Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: ჯონ შოლის " გადაწყვეტილების მიღების უფლება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მჯერა, რომ სინამდვილეში ნებისმიერი კომპანია მხოლოდ იმდენად ვარგა, რამდენადაც მისი ყველაზე ნაკლებად უფლებამოსილი თანამშრომელი"
ჯონ შოლი მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგი და კლიენტთა მომსახურებაში მსოფლიოს ლიდერი ორგანიზაციის - მომსახურების ხარისხის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
Empowerment: ახალი დებულება ბიზნესში

Empower – (ზმნა)ვინმესთვის უფლების გადაცემა ან რწმუნებულობით აღჭურვა.

წიგნის ძირითადი აქცენტი ისაა, რომ ყოველი ორგანიზაცია, რომელსაც ბიზნესის ზრდა სურს, პირველ რიგში, უნდა ზრუნავდეს თანამშრომლის გაძლიერებაზე და მათი უფლებამოსილების ზრდაზე, რათა ისინი უკეთ გაუმკლავდნენ მომხმარებლების საჭიროებებსა და პრობლემებს.

ამ დებულების გასამყარებლად, წიგნის ავტორი, ჯონ შოლი, საკუთარი გამოცდილებიდან უამრავ პრაქტიკულ მაგალითს მოიხმობს, თუ როგორ აისახა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია მის რეპუტაციაზე და წარმატებაზე.

რომ ჰკითხოთ, ალბათ ყველა ხელმძღვანელი გეტყვით, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებლები არიან, თუმცა, რეალობა ისაა, რომ მათ შესაძლოა საკუთარ თავზე მცირე პასუხისმგებლობების აღებაც კი აშინებდეთ. ეს კი უმიზეზოდ არ ხდება.

თანამშრომლები ხშირად შეზღუდულნი არიან შეცდომის დაშვების შიშით. შიში კი, მოგეხსენებათ, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ორგანიზაციებს, დიდწილად ართმევს მიცემულ შანსებს და განვითარების საშუალებებს.

წიგნი ზუსტად აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ თანამშრომლებისგან ყველა სახის ბარიერის, შეზღუდვისა და შიშის მოსაშორებლად.

ამის გარდა, ხშირია, რომ თანამშრომელმა უბრალოდ არ იცის, როგორ გამოიყენოს უფლებამოსილება, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოავლინოს საკუთარი თავი მარტივი მიზეზით - მას ამის გამოცდილება არ ჰქონია. წიგნი ამ ნაწილსაც მოიცავს და გზამკვლევს წარმოადგენს როგორც ორგანიზაციისთვის, რომელსაც სურს მიდგომების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომლისთვის, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის მაქსიმუმი გამოავლინოს.

თუ ეს მოცემულობები თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად წაიკითხეთ ჯონ შოლის წიგნი "გადაწყვეტილების მიღების უფლება".

წიგნს შეიძენთ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და Palitral.ge-ზე.
ასევე, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"