Get All Access for $5/mo

რა თანხა გჭირდება პენსიაში გასასვლელად? ამის დასადგენად საუკეთესო საშუალება "წესი 25"-ია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

უკვე გამონახეთ თუ არა დრო იმის დასაანგარიშებლად და ზუსტად დასადგენად, რა თანხა უნდა გქონდეთ დაზოგილი საპენსიო ასაკისთვის? იცით თუ არა ზუსტად, რამდენის დაზოგვა შეძელით და გაქვთ თუ არა გამოთვლილი, რამდენ ხანს გეყოფათ ეს თანხა? თუ საპენსიო დაგეგმვას სერიოზულად უყურებთ, შესაძლოა, ღამეებიც კი გაქვთ გათენებული იმის ანგარიშში, რა თანხა დაგჭირდებათ თავის სარჩენად, როდესაც ასაკოვანი გახდებით და იმ თანხასაც შეადარებდით, რაც უკვე გაქვთ დაზოგილი.

შვარცის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა ფედერალური მონაცემები შეისწავლა და დაადგინა, რომ დაქირავებულ თანამშრომელთა ათ პროცენტს, საშუალოდ, დაახლოებით ორი წლის შემოსავალი აქვს დაზოგილი − "იმ თანამშრომელთა დაზოგილი საშუალო თანხა, რომელთა შემოსავალი წელიწადში $115,000-ს აღემატება, $200,000-ია". მიუხედავად ამისა, ეს მაინც უმნიშვნელო თანხაა იმასთან შედარებით, რაც ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება.

მსგავსი სტატია: გაიცანით შემდეგი თაობის ანტრეპრენერები, 65+ ასაკის ადამიანები

როგორც წესი, ადამიანებს უჭირთ სათანადოდ შეფასება იმისა, თუ რამდენ ხანს იცოცხლებენ და იმისაც, რა თანხის დაზოგვა დასჭირდებათ საპენსიო ასაკისთვის. ეს ორი ფაქტორი კი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან რაც დიდხანს იცოცხლებთ, მით მეტი ფული დაგჭირდებათ. შეერთებული შტატების სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად:

  • 65 წლის მამაკაცს შეუძლია ივარაუდოს, რომ საშუალოდ 84.3 წლამდე იცოცხლებს. ხოლო 65 წლის ქალს, კი − 86.7 წლამდე;
  • 65 წლის ასაკის ოთხი ადამიანიდან, ერთი 90 წელიწადზე მეტხანს იცოცხლებს;
  • ათი ადამიანიდან ერთი კი, 95 წელიწადზე მეტხანს იცოცხლებს.

ეს მონაცემები შემდეგს მიანიშნებს − გარანტია თუ გექნებათ, რომ უსახსროდ არ დარჩებით, საპენსიო თანხა ისე უნდა დაგეგმოთ, მინიმუმ 95 ან 100 წლამდე გეყოთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ იღბლიანთა შორის აღმოჩნდებით, რომლებიც ამ ასაკს მიაღწევენ. სტატისტიკის მიხედვით, თუ განათლებული ან შეძლებული ხართ, საშუალოზე მეტხანსაც კი იცოცხლებთ.

როგორ უნდა განსაზღვროთ, სინამდვილეში რა თანხა გჭირდებათ?

ამ შემთხვევაში, საუკეთესო საშუალება "წესი 25-ია" და მას ყველაზე ხშირად იყენებენ. იმის დასადგენად, თუ რა თანხის ეკონომია დაგჭირდებათ პენსიაზე გასვლის პერიოდისთვის, თქვენი წლიური ხარჯები 25-ზე უნდა გაამრავლოთ. თუ მაგალითად, საპენსიო ასაკში წელიწადში $50 000-ის დახარჯვას აპირებთ, $1.25 მილიონი უნდა დაზოგოთ. წელიწადში $100 000-ის დახარჯვა რომ შეძლოთ, $2.5 მილიონის დაზოგვა დაგჭირდებათ. ხოლო თუ გსურთ, წელიწადში $150 000-ით იცხოვროთ, $3.75 მილიონის. თუ თქვენი თანხა წელიწადში $250 000-ია, $6.25 მილიონი უნდა დაზოგოთ და ასე შემდეგ.

"წესი 25" კარგი ორიენტირია, მაგრამ ნებისმიერისთვის უნივერსალური გამოსავალი არ არის. სხვა ხარჯებთან ერთად, ინფლაციისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ და ამიტომ, ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ნაკლები კი არა, გაცილებით მეტიც უნდა დაზოგოთ, თან − რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.

როდესაც დანაზოგი საკმარისი არ არის შოკისმომგვრელი რეალობა

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა ყოველთვიური შემოსავლის 10-დან 17 პროცენტამდე უნდა დაზოგონ, თუ 65 წლის ასაკში აპირებენ პენსიაზე გასვლას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 25 წლიდან დაიწყებენ დაზოგვა. თუმცა, უმრავლესობა თავისი შემოსავლის მხოლოდ 6-დან 8 პროცენტამდე ზოგავს, რაც აუცილებელი თანხის დაახლოებით ნახევარია.

ამავე ცენტრის გამოკვლევის თანახმად, სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა. კერძოდ, "ყველაზე შესამჩნევია ის, რომ ფინანსურმა უსაფრთხოებამ იკლო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამავე დროს, ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდიც გვაქვს. ეს ძვრები ამერიკელებს ფინანსური არასტაბილურობის დიდი რისკის წინაშე აყენებს და თანაც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში".

თქვენი ოჯახის შემოსავლის რამდენ პროცენტს ზოგავთ? რამდენი წლის თანხა გაქვთ უკვე დაზოგილი თქვენი ყოველწლიური ხარჯებისთვის? ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით დაადგენთ, პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, შეძლებთ თუ არა საკუთარ თავს მისცეთ იმის უფლება, ისე იცხოვროთ, როგორც გსურთ.