You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის გენია არ არის უბრალოდ მილიარდერთა ბიოგრაფიების კრებული, უფრო მეტად, ის წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაინახოთ, რატომ ხდებოდა ყველაფერი ამ ადამიანების ცხოვრებაში სწორად ისე, როგორც ხდებოდა.
თითოეული ისტორია თავგადასავალია - აღმოჩნდებით "ბიზნეს გენიის" ცხოვრებაში და გაიცნობთ მის ბავშვობას, პირველ რთულ ნაბიჯებს, იმ მომენტებს, როცა კრიზისი ან უიღბლობა მათი გზის დასასრული უნდა ყოფილიყო - მაგრამ პირიქით მოხდა და სწორედ ამ გამოწვევამ გადაწყვიტა მათი ბედი.
წიგნის კითხვისას და ისტორიების გაცნობისას, მიხვდებით, რომ ეს ადამიანები სრულყოფილები, დიდად გამორჩეულები ან პრივილეგირებულები სულაც არ ყოფილან. პირიქით, ბევრს სრულიად არაფერი ჰქონდა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ზოგს, საკუთარი ჭერიც არ გააჩნდა, ან არ ჰქონდა საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობაც კი. ერთადერთი რამ, რაც ამ ადამიანებს აერთიანებდათ - შეუპოვრობაა. არ შეჩერდნენ ყველაზე რთულ გზაზეც კი, სადაც სხვები დანებდებოდნენ, ისინი ერთი ნაბიჯით მაინც წინ წავიდნენ.
წიგნი "ბიზნესის გენია" მკითხველის სარკეა - კითხვის პარალელურად, იწყებთ საკუთარი დამოკიდებულებების შემოწმებას გამოწვევებსა და საკვანძო გადაწყვეტილებებზე. თქვენ რა გაკავებთ, რის გეშინიათ, სად გებადებათ ეჭვები.
თითქოს შორეულ ისტორიებს შორის, საკუთარ თავთან პარალელებს მარტივად გაავლებთ. როგორ იწყებდნენ ისინი მცირე რესურსიდან, ზუსტად ისე, როგორც თქვენ ახლა ცდილობთ; როგორ ივსებდნენ ცოდნის ნაკლებობას, ან როგორ ქმნიდნენ საკუთარი თავისგან იმ ადამიანს, ვინც მომავალში სურდათ ენახათ.
საბოლოოდ, როცა ბოლო გვერდს გადაფურცლავთ, ხელთ გექნებათ არა უბრალოდ ბიზნესისტორიები, არამედ გზამკვლევი იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი "ბიზნესის გენიად" და როგორ შეძლებთ იგივეს თქვენ.
წიგნი "ბიზნესის გენია" შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და მიიღოთ უფასოდ, მთელი თბილისის მასშტაბით.