Get All Access for $5/mo

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #6 Ace Hardware

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ფრანჩაიზინგის დაწყება − 1976 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 5,312;
გახსნის ღირებულება − $ 286.000 - $ 2.1 მილიონი

თუ ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან Ace Hardware დაგხვდებათ, ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს მართლაც ასეა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ამ ქსელის 836 მაღაზია გაიხსნა, რაც ჯამურად 5,312-ს უდრის. კომპანიის მონაცემებით, Ace-ის მაღაზია შეერთებული შტატების ყველა სახლისა და კომპანიის 75 პროცენტის შორიახლოს, 15 წუთის სავალზეა. საცალო მაღაზიამ სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებით მიაღწია გასულ წელს გაყიდვის რეკორდულ მაჩვენებლებს − 16.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

რაც უნდა თქვათ, ეს რიცხვი საკმაოდ დიდია, და მართლაც შთამბეჭდავი, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ კონკურენციას უწევს ტრადიციულ მაღაზიებს ელექტრონული კომერციის ინდუსტრია. "ჩვენ ომს ვაწარმოებით, რომ აქტუალურები დავრჩენილიყავით", − ამბობს ჯონ ვენჰუიზენი, კომპანიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, − "Amazon-ი მეტისმეტად საგრძნობ გავლენას ახდენს საცალო მაღაზიებზე".

ამავე დროს, Ace ინტერნეტბრძოლის ველზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამასთან ერთად, კომპანიამ ბოლო ხანებში ექსკლუზიური სადისტრიბუციო გარიგებების გაფორმება დაიწყო მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა, Benjamin Moore and Stihl. ახლა კლიენტებს ამ კომპანიის პროდუქტების ხილვა მხოლოდ ონლაინ, Ace-ის ვებგვერდზე შეუძლიათ. ათი თვის წინ მან თავის მომხმარებელს, რომელიც მის ვებგვერდზე ინტერნეტით აკეთებდა შენაძენებს, იმის შესაძლებლობა მისცა, რომ Ace-ის ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაში მიეღო პროდუქტები. "ადამიანებს არ უყვართ, რომ მათი შეკვეთილი ნივთები მთელი დღეების განმავლობაში მათსავე სახლის წინაა დალაგებული. მაღაზიიდან გამოტანას ამჯობინებენ", − ამბობს ვენჰუიზენი, − "ეს უსაფრთხოების გარანტიას ქმნის". ხოლო როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში შემოდის, ვინ იცის, რა მოხდება? იქნებ, კიდევ ერთი-ორი რამ შეიძინოს სალაროსკენ მიმავალ გზაზე?

ამ მცდელობების წყალობით, Ace-ის ონლაინგაყიდვის მაჩვენებლები მესამე კვარტალში 81 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაფერი, გასაოცარ რეპუტაციასთან ერთად, კლიენტების ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებელი კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა. "ჩვენ რაღაც ირაციონალური სწრაფვა გვაქვს, რომ როგორღაც მივაღწიოთ სრულიად გასაოცარ მომსახურებას", − ამბობს ვენჰუიზენი.

მაგალითი: Ace-ში შეიძინეთ ჟალუზები და ფანჯრების ასაზომად მაღაზიის თანამშრომელი თქვენთან შინ მოვა, შეუკვეთავს მას და შემდეგ, თქვენთან კვლავ შინ დაბრუნდება ჩამოსაკიდად. კომპანია ახლა 95 წლისაა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო წარსული რეპუტაციით ესარგებლა და მშვიდად გაეგრძელებინა საქმიანობა, მაგრამ არ მოინდომა. სექტემბერში, დენვერში ბაზირებული ფრანჩაიზი, Handyman Matters-ი იყიდა, რომელიც მსურველებს ბინაზე გამოძახებით ხელოსნის მომსახურებას სთავაზობს.

Ace ახლა უკვე Ace Handyman Services გახდება. რებრენდინგი გადაწყვიტა და ეს ბრენდის გაფართოებაა, რაც შემდეგ მოსაზრებას ადასტურებს: რეალურ სამყაროში ზოგიერთი რამ მართლაც უკეთესია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი