოგიურია. თუმცა, ანტრეპრენერები ტექნოლოგიებს შემოქმედებითად იყენებენ, როგორც კომპანიის დაარსების, ისე მისი განვითარების ეტაპზე მოგების გასაზრდელად. წარმატებაში ნებისმიერ საშუალებას შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება. კერძოდ, კამპანიას სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებს ძიების ფუნქციით, საინფორმაციო ბიულეტენებს და ა.შ. საზრიანი ანტრეპრენერები, არცთუ ძვირადღირებული ინტერნეტრესურსებით, რას აღარ აკეთებენ სცენის მიღმა, ბრენდის მართვა იქნება ეს თუ პერსონალის, საბუღალტრო აღრიცხვა, მარაგების დათვლა, თუ კლიენტებთან ურთიერთობა.

სტარტაპის დაწყება ვენჩერული კაპიტალით შესაძლოა ფინანსურად საიმედო გეჩვენოთ, მაგრამ ბევრი უნდა იშრომოთ, მხოლოდ სხვის დასანახად არაფერი აკეთოთ. არავინ დაგინდობთ, თუ გენერალურ მენეჯერს დაიქირავებთ, თქვენ კი შინ, ტბის პირას მშვიდად იქნებით და კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე დაურეკავთ ამბის გასაგებად, როგორ მიდის საქმეები.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი