გირჩევთ წაიკითხოთ: ჯეი შეტის "სიყვარულის 8 წესი"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ სიყვარულის და მისი გამოხატვის უნარი თანდაყოლილია და არანაირი სწავლება მას არ სჭირდება. თანაც, იმ ფონზე, რომ მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, სიყვარულის ირგვლივ უამრავი საინტერესო ნაშრომია და თითქოს, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სიყვარულის შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ. თუმცა, როცა რეალურ ცხოვრებაში ამის დრო დგება, ხშირად ვუშვებთ გაუთვითცნობიერებელ შეცდომებს და ყველაფერი ისეთი რომანტიკული და სწორი თითქმის არასდროს არაა, როგორც ეს წიგნებში და ფილმებში ხდება.
რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება სიყვარულის, არა როგორც აბსტრაქტული კონცეფციის, არამედ კონკრეტული შეგრძნებების მართვის ხელოვნების დასწავლა?
სწორედ ამ და სხვა კითხვებს გაეცემა პასუხი ჯეი შეტის წიგნში - "სიყვარულის 8 წესი"
წიგნის ავტორი ერთ დროს ბერი გახლდათ და 3 წელი ინდურ მონასტერ აშრამში გაატარა. ასე რომ, წიგნში მისი შეხედულებები ეყრდნობა როგორც ვედურ სიბრძნეს, ასევე თანამედროვე მეცნიერების მიგნებებს.
8 წესი
წიგნში, როგორც სათაურიდანაც ვიგებთ, სიყვარულის 8 წესია წარმოდგენილი. ეს წესები გვეხმარება სიყვარულის სხვადასხვა ასპექტების გაგებაში და მართვაში.
- განმარტოება - მნიშვნელოვანი და საჭიროა განმარტოება და საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა. ეს ფუნდამენტური ნაბიჯია სიყვარულის პოვნაში და მის შენარჩუნებაში.
- არ დაივიწყოთ კარმა - გახსოვდეთ, ქმედება იწვევს უკუქმედებას.
- რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული? - განსაზღვრეთ სიყვარულის თქვენეული გაგება და დარწმუნდით, რომ ის ჯანსაღი და სასიამოვნოა.
- ისწავლეთ მისგან - "სიყვარული ერთმანეთისკენ ცქერა კი არა, ერთი მიმართულებით ყურებაა"
- დაისახეთ მიზანი - გახსოვდეთ, საერთო ბედნიერების მისაღწევად, საჭიროა ცალ-ცალკეც იყოთ ბედნიერები. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაში.
- მოიგეთ ან წააგეთ ერთად - არ დაკარგოთ დრო უსაფუძვლო კამათში, ერთად ეძიეთ გამოსავალი.
- დაშორება დასასრული არ არის - მართლაც, ეს შეიძლება ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება იყოს
- გიყვარდეთ ისევ და ისევ - სასიყვარულო წერილი სამყაროს
წიგნში ხაზგასმულია კომუნიკაციის ღირებულება ურთიერთობაში. შეტი გვახსენებს, რომ გულწრფელობა და ღიაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობისათვის. ასევე, სიყვარული არ არის სტატიკური, მისი საზრდოობისთვის, ურთიერთობაში ორი ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და იზრდებოდეს. ამ პროცესში, ერთმანეთის მხარდაჭერა და ზრუნვა უმნიშვნელოვანესია.
ჯეი შეტის "სიყვარულის 8 წესი" შესანიშნავი გზამკვლევია სასიყვარულო თავგადასავლის მაძიებელთათვის, როგორც მის შენარჩუნებაში, ასევე მისგან განთავისუფლებაში. მისი რჩევები და წესები ემყარება სიბრძნესა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წიგნი საშუალებას აძლევს მკითხველს, შეიცნოს საკუთარი თავი და რათა შექმნათ და შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობები.
წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე, ასევე Palitra L-ის ვებგვერდზე palitral.ge და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.