Get All Access for $5/mo

საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმები ფინანსური ქარიშხალისგან თავდასაცავად ხუთი სასწრაფო, ეფექტური ნაბიჯი თქვენი ბიზნესისთვის გარანტიის შესაქმნელად, რომ იგი ამ არეული დროის მიუხედავადაც კი გადარჩება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Newshub

ეკონომიკა ახლა ნამდვილ ატრაქციონს გავს, და ამის გამო, ამ ვითარებაში შიშისა და გაურკვევლობის გრძნობა სუფევს. როდესაც ეკონომიკური შედეგების მართვაზე მიდგება საქმე, უპირველესად, მონაცემები უნდა გავითვალისწინოთ და მთელი ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ, ემოციურად სრულიად მშვიდად და თავდაჯერებულად ვიყოთ, რომ შიშის გამო ირაციონალური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, რასაც მოგვიანებით აუცილებლად ვინანებთ.

ჩვენ აუცილებლად შეგვეხება ეს ყველაფერი, ოღონდ, რამდენად ღრმად შეგვეხება, იმაზე იქნება დამოკიდებული, გვექნება თუ არა შემუშავებული სათანადო გეგმა. ვინც დაუყოვნებლივ გადავა მოქმედებებზე, სულ მალე იპოვის საკუთარ თავს, რომ ამ ცვალებად დროსთან გამკლავება შეძლოს. და როდესაც ეკონომიკა კვლავ აღდგება, სწორედ ეს ადამიანები მოიგებენ.

ქვემოთ, იმ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების ჩამონათვალია, რომლებიც დღეს უნდა დაგეგმოთ.

1. ფულადი სახსრების/სესხების ინექცია

ფინანსურ კონსულტანტს დაელაპარაკეთ კაპიტალზე სესხის მისაღებად, თუ თქვენი ბიზნესი მთავარი სერვისების ბაზარზე არ არის. შესაძლოა, სწორედ ეს დაბალპროცენტიანი კრედიტები დაეხმაროს მცირე ბიზნესს, კრიზისული მოვლენების გადალახვაში დაზარალებულ შტატებსა და ტერიტორიებზე.

თუ ონლაინ ბიზნესი გაქვთ, მხედველობის არიდან არ გამოგრჩეთ PayPal ან Stripe, რომლებიც თქვენი გაყიდვების წინა მოცულობაზე დაყრდნობით შემოგთავაზებენ სესხებს. თუ თქვენი გაყიდვების მაჩვენებლები მაღალი იყო, ზოგჯერ PayPal-ით სულ რამდენიმე წამში შეძლებთ კრედიტის მიღებას. თუმცა, თუ მეტისმეტად დიდხანს იცდით, თქვენი გაყიდვები კი თანდათანობით ეცემა, შესაძლოა, სესხი არც გამოგიყონ ან კიდევ, ნაკლები გამოგიყონ.

2. მარკეტინგული აქტივების შეფასება

სწრაფად გადახედეთ თქვენს ნომრებს :

  • თქვენი ელექტრონული ფოსტის სიაში რამდენი მისამართია?
  • რამდენია კლიენტი გყავთ?
  • თქვენს კლიენტებს წინადადება გაუგზავნეთ, შიში მოუხსენით, შეატყობინეთ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ მათ დასაცავად
  • თქვენს ნომრებს დააკვირდით სოციალურ ქსელებში და იმ პლატფორმის ყურადღების კურსში იყავით, რომლებიც ყველაზე დიდ აქტიურობასა და გაყიდვებს უზრუნველყოფს, და ყურადღება ამ შესაძლებლობებს კიდევ მეტი ყურადღება დაუთმეთ.

დღეს ადრინდელზე გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენს კლიენტებთან და მათთანაც კონტაქტის შენარჩუნება, ვინც ელექტრონული ფოსტის სიაში გყავთ. დუმილი მხოლოდ უარყოფით აზრებს ბადებს იმაზე, თუ როგორ ართმევთ თავს ამ ვითარებას. შეატყობინეთ მათ, უსაფრთხოების რა ზომები მიიღეთ, და ისიც, თუ თქვენს ბიზნესში ყველაფერი უწინდებურად მიდის. ოღონდ, ჩუმად ნუ იქნებით.

3. მიმართულება შეიცვალეთ

როგორც წესი, დიდი ინოვაციები ყველაზე რთულ პერიოდებში ხდება, და სავარაუდოდ, თქვენც მოგიწევთ მიმართულების სწრაფად შეცვლა და თქვენი ბიზნესის თავიდან აღმოჩენა, რომ ადამიანთა სწრაფად ცვლადი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოთ. ამაში შეიძლება კაპიტალზე სესხის მიღება იგულისხმებოდეს, და ბაზრებზე დაკვირვება, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული. თუ არ მოემზადებით, ყველაფერი კიდევ უარესად იქნება. თუ კრედიტის მიღება გსურთ, ეს უმოკლეს დროში უნდა შეძლოთ, რომ ბანკებმა სესხების გაცემა არ შეამცირონ ან საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდიან. თქვენი ვარიანტების შესაფასებლად, თქვენს ფინანსურ კონსულტანტს დაელაპარაკეთ.

4. ემოციურ წონასწორობაზე ზრუნვა

ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გადახედეთ და გადაამოწმეთ თქვენი მიზნები, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადეთ, შემდეგ, საუკეთესოზე გაამახვილეთ ყურადღება და ეს ვარიანტი დაგეგმეთ. შეიძლება ამის გაკეთება ათჯერაც კი მოგიხდეთ, იგივე შედეგების მისაღებად, რასაც ადრე იღებდით, მაგრამ ამ ძალისხმევით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი აღდგება.

ყოველდღიურ მედიტაციასა და ვიზუალიზაციაზე გაამახვილეთ ყურადღება, და ისინი მთელი თქვენი სამუშაო დღის განმავლობაში დაგეხმარებიან, ხოლო საღამოს, კვლავ ამ ტექნიკას დაუბრუნდით და აღნიშნეთ კიდეც, თუ რა წარმატებებს მიაღწიეთ. თქვენი კომპანიის იდეალური მომავალი წარმოიდგინეთ, თითქოს საუკეთესო შესაძლო შედეგებზე ოცნებობდეთ. ამ გზით, ნეირონულ კავშირებს შექმნით და გააძლიერებთ, და ისინი, ისეთი ჯანსაღი ნეირომედიატორების გამოყოფაში გაგიწევენ დახმარებას, როგორებიც, დოფამინი და სეროტონინია. რაც მეტად გააკეთებთ ამას, მით ბედნიერად აგრძნობინებთ თავს თქვენს ტვინს.

5. იმ ტრიგერების მოცილება, რომლებიც თქვენს ენერგიასა და ყურადღებას იპარავენ

უახლოეს თვეებში ჩვენი ყველაზე ფასეული რესურსები ენერგია და ყურადღების გამახვილების უნარი გახდება. მოდით, მათზე ვიზრუნოთ. კვლევებმა უჩვენა, რომ სუპერპროდუქტების გამოყენებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების სიმპტომებზე. აქვე უნდა ითქვას უახლეს კვლევებზეც, კერძოდ, თუ რა ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს დიეტა, შაქრის მაღალი შემცველობით, გადამუშავებული საკვები პროდუქტებითა და არაჯანსაღი ცხიმებით. სწორედ, ამიტომ არის უზომოდ მნიშვნელოვანი, თქვენი გონებისთვის საზრდოს მისაწოდებლად, ჯანსაღი კვების სისტემის დანერგვა. კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ვინც ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტას (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლოვნები, თევზი და ჯანსაღი ცხიმები ) ანიჭებს უპირატესობას, გონებრივი შესაძლებლობების შესუსტების და დაავადებების ნაკლები სიხშირე აქვთ.

მხედველობაში იქონიეთ, რომ შესაძლოა ორმაგად მოგიხდეთ ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მზად იყავით, გამოკვებეთ და საზრდო მიაწოდეთ თქვენს ტვინს, თქვენი მენიუდან ამოიღეთ ანთების გამომწვევი პროდუქტები (ძლიერ დამუშავებული საკვები, გლუტეინი, შაქრები და ზოგჯერ, რძის პროდუქტებიც), რომლებიც ყურადღებასა და ენერგიას გპარავენ. გონივრულად შეარჩიეთ თქვენი საკვები, და ის იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი დღე.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე მიმართავთ მთელ თქვენს ყურადღებას, ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ქმედებები საუკეთესო სავარაუდო გეგმაზეა დამყარებული. თქვენი ბიზნესის ყოველკვარტალური ანალიზი, ყველაზე საუკეთესო ბაზრების შემთხვევაშიც კი სასარგებლო იქნება, და თქვენი წინდახედულება ბოლოს და ბოლოს საზღაურსაც მოგიტანთ. წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ სერიოზულად არ იზრუნებთ თქვენს ბიოლოგიურ ამტანობაზე, რომ ამ რთული დროის გადატანა შეძლოთ.

ხართ თუ არა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ამ რთულ დროებას გაუძლოთ? ამას 60 წუთიანი ტესტით დაადგენთ, და არცThe Unstoppable Journal დაივიწყოთ. ეს ადრინდელზე გაცილებით აქტუალურია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი