გირჩევთ წაიკითხოთ: ბრაიან თრეისის "გაყიდვების ფსიქოლოგია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორის შესახებ
ბრაიან თრეისი ცნობილი და გავლენიანი მენტორი და წიგნების ავტორია გაყიდვების, მარკეტინგისა და პიროვნული განვითარების სფეროში. მისი მიდგომა პრაქტიკულ გამოცდილებას და კვლევებს ეფუძნება, რაც მის ნამუშევრებსა და გამოსვლებს მეტ დამაჯერებლობასა და ღირებულებას სძენს.

წიგნში "გაყიდვების ფსიქოლოგია" აღწერილია, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება რაიმეს შეძენის მომენტში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას მყიდველის გადაწყვეტილებაზე. ეს ცოდნა დაგეხმარებათ რომ გაყიდვები არა მხოლოდ პროფესიად და შემოსავლის წყაროდ, არამედ ცხოვრებისეულ ფისოლოფიად და აზროვნების სტილად აქციოთ.
"ყველაფერი გაყიდვებია - შენი იდეები, შეხედულებები და დრო ფასდაუდებელი პროდუქტებია, რომლებსაც ან სწორად წარადგენ, ან დაკარგავ."

ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გაყიდვების უმნიშვნელოვანეს ასპექტზე – ნდობის ფორმირებაზე. მისი აზრით, ნდობა ყიდვის პროცესში გადამწყვეტი ფაქტორია: "ყველაზე ძვირადღირებული აქტივი, რომელიც გაყიდვების პროფესიონალს გააჩნია, არის კლიენტის ნდობა." ამის მისაღწევად, იგი გვთავაზობს რამდენიმე ტექნიკას, რომლებიცაა: აქტიური მოსმენა, ემპათია და ღია კითხვების დასმა. ეს მიდგომები მომხმარებელს საკუთარი საჭიროებების გააზრებაში ეხმარება. დანარჩენი კი თქვენზე, ანუ კარგ გაყიდვების მენეჯერზეა, როგორ დაფარავთ მომხმარებლის საჭიროებებს და რა გზებს შესთავაზებთ მას დანაკლისის შესავსებად.

ასევე, ავტორი განმარტავს,თუ რატომ არის "არა" გაყიდვებში ღირებული პასუხი. მისი თქმით: "ყოველი 'არა' ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს 'კი'-სთან, რადგან
როცა მომხმარებელი უარს ამბობს, ის გულისხმობს "ახლა არა-ს"
ეს მიდგომა გაყიდვებს უფრო მეტ სტრატეგიულობას სძენს, რაც გაყიდვების მენეჯერებისთვის მეტი სტიმულის და მოტივაციის მიმცემია.

ეს წიგნი ფუნდამენტურ ცოდნას გთავაზობთ კომუნიკაციაში, მოლაპარაკებებში და ადამიანების ქცევის აღქმაში. როგორც ავტორი თავად აღნიშნავს:

"გაყიდვები – ეს არის უნარი, რომელსაც სწავლობენ და სრულყოფენ. ეს არ არის ნიჭი, არამედ ხელოვნებაა, რომელსაც ნებისმიერი შეიძლება დაეუფლოს."

ამ წიგნს გირჩევთ ყველას, ვისაც გსურთ გაიგოთ გაყიდვების ფსიქოლოგიური ნიუანსები და ისწავლოთ საკუთარი თავის, იდეების, პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება და რაც მთავარია, სარფიანად გაყიდვა.

წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-სა და
Palitral.ge-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი