Get All Access for $5/mo

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #7 Planet Fitness

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ფრანჩაიზინგის დაწყება − 2003 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 1,859; გახსნის ღირებულება − $ 1.1 მილიონი - $ 4.2 მილიონი

ამერიკელების 80 პროცენტს არ აქვს სპორტული დარბაზის აბონემენტი და ეს ერის ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ Planet Fitness-ის შემოსავლებისთვის − კარგი. ნიუ ჰემპშირში ბაზირებულმა სპორტულმა ფრანჩაიზმა, ერთი შეხედვით საკმაოდ საიმედო ბიზნესი ააწყო და ყველანაირად ცდილობდა კლიენტების მოზიდვას − იმ ახალბედებისა, რომლებსაც ფიტნესინდუსტრია საერთოდ იგნორირებას უკეთებს.

"ჩვენი წევრების 40 პროცენტს Planet Fitness-ში მოსვლამდე სპორტულ დარბაზში არასოდეს უვლია", − ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი კრის რონდო, − "ჩვენ ნამდვილად ვნადირობთ ახალბედებზე, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან აქ". კომპანია თავის სამიზნე კლიენტებს მიმზიდველ წინადადებას სთავაზობს − დარბაზის საბაზისო წევრობა თვეში $10 ღირს და მას მიღების გარანტიაც ერთვის. ამ სატრენაჟორო დარბაზს მისი მფლობელები "განკითხვისგან თავისუფალ ზონას ეძახიან". ეს გეგმა ამართლებს, ხუთ წელიწადში Planet Fitness-ის წევრთა რაოდენობა გაორმაგდა − შვიდი მილიონიდან 14 მილიონს გადააჭარბა.

"ადამიანები, რომლებსაც ვარჯიში უყვართ, თავისუფლად გადაიხდიან $150-ს CrossFit-ში ან Orangetheory-ში გასაწევრიანებლად", − ამბობს რონდო, − "მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის ვარჯიში, უბრალოდ აუცილებლობაა და არა მხოლოდ სურვილი". კომპანია თავის ყველა ხარჯს აკონტროლებს, რათა იაფფასიანმა მოდელმა წარმატებას მიაღწიოს. "ჩვენ არ გვაქვს აუზები, არ გვაქვს მეცადინეობები, არ გვყავს ფასიანი ინსტრუქტორები", − ამბობს რონდო, − "ჩვენს ობიექტებს 15 ადამიანით ვმართავთ".

შემდეგ რა იქნება? "გაცილებით მეტი ზრდა", − ამბობს Planet Fitness. 2019 წლის ივლისის მონაცემების მიხედვით, მას 1,859 ობიექტი აქვს და ახალბედების საკმაოდ დიდი ნაკადი, მომავალ წლებში კი, ამ ციფრის გაორმაგება სურს. ამასთან ერთად, კომპანია, ისევე, როგორც მისი ნებისმიერი წევრი, სრულყოფასაც ცდილობს. მრავალი სპორტული დარბაზისგან განსხვავებით, Planet Fitness ყველა კარდიოტრენაჟორს ყოველი ხუთი წლის შემდეგ "პენსიაში უშვებს", ხოლო წონის დასაკლებად განკუთვნილ ტრენაჟორებს − ყოველ შვიდ წელიწადში. ყოველ 10 წელიწადში კი, თითოეული ობიექტის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ხდება.

"ეს ყველაფერი ჩვენი ფრანჩაიზების გაყიდვის სტიმულირებას უწყობს ხელს", − ამბობს რონდო. 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებმა აჩვენა, რომ თითოეული ობიექტის გაყიდვის მაჩვენებლები 7.9 პროცენტით გაიზარდა. ამან, შესაბამისად, სერიოზულად გაზარდა აქციების ფასი, ეს ფაქტი კი ინვესტორებისთვისაც სასიხარულოა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?