როგორ აღწევენ კომპანიები ფინანსურ წარმატებას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთი კომპანია იზრდება, აღწევს ფინანსურ წარმატებას და მუდმივად აუმჯობესებს შედეგებს, ხოლო სხვები ვერ იზრდებიან და მუდმივად ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან? სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ ამ სტატიაში.

კომპანიებისთვის წარმატების მისაღწევად შესაძლოა ბევრი დეტალი იყოს გასათვალისწინებელი, თუმცა სამი ძირითადი წინაპირობის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის სასურველი შედეგების მიღწევის ალბათობას. ამ სამიდან პირველი ორი შესაძლოა თქვენთვის ნაცნობი იყოს. მესამე ნაკლებად ცნობილია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მესამე ელემენტი განასხვავებს ხოლმე წარმატებულ და წარუმატებელ კომპანიებს. აქედან გამომდინარე, მესამე წინაპირობის განმარტებას მეტ დროს დავუთმობთ. პირველ რიგში დავასახელოთ წარმატების სამივე უმნიშვნელოვანესი წინაპირობა: 1) კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი მიზნის არსებობა; 2) ამ მიზნის განსახორციელებლად დროის, ენერგიისა და გულის ჩადება კომპანიის საქმიანობაში; და 3) სისტემური მიდგომა;

რას ნიშნავს "სისტემური მიდგომა" და რატომ ხდება ისე, რომ ხშირად სწორედ ეს მესამე ელემენტი გამოარჩევს ხოლმე წარმატებულ კომპანიებს? საქმე იმაშია, რომ ხშირად კომპანიებმა არც იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა და ამიტომ დიდ ყურადღებას არ უთმობენ მას. ისინი კონცენტრირდებიან ხოლმე მიზანზე და ამ მიზნის მისაღწევად საქმეში დებენ ხოლმე დროსა და ენერგიას, თუმცა მესამე ელემენტის იგნორირებამ შესაძლოა მიიყვანოს იქამდე, რომ კომპანიამ შეიძლება ფეხბურთის მოედანზე დიდი ენთუზიაზმით ირბინოს, მაგრამ გოლი ვერასოდეს გაიტანოს უბრალოდ იმიტომ, რომ სისტემური მიდგომა არ გააჩნია. მეორემხრივ კომპანიები, რომლებსაც დანერგილი აქვთ სისტემური მიდგომები მეტ წარმატებას აღწევენ. რა არის სისტემური მიდგომა? სისტემური მიდგომა არის კომპანიის ორგანიზებული პროცედურები, როგორიცაა გამართული ბუღალტერია, მინიმიზირებული საგადასახადო რისკები, მოწესრიგებული იურიდიული მხარე და სხვა. მაგალითად, გამართული ბუღალტერიისა და ფინანსური რეპორტების არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ბუღალტერია და გადასახადები მუდმივად "შავ ყუთს" წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლისთვისა და დირექტორისთვის. გაუგებარია ამ შავი ყუთიდან როდის რა სიურპრიზს ველოდოთ. გარდა ამისა, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია ორგანიზებული ბუღალტერიის გარეშე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ მოაწესრიგოს ბუღალტერია, ფინანსები და შეამციროს საგადასახადო რისკები.

ჩვენი მეგობარი კომპანია, "ენთები", უკვე 10 წელია, რაც ბიზნესებს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას სთავაზობენ. 2024 წელს "ენთებმა" გაიმარჯვეს თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს-დაჯილდოებაში ("თიბისის ბიზნეს-დაჯილდოება 2023") ნომინაციაში "გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის". "ენთები" ყოველთვიურად 650-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და უქმნის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანიის ბუღალტერია და საგადასახადო მხარე საიმედო ხელში იყოს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ენთებს". მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ants.ge

თქვენი კომპანიის პროცესების სისტემატიზაცია წარმატების ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო უკვე წარმატებულ კომპანიას კიდევ უფრო მეტ ზრდას მოუტანს და რისკებს დაუზღვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად დროისა და ენერგიის ჩადების პარალელურად, სისტემების გამართვა, მოწესრიგება და ავტომატიზაციაც მოახდინონ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი