გირჩევთ წაიკითხოთ: ჰექტორ გარსიას და ფრანსესკ მირალესის "ნამასტე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანსკრიტზე სიტყვა Namaste ორი ნაწილისგან შედგება: Namas - " პატივს გცემ, გეთაყვანები" და te - " შენ". გამოდის, რომ მისი პირდაპირი მნიშვნელობაა " მე შენ გეთაყვანები"

თუ ინდური კულტურითა და იდეოლოგიებით ხართ დაინტერესებული და თვითგაცნობიერების პირველ ნაბიჯებს დგამთ, ეს წიგნი ნამდვილად ღირებული გზამკვლევი და ინსპირაციის წყარო იქნება ამ ძალიან საინტერესო და დატვირთულ თავგადასავალში.

წიგნის ავტორების მოსაზრებით, კაცობრიობის მომავალი სწორედ აღმოსავლური სიბრძნე, უფრო მეტად კი, ინდური სწავლებებია. ამას მოწმობს, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ამ საკითხების მიმართ ინტერესის ნათლად შესამჩნევი ზრდაც.

წიგნი "ნამასტე" მოიცავს ინდური კულტურის, რელიგიების, რწმენის, სხვადასხვა იდეოლოგიების და მათი მიმდევრების ისტორიის მიმოხილვას, გაგაცნობთ ძირითად ასპექტებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა თვითგამორკვევა, საკუთარი თავის შეცნობა, მადლიერებისა და ბედნიერების პრაქტიკები, მედიტაცია, იოგა და ასე შემდეგ.

გარდა ზოგადი ინსტრუქციებისა და სწავლებისა, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული და საინტერესოა, წიგნში მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც სტრესისგან და შფოთვისგან გათავისუფლებაში უნდა დაგეხმაროთ. ასევე, კითხვისას, გზადაგზა შეხვდებით ყოვლისმომცველ რიტორიკულ კითხვებს, რომლებიც ერთი შეხედვით კომპლექსურ საკითხებს სულ სხვა, გამარტივებული გადმოსახედიდან დაგანახებთ.

წიგნის კითხვისას მალევე შენიშნავთ, რომ ის ტონი და მოწოდებები, რომელსაც წიგნი მოიცავს, ჩვენ ირგვლივ არსებულ ქაოტურ და ხმაურიან მდგომარეობებს ნელნელა, შეუმჩნევლად დაალაგებს თქვენს გონებაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რელიგიურად თვლით თავს, ეს წიგნი ნებისმიერ შემთხვევაში გაგიწევთ მეგზურობას, თუ თქვენი ცხოვრების ჰარმონიული ტრანსფორმაცია გსურთ.

ამასთან ერთად, თხრობის სტილი საკმაოდ მსუბუქი და საინტერესოა, თემები სწრაფად იცვლება და ხელოვნურად გახანგრძლივებული არ არის, რაც ნამდვილად არის დამატებითი დადებითი მახასიათებელი ამდენად ინფორმატიული წიგნისთვის.

ასე რომ, თუ სულიერი განვითარების ინსპირაციას ეძებდით, ეს წიგნი ნამდვილად ღირსეული თანამგზავრი იქნება.

შეიძინეთ "ნამასტე" ონლაინ Entrepreneur Shop-ზე.

წიგნს ასევე შეხვდებით Palitra L-ის ვებგვერდზე და წიგნების მაღაზიათა ქსელებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი