Get All Access for $5/mo

რა დევს ჩემს საფულეში? - გიორგი კონტუაძე როგორ ვხარჯოთ რაციონალურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ოდესმე თუ შეგიხედავთ თქვენი საფულისთვის სხვა თვალით?

რა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს ის ჩვენს ცხოვრებაში? ფაქტია, როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან ხედვებს, ბიზნესს, ფინანსების ფაქტორი ყველაზე პრიორიტეტული ხდება.

დაახლოებით 2012 წელს დავიწყე ბიზნესსაქმიანობა. ვისაც სტარტაპთან ჰქონია შეხება, ალბათ დამეთანხმება, რომ საწყის ეტაპზე თითოეულ თეთრს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს − გაანაწილო რესურსი ისე, რომ სტარტაპმა იარსებოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება კონკრეტული თანხის არარაციონალურად, არასწორი მიმართულებით გახარჯვა და შემდეგ ადამიანები კრახს განიცდიან, დააბრალებენ უიღბლობას და საქმეს შეეშვებიან, დანებდებიან. მიმაჩნია, რომ ეს მთავარი შეცდომაა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ დავფიქრდეთ, პრიორიტეტიზაციას არასწორად ხომ არ ვახდენთ? იქნებ სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას.

როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფინანსების ნაწილში "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპით მივდივართ მეც და ჩემი პარტნიორიც. ყველა ნაბიჯი წინასწარ გაწერილი გვაქვს და ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება მივიღოთ ორ და სამ წელიწადში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად. ყველა ბიზნესს სჭირდება წინდახედულობა, რადგან შეცდომები აქ ძალიან ძვირად ფასობს.

ამ ყველაფერს ვერ ვიტყოდი პირადი ფინანსების მართვაზე. ამ საკითხში ძალიან არაპროგნოზირებადი ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩამოყალიბებული გარკვეული მენეჯმენტი, რაც გეგმიურ ხარჯვას ეხება, თუმცა ჩემი ფინანსების მთავარი მტერი კვების სექტორია, კერძოდ, გემრიელი ბურგერები, ასე უეცრად რომ დამესხმებიან ხოლმე თავს და რაციონალური ხარჯვის ყველანაირი სურვილი მაშინვე უძლური ხდება.

მიმაჩნია, რომ პირადი ფინანსების მართვისას უნდა დავუკვირდეთ რაში ვხარჯავთ ფულს, რამდენად სწორად იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი იმაში, რაც გვიყვარს და სტიმულს გვაძლევს. პირადი ფინანსები აუცილებლად უნდა იხარჯებოდეს ჩვენს "საწვავში", რაშიც ვგულისხმობ იმ ენერგიას, რომელიც გვჭირდება, რომ სტრესი არ მივიღოთ, მოვიწყოთ კომფორტი და ყოველთვის გვქონდეს შემართება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენ არასწორად ხარჯავთ საკუთარ ფინანსებს.

ჩემს საფულეს სამი განყოფილება აქვს: პირველ განყოფილებას ჰქვია "წარსული"− იქ არაფერია, თუმცა ყველაზე ძვირადღირებულია, რადგან იქ წარსულში განხორციელებული ინვესტიციებია.

საფულის შუა ნაწილი კი "ახლანდელი გეგმებია", რომელსაც უნდა მოვუფრთხილდე, რადგან სწორედ მის სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული ბევრი რამ. კერძოდ კი ის, თუ რა იქნება საფულის მესამე განყოფილებაში, "მომავალში" − წინა ორი განყოფილების შედეგი. ამიტომ აკონტროლეთ თქვენი საფულე ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც, რადგან არასწორმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მესამე განყოფილება ცარიელი დაგიტოვოთ.

ოდესმე თუ შეგიხედავთ თქვენი საფულისთვის სხვა თვალით?

− შეხედეთ!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას