Get All Access for $5/mo

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #2 Taco Bell

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ფრანჩაიზინგის დაწყება − 1964 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 7,136;
გახსნის ღირებულება − $ 525.500 - $ 2.96 მილიონი

როდესაც ბეისბოლისტმა ტრი ტერნერმა მსოფლიო სერიაში თამაშისას შემოდგომაზე მეორე ბაზა მოიპარა, მთელმა ამერიკამ გაიგო, რომ Taco Bell დანაპირებს შეასრულებდა და უფასოდ დაარიგებდა Doritos Locos Taco-ს იმ რესტორნებში, რომლებიც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. ამ ყოველწლიური აქციის სახელია "მოიპარე ბაზა, მოიპარე Taco". მთელმა ქვეყანამ ისიც გაიგო, რომ მართალია, კომპანია დიდ კონკურენციას ეჯახებოდა თავისივე შექმნილ სწრაფი კვების გადავსებულ მექსიკურ ბაზარზე, მაგრამ ფასით მას ვერავინ აჯობებდა, თუნდაც ვინმეს ეცადა.

იმ დღეს, ამერიკა გაცილებით ჭარბწონიანი გახდა, ხოლო Taco Bell-მა ყველა მიმართულებით განაგრძო ზრდა, მათ შორის, ჩვენს სიაშიც ორი პოზიციით წინ გადაინაცვლა. გაყიდვები 6 პროცენტით გაიზარდა, 2018 წელს კი $11 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ერთი და იგივე რესტორნის ჯამური გაყიდვები 5-დან 8 პროცენტამდე გაიზარდა.

ზრდის მამოძრავებელი ძალა, ნაწილობრივ, კომპანიის ორიენტაციაა მომსახურებაზე. ის რაც შეიძლება მოსახერხებელი უნდა იყოს მომხმარებლისთვის. კარგად უნდა მოემსახურონ მათ, ვისაც მანქანიდან გადმოუსვლელად მიაქვს საკვები. Taco Bell პირველი რესტორანი იყო, რომელმაც პირდაპირ Grubhub-აპლიკაციაში მოახდინა POS-სისტემის ინტეგრაცია. ეს გეოზონირების ფუნქციას ააქტიურებს და ფრანჩაიზს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელი სარკმელთან გააჩერებს თუ არა მანქანას, ზუსტად ერთ წუთში გადასცეს საკვები. შეერთებული შტატების Taco Bells-ის 4800 რესტორანი მიტანის მომსახურებასაც უზრუნველყოფს. ბრენდმა მოახერხა და მიტანის სერვისზე რეგისტრირებული 14 მილიონი კლიენტი მოიზიდა.

"მიტანის სერვისის გამოყენებისას, პროდუქციის ღირებულება, რესტორანთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია", − ამბობს მაიკ გრამსი, გლობალური საოპერაციო დირექტორი. ეს ჯანსაღი გაყიდვები კიდევ უფრო ააქტიურებს Taco Bell-ის მკვეთრ ზრდას. 2018 წელს კომპანიამ ბარის კონცეფციის მეშვეობით, თავის ქსელს 329 ფრანჩაიზი დაამატა. იგი სწრაფად იზრდება და სავაჭრო ცენტრებიდან უკან, ქალაქებში ბრუნდება. იგი მაღალი კლასის, ურბანიზებულ Taco Bells-ად იქცა, რომელიც სასმელებსაც სთავაზობს მომხმარებელს.

საინტერესოა, რა ხდება, როდესაც ამ გიგანტ Taco Bell-ს ახალი რესტორნების გასახსნელად ადგილი აღარ ჰყოფნის? პასუხი მარტივია: ის უცხოეთში მიემგზავრება. 2018 წლის მონაცემებით, Taco Bells-ის მხოლოდ 7 პროცენტი იყო საერთაშორისო. "ამ წლის დასაწყისში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასტერ-ფრანჩაიზის ყველაზე დიდ შეთანხმებას დღევანდელი დღისთვის", − ამბობს გრემსი, − "საკუთარ თავზე ავიღეთ ვალდებულება, ინდოეთში მომდევნო 10 წელიწადში 600 რესტორანი გაგვეხსნა".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან