Get All Access for $5/mo

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #3 McDonald's

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ფრანჩაიზინგის დაწყება − 1955 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 38,108;
გახსნის ღირებულება − $ 1.3 მილიონი - $ 2.2 მილიონი

სადაც უნდა წახვიდეთ, შორეული კუნძულით, მავრიკით დაწყებული და ქუვეითის უდაბნოებით დამთავრებული, Big Mac-ს ვერსად გაექცევით. 38,000-ზე მეტი McDonald's-ისთვის მთელი სამყარო თავისი სახლია.

საინტერესოა, რაღა დარჩა მას დასაპყრობი? თუნდაც, სილიკონის ველი იყოს. რონალდ მაკდონალდი ტექნოლოგიურ სამყაროშიც მოხვდა, თუმცა ბურგერებით კი არა, ახლად შეძენილი ტექნოლოგიით, სწრაფი კვების პროდუქტების ინდუსტრიისთვის, რომლის შექმნასაც თვითონ შეუწყო ხელი, და რომელიც დამანგრეველია.

McDonald's ბოლო სამი წლის განმავლობაში 500 ფრანჩაიზის სიაში თითქმის სათავეში იყო მოქცეული და ამის ყველაზე დიდი მიზეზი, მისი მოდერნიზაციისკენ სწრაფვაა. მან $ 10 მილიარდი დააბანდა და თითქმის მთლიანად განაახლა საკუთარი რესტორნები. ამჟამად, ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომ მომავლისკენ რბოლა კიდევ უფრო დააჩქაროს.

McDonald's-მა 2019 წელს ორი კომპანია იყიდა, რაც აშკარად მეტყველებს მის ამბიციებზე. პირველი − Dynamic Yield ციფრული მენიუს შექმნაზე მუშაობს, რომელშიც შეთავაზებები დროის, ამინდისა და მენიუს იმ პუნქტების მიხედვით იქნება წარმოდგენილი, რომელიც უკვე მომხმარებლის შეკვეთაშია. მეორე Apprente-ია − ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ხმოვანი ძიების კომპანია, რომელმაც ახლახან დააარსა ტექნოლოგიური ლაბორატორიები მაუნთინ ვიუში, კალიფორნიის შტატში.

სწრაფი კვების კომპანიამ 2018 წელს შემოსავლის სახით, $21 მილიარდი მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, გასულ წელს მთელ რიგ პრობლემებს შეეჯახა. მისი აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ისტერბრუკი თანამშრომლებთან შეთანხმებით სამსახურიდან გაათავისუფლეს და მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გაყიდვები რესტორნებში 5.9 პროცენტით გაიზარდა, მესამე კვარტლის შემოსავლები მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა (კომპანიამ არ მოიწვია სტივ ისტერბრუკი სტატიისთვის ინტერვიუს მისაცემად).

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლები $61.2 მილიონზე ავარდა, ახალი დიზაინის მქონე რესტორნებში კი, გაყიდვები საშუალოდ, თითო ერთეულითაა გაზრდილი. ამ სასიხარულო ინფორმაციამ ცუდი გადაფარა და ამჟამად იგი ზრდის ტენდენციას თანმიმდევრულად 17 კვარტლის განმავლობაში ინარჩუნებს. ისტერბრუკმა ოქტომბერში ბოლო სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკანასკნელ ხანებში დანერგილმა მიწოდების პროგრამამ, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს McDonald's-ის გაყიდვები $4 მილიარდამდე უნდა გაზარდოს. ამჟამად, კომპანია ყოველ წამში 10 შეკვეთას აფორმებს.

შესაძლოა, ჯერჯერობით ადრეა კომპანიის ტექნოლოგიური თამაშის შეფასება, "მაგრამ თუ ის მომსახურების სიჩქარეს უფრო მეტად გაზრდის, ნამდვილად ღირს ამად", − ამბობს სარესტორნო ბიზნესის გამოცდილი ანალიტიკოსი, ჰოვარდ პენი Hedgeye Risk Management-დან, − "McDonald's პირველია. ისინი მიგვიძღვიან წინ. სხვა არავინ აკეთებს იმას, რასაც ისინი აკეთებენ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 რამ, რის ცოდნასაც 25 წლის ასაკში ვისურვებდი

P.S.: ყოველთვის შეგიძლია დაიწყო თავიდან...