გირჩევთ წაიკითხოთ: ბაზრის სტრატეგიული მართვა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გეგმები არაფერია, მთავარია დაგეგმვა" - დუაიტ ეიზენჰაუერი
სულ რამდენიმე ათწლეულის წინათ, ბიზნესის სამყარო საკმაოდ დიდხანს იდგა უძრავად, შესაბამისად, სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ხშირად არ დგებოდა. დღეს, ყველაფერი შეიცვალა - ბაზარი წარმოუდგენელი დინამიკით ვითარდება, ცვლილებები ხშირი და სწრაფია, ეს ყოველივე კი ნებისმიერ ბიზნესზე მოქმედებს.
ეს მდგომარეობა სტრატეგიების ჩამოყალიბებისა და განხორციელების ნაწილს საკმაოდ ართულებს. რადგან სტრატეგია ეფექტური უნდა იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი ბაზრისთვისაც. ამ გარემოში თავს იმკვიდრებენ მხოლოდ ის ბიზნესები, რომლებიც სწრაფად ერგებიან და ადაპტირდებიან მოულოდნელ ცვლილებებს. ცხადია, ეს მარტივი ნამდვილად არ არის. სტრატეგებს ჭირდებათ ახალი მიდგომა, ინსტრუმენტები და კონცეფციები, უნდა განავითარონ პროფესიული უნარები და თვისებები, რომლებიც აუცილებელია მენეჯმენტის 6 ამოცანის შესასრულებლად. ესენია: სტრატეგიული ანალიზი, სამომხმარებლო ფასეულობა, ინოვაცია, რამდენიმე ბიზნესის მართვა, მდგრადი კონკურენტული უპირატესობა, ზრდის პლატფორმები.
ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, შეფასება და განხორციელება წარმატებული მართვის გასაღებია. წიგნში "ბაზრის სტრატეგიული მართვა" წარმოდგენილია სწორედ ის მეთოდები და სტრუქტურები, რომლებიც მენეჯერს ეფექტური ორგანიზაციული გარემოს შესაქმნელად და შესანარჩუნებლად სჭირდება.
ასევე, წიგნში მოცემულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესებისთვის, დღევანდელ დინამიკურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად და პოზიციების შესანარჩუნებლად. გარე ანალიზის მიდგომების აღწერა და იდენტიფიცირება, მდგრადი კონკურენტული უპირატესობები (SCA), კონკურენტის იმიჯი, აქტივების მიმოცვლა, საინვესტიციო გადაწყვეტილებები და მრავალი სხვა.
წიგნი 21 ენაზე ითარგმნა და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, სტარტაპ ეკოსისტემების, უნივერსიტეტების და ბიზნეს აქსელერატორების მიერ.
შეიძინეთ "ბაზრის სტრატეგიული მართვა" ონლაინ Entrepreneur Shop-ზე, ან Palitral.ge-ზე.