გირჩევთ წაიკითხოთ: მაიკლ სინგერის "გათავისუფლებული სული"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გონებაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩუმდება. ის გამუდმებით განსჯის, შიშობს ან ნერვიულობს წარსულსა და მომავალზე. სწორედ ამ შინაგანი ხმის გაცნობით იწყებს მაიკლ სინგერი ტრანსფორმაციულ წიგნს - "გათავისუფლებული სული".
ავტორი, რომელმაც შეძლო წარმატებული ბიზნესკარიერისა და ღრმა სულიერების გაერთიანება, გვიჩვენებს, რომ ნამდვილი თავისუფლება არა გარემოებების შეცვლა, არამედ იმის პოვნაა, ვინც ამ გარემოებებს აკვირდება.

წიგნის ნარატივი რამდენიმე საკვანძო ეტაპად არის წარმოდგენილი:

პირველი ნაბიჯი "დამკვირვებლის" პოზიციის დაკავებაა. სინგერი გვიხსნის, რომ ჩვენ არ ვართ ის ხმა, რომელიც ჩვენს თავში ლაპარაკობს. ჩვენ ვართ ის ცნობიერება, რომელსაც ეს ხმა ესმის. როგორც კი ამ დისტანციას ვაცნობიერებთ, ჩვენ ვხდებით მაყურებელი თეატრში, ნაცვლად იმისა, რომ სცენაზე გათამაშებულ ყველა დრამაში თავით გადავეშვათ.

მაიკლ სინგერი განიხილავს ე.წ. "მოდუნებისა და გაშვების", რომელიც მარტივი, თუმცა, ძლიერი ტექნიკაა.
ყოველ ჯერზე, როცა ცხოვრებაში დისკომფორტს ან ტკივილს ვგრძნობთ, ჩვენი ბუნებრივი რეაქცია "შეკუმშვა" და დაცვაა. სინგერი კი ამის ალტერნატივას გვთავაზობს. იმ მომენტში, როცა იგრძნობთ, რომ შინაგანი დაძაბულობა იმატებს, შეჩერდით და შეგნებულად მოადუნეთ სხეული - ჩამოუშვით მხრები, მოადუნეთ მუცელი და უბრალოდ მიეცით ენერგიას საშუალება, თქვენს სხეულში გაიაროს. ეს ფიზიკური მოდუნება არის სიგნალი ცნობიერებისთვის, რომ არ კონცენტრირდეს უსიამოვნო შეგრძნებებზე და გაათავისუფლოს იგი.

ეს პროცესი გვეხმარება გავწმინდოთ ე.წ. "სამსკარები" - წარსულის დაუმუშავებელი ემოციური ნალექი, რომელიც შინაგან ენერგიას ბლოკავს. სინგერი გვახსენებს, რომ სიკვდილის გაცნობიერება საუკეთესო მასწავლებელია. ის გვეხმარება დავინახოთ, რამდენად უმნიშვნელოა წვრილმანი წყენები და რამდენად ძვირფასია ადამიანებთან გატარებული ყოველი მომენტი.

საბოლოოდ, წიგნი "გათავისუფლებული სული" გიჩვენებთ მიმართულებას, როგორ იპოვოთ საკუთარი გზა ბედნიერების გაცნობიერებულ არჩევნამდე. თუ გადაწყვეტთ, რომ იყოთ ბედნიერი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარეთ, თქვენი შინაგანი მშვიდობა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, საცობზე ან სხვების აზრზე.

წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და Palitral.ge-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი