Get All Access for $5/mo

როგორ გამოვიყენოთ ახალი კარიერული შეთავაზება ხელფასის გასაზრდელად როგორ შევხვდეთ ახალ შეთავაზებებს, მსუყე და მომხიბლავი ანაზღაურებით?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

სამსახურში ხელფასის ირგვლივ მოლაპარაკება შეიძლება სახიფათო და პროვოკაციულ თამაშად გადაიქცეს, როცა წინ ახალი შეთავაზება უძღვის, თანაც მსუყე და მომხიბლავი ანაზღაურებით.

თქვენ საკმაოდ ბედნიერად და კომფორტულად გრძნობთ თავს ამჟამინდელ სამსახურში, თუმცა ჩნდება ახალი შემოთავაზება გონიერი ხელმძღვანელისგან, ან თუნდაც ძველი უფროსისგან, რომელიც ჭკვიანი და გამოცდილი კადრების მოზიდვასა თუ დაბრუნებას ცდილობს. წინადადებაც ისეთი მომხიბლავია - მაღალი ხელფასის გათვალისწინებით - რომ გიჭირთ უარის თქმა. როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოყენება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? არ დაგავიწყდეთ, იდეამ, რომელიც ასეთ დროს გონებაში მწიფდება, შეიძლება დააზარალოს თქვენი ურთიერთობა ახლანდელ სამსახურთან და ბლეფის იარლიყიც კი მიაკრას თქვენს საკმაოდ რეალურ გეგმას. ამიტომ, საჭიროა ამ რისკების გათვალისწინება და, საბოლოო პოზიტიური შედეგის მისაღწევად, რომელშიც თქვენი ამჟამინდელი ხელფასის ზრდა იგულისხმება, სწორი ლავირება; ასევე, ყველა დადებით თუ უარყოფით შედეგზე დაფიქრება, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს თქვენი გეგმების განხორციელებას.

სიტუაცია 1:

თქვენ გიყვართ ამჟამინდელი სამსახური, აქ თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ თუკი ხელმძღვანელობა ხელფასის მატების საკითხს არ განიხილავს, მზად ხართ, ახალი შემოთავაზება მიიღოთ და სამსახური დატოვოთ.

რჩევა 1: ხელმძღვანელთან ხელფასის ზრდაზე მოლაპარაკება წამოიწყეთ მხოლოდ მაშინ, თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სიმყარეში და, უარის შემთხვევაში, დაუფიქრებლად წახვალთ ახალ სამსახურში. თუ თქვენი გადაწყვეტილება პრინციპული არ არის და უფროსი არ დაგთანხმდებათ ანაზღაურების მომატებაზე, უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით, გაიფუჭებთ კომპანიასთან ურთიერთობას და სამსახურებრივი კომფორტის ზონაც დაგერღვევათ.

რჩევა 2: შეეცადეთ, ობიექტურად, ცივი გონებით შეხედოთ საკუთარ თავს, უნარებსა და მდგომარეობას ამჟამინდელ სამსახურში. გაანალიზეთ უფროსის დამოკიდებულება თქვენ მიმართ. თუ ზუსტად იცით, რომ კომპანიის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი და ღირებული თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ და მოლაპარაკებაზე წახვიდეთ, მაგრამ როცა კომპანიაში ახალი დაწყებული გაქვთ მუშაობა, თქვენი ავტორიტეტი, ჯერჯერობით, მყარად არ არის ჩამოყალიბებული და ხელმძღვანელობისთვისაც არ ხართ ე.წ. შეუცვლელი კადრი, მაშინ ნუ გარისკავთ, რადგან უფროსი მარტივად მოგიძებნით შემცვლელს, უკეთეს შემთხვევაში კი არსებულ ხელფასს დაგიტოვებთ, ოღონდ თქვენ მიმართ დამოკიდებულება, ასეთი მაღალ მოთხოვნების გამო, უდიდესი ალბათობთ, უარყოფითად შეეცვლება.

რჩევა 3: შეეცადეთ, არ იყოთ მტრულად განწყობილი მოლაპარაკებისას. პირიქით, გამოავლინეთ მეგობრული და დადებითი დამოკიდებულება კომპანიისა და თანამშრომლების მიმართ. გამოთქვით და დაანახეთ სურვილი, რომ "ბორტზე" დარჩენა გსურთ. ნელ-ნელა, მსუბუქად გაუზიარეთ სათქმელი, მძაფრი ემოციებისა და ყოველგვარი ნეგატივის გარეშე. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობამ დაიჯეროს, რომ მართლაც გულით გინდათ კომპანიის გუნდში დარჩენა.

სიტუაცია 2:

ძალიან გიყვართ თქვენი საქმე, კომპანიაც, და ხელმძღვანელებისგან ხელფასის მომატებაზე უარის შემთხვევაშიც არ ხართ მზად მის დასატოვებლად. არადა, ეს ხელფასის გაზრდის სურვილიც რომ ძალიან შემოგიჩნდათ?

როგორ იქცევით ასეთ დროს?

რჩევა 1: გააანალიზეთ ახალი შემოთავაზება, როგორც შრომით ბაზარზე თქვენი შეფასების ინდექსი, ასევე, საკუთარი რეალური ღირებულებაც. აღივსეთ თვითდაჯერებით და ისე დაიწყეთ მოლაპარაკება ხელმძღვანელთან. აუხსენით თქვენი როლი კომპანიაში, ესაუბრეთ მიღწევებზე და, ახალი შეთავაზების შესაბამისად, თქვენ მიერ გაწეული შრომის რეალურ სახელფასო კომპენსაციაზეც. ეცადეთ, იყოთ გულწრფელი და კეთილგანწყობილი.

რჩევა 2: არ მიმართოთ ბლეფს, ნუ გაირთულებთ და ჩახლართავთ მდგომარეობას. ახალი შემოთავაზება ის კედელია, რომელსაც ეყრდნობით უფროსთან მოლაპარაკებისას, და თუ ეს კედელი წარმოსახვითია და არა რეალური, აუცილებლად წაიქცევით. ასე რომ, ნუ გარისკავთ.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებს საკუთარ მიღწევებზე საუბარი და ხელმძღვანელებისთვის "ცეცხლის შენთება" სჭირდებათ, რომ დამსახურებული ანაზღაურება მიიღონ. შესაბამისად, ახალი შეთავაზების სათქვენოდ გამოყენება არც ისე ცუდი იდეაა, თუკი სწორად მანევრირებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ ყველანაირი რისკი, რაც მსგავს მოლაპარაკებებს ახლავს და კარგად მომზადებული, საჭირო არგუმენტებითა თუ ფაქტებით შეიარაღებული და, რაც მთავარია, კეთილგანწყობილი შედით უფროსის კაბინეტში. ასეთ შემთხვევაში დიდია შანსი, ოთახიდან გაზრდილი სახელფასო განაკვეთით დაჯილდოებული გამოხვიდეთ.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია