Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: დენიელ გოლმენის "ემოციური ინტელექტი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ყველას ეადვილება გაბრაზება. ვინც ბრაზობს იმაზე და იმიტომ, რის გამოც საჭიროა გაბრაზება, ბრაზობს ისე, როგორც საჭიროა და მაშინ, როცა საჭიროა, აგრეთვე იმდენ ანს, რამდენიც საჭიროა, ის საქებია"- არისტოტელე. "ნიკომაქეს ეთიკა"

ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence) იგივე EI არის უნარი გააანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, განასხვავო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნებები, დააფიქსირო მათი წარმოქმნის მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია აზროვნებისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.

დანიელ გოლმენი, ცნობილი ფსიქოლოგი და სამეცნიერო ჟურნალისტი, წიგნში "ემოციური ინტელექტი" გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენები მეტისმეტად ვიწროა და სინამდვილეში, ის ბევრად ვრცელი და კომპლექსური საკითხია. სხვადასხვა დისციპლინის მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე, გოლმენი იკვლევს ემოციების ღრმა გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და გამოწვევის წინაშე აყენებს ინტელექტის ტრადიციულ აღქმას.

როცა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ჰგონიათ, რომ გონებრივი განვითარების კოეფიციენტს (IQ) ვადარებთ და უფრო დიდ როლს ვანიჭებთ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, ეს ასე არ არის. გონებრივი განვითარების კოეფიციენეტი და ემოციური ინტელექტი არ არის ერთმანეთთან დაპირისპირებული კომპეტენციები, უბრალოდ ერთმანეთს ნაკლებად ჰგავს და ორი გამიჯნული მიმართულებით ვითარდება. იშვიათ შემთხვევებში, არსებობს უმნიშვნელო კორელაცია, თუმცა ინტელექტი და ემოციური სიმახვლე, მაინც დამოუკიდებელი ცნებებია.

IQ ტესტებზე დიდი ალბათობით გსმენიათ. ზოგიერთი ორგანიზაცია მას ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესშიც კი იყენებს და თავადაც შეგვიძლია გამოვცადოთ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუმცა, ემოციური ინტელექტის შესაფასებელი ზუსტი ტესტი არ არსებობს და არც კონკრეტული მიმართულება, რომელზე დაყრდნობიტაც ჩვენი ემოციური სისხარტე და აკურატულობა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. მაშ, საიდან დავიწყოთ?

სოკრატეს რჩევა: "შეიცან თავი შენი" სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ემოციური ინტელექტის საძირკველს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენი ემოციები, გრძნობები და დამოკიდებულებები ისედაც ცხადია და საერთოდ რა საჭიროა ზედმეტი კითხვის ნიშნები.
თუმცა, თუ ცდით და ჩაუღრმავდებით, შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი ემოცია და დამოკიდებულება კონკრეტულ სიტუაციაში საკმაოდ უჩვეულო და უცნაური გეჩვენათ, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ. ან, რატომ იწვევს თქვენს გაღიზიანებას ადამიანების კონკრეტული ჩვევები და მოქმედებები?
ამ პროცესს "მეტაკოგნიცია" ანუ აზროვნების გადააზრების პროცესი ეწოდება. ფროიდი ამას "თანაბრად მოლივლივე ყურადღებას" უწოდებდა და ამ უნარის ათვისებას ურჩევდა ყველას, ვისაც ფსიქოანალიზი აინტერესებდა.

აზროვნების გადააზრების პროცესში დააფიქსირებთ უამრავ უსახელო და უმისამართო ემოციას, რომელთა იდენტიფიცირების შემდეგ გაგიმარტივებათ მათი მართვა და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გამოყენება.

დენიელ გოლმანი მკიტხველს ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად კომპონენტს აცნობს:

1. თვითშეგნება: იკვლიეთ საკუთარი განწყობა, მოტივაცია და მათი გავლენა სხვებზე. ამ მდგომარეობის მისაღწევად, თქვენ უნდა შეძლოთ ემოციური მდგომარეობის მონიტორინგი და საკუთარი ემოციების ამოცნობა. ემოციური სიმწიფე გამოიხატება:

- თავდაჯერებულობაში

- იუმორის გრძნობა, განსაკუთრებით, თვითირონია

- იცით როგორ აღქივამენ სხვები

2. თვითრეგულირება: აკონტროლეთ თქვენი იმპულსები - იმის ნაცვლად, რომ სწრაფად დაუბრუნოთ პასუხი, შეგიძლიათ ემოციებში გაერკვეთ და დაფიქრდეთ სანამ უპასუხებთ და სათანადოდ გამოხატოთ საკუთარი თავი. ემოციური სიმწიფე ნიშნავს:

- კეთილსინდისიერებას და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას

- გარემოს ცვლილებებთან სწრაფი ადაპრტირების უნარს

- როცა ვინმე უხეშად გექცევათ, იგივეთი არ პასუხობთ.
პასუხობთ ისე, რომ სიტუაცია არ გამწვავდეს.
ამ ეტაპზე, თქვენ ასევე მიხვდებით, რომ როდესაც ვინმე ბრაზს თქვენს მიმართ გამოხატავს, შესაძლოა სულაც არ იყოს კონკრეტულად თქვენზე გაბრაზებული და მის დაგროვილ უარყოფით ემოციებს თქვენ გახარჯავდეთ და თქვენს ადგილას სხვა ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

3. შინაგანი მოტივაცია: შინაგანი მოტივაცია გამოირჩევა სწავლისადმი ინტერესით. ეს არის ასევე თვითგანვითარების სურვილი და თავდაჯერებულობა, რომელიც წინაღობებთან გამკლავებაში გეხმარებათ. შინაგანი მოტივაცია ვლინდება:

- ინიციატივების გამოჩენის და ამოცანების დასახვის დროს
- თვითდისციპლინის გამომუშავებისას
- დაბრკოლებების წინაშე გამძლეობის გამოჩენისას

4. თანაგრძნობა: სხვა ადამიანის ემოციური რეაქციის აღქმის უნარი. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანმა თავად უკვე მიაღწია თვითშემეცნებას - რადგან ვერ სხვებს ვერ გავუგებთ იქამდე, სანამ საკუთარ თავს არ "ვისწავლით". თანაგრძნობის უნარი ნიშნავს:

- სხვისი ემოციების აღქმას და მათი პრობლემებისადმი აქტიური ინტერესის გამოხატვას

- პროაქტიულობას, როცა შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო სხვა ადამიანების საჭიროებები და გქონდეს შესაბამისი რეაქცია.

- სოციალური სიტუაციების ეფექტურად გამკლავებას

5. სოციალური უნარები: სოციალური იმპულსების იდენტიფიცირება ურთიერთობების მართვისა და კავშირების შესაქმნელად. სოციალური უნარები გამოიხატება:

- კომუნიკაციაში: მოსმენა და სათანადო რეაგირება

- გავლენა და ლიდერობა: სხვების ხელმძღვანელობისა და შთაგონების უნარი

- კონფლიქტის მენეჯმენტი: რთული სიტუაციების გაფანმუხტვის უნარი დარწმუნებისა და მოლაპარაკების გამოყენებით

საბოლოოდ, თუ თქვენ ადგახართ თვითშემეცნების და ემოციური ინტელექტის გაუმჯობესების გზას, ეს წიგნი აუცილებლად გაგიწევთ ღირებულ მეგზურობას. დენიელ გოლმენის გამოცდილება და მიგნებები ბევრად გაგიმარტივებთ დაბრკოლებებს და ბევრ კითხვაზე წინასწარ გეცოდინებათ პასუხი, ვიდრე მათი დასმის საჭიროება დაგიდგებათ.

შეიძინე დენიელ გოლმენის "ემოციური ინტელექტი" ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და მიიღე უფასოდ თბილისის მასშტაბით.

წიგნის შეძენას ასევე შეძლებთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და Palitra L-ის ვებგვერდზე.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი