Get All Access for $5/mo

10 უნარი, რომელთა დაუფლება იზოლაციის დროს შეგიძლიათ თქვენს სამსახურს რამდენიმე ახალი უნარებით აღჭურვილი დაუბრუნდით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ამერიკული მუშახელის დიდი ნაწილი თვითიზოლაციის გამო ახლა სახლიდან მუშაობს. ამ ჯგუფის უმეტესობა კმაყოფილი იქნება, რადგან საკმარისად პროდუქტიულად მუშაობენ იმისთვის, რომ ამ პირობებში გადარჩნენ. მაგრამ თქვენ არ ხართ ამერიკული სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, თქვენ ანტრეპრენერები ხართ და თქვენს გენეტიკაშია ჩადებული, რომ სულ წინ და ზემოთ იაროთ. ამიტომ, რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს დრო, რაიმე ახალი უნარების შესასწავლად, რომლებიც კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ, როდესაც უკან დაბრუნდებით? ქვემოთ 10 ყველაზე მოთხოვნად უნარებს გაეცნობით, რომელთა შესწავლაზე ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა.

1. Excel

Microsoft Excel ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოფისე პროგრამაა მთელ მსოფლიოში. მაგრამ საინტერესოა, რამდენად კარგად იცით იგი? ამ ვრცელ პაკეტში ცხრა დეტალური კურსია, რომელიც გასწავლით, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ მაქსიმალურად Excel-ით, მათ შორის, როგორ უნდა გამოიყენოთ VBA (Visual Basic აპლიკაციებისთვის) შრომატევადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის.

კურსი: Microsoft Excel & VBA Bundle; სრული პაკეტი $29.99-ად.

2. მეცნიერება მონაცემთა შესახებ

მონაცემთა დამუშავებისა და გაანალიზების სპეციალისტი ერთ ერთი საუკეთესო სპეციალობაა შეერთებულ შტატებში და სრულიად საპატიო მიზეზით. ხელფასი შესანიშნავია, და თან, ყოველდღიურად საინტერესო, რთული ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობა გეძლევათ. რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგია შეისწავლეთ, რომლებიც თქვენ გჭირდებათ. ამ პაკეტში შვიდი კურსია, რომლებიც Microsoft Power BI-ზე, Python-ზე, MATLAB-სა და კიდევ სხვა პროგრამებზეა ფოკუსირებული.

კურსი: The Dynamic Data Scientist Bundle Ft. Power BI, Python & MATLAB $29.99-ად.

3. კოპირაითინგი/ტექსტების შედგენა

კოპირაითინგი ციფრული მარკეტინგის ნებისმიერი გუნდის აუცილებელი კომპონენტია. ამიტომ, თუ იზოლაციაში იმყოფებით, რატომ არ უნდა სცადოთ ამ ზოგიერთი საკვანძო უნარების დახვეწა? ეს პაკეტი 11 კურსისგან შედგება, მას 30 წლის გამოცდილების მქონე კოპირაითერი ასწავლის, რომელიც სააგენტოში მუშაობდა. ის გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შეადგინოთ ისეთი ტექსტი, რომელიც პროდუქტს გაგაყიდინებთ, და როგორ უნდა იზრუნოთ ისეთი კარიერის შექმნაზე, რომელიც დიდხანს გასტანს.

კურსი: The 2020 Complete Digital Copywriting Master Class Bundle $38.99-ად.

4. საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა - Quickbooks

გადასახადების გადახდის სეზონი გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა მეტი დრო გექნებათ თქვენი საბუღალტრო დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, 15 აპრილამდე უნდა წარადგინოთ განაცხადი. Quickbooks მსოფლიოს წამყვანი საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფაა, და მისი შესწავლა დიდ უპირატესობას მიანიჭებს თქვენს ბიზნესს. პაკეტი რვა კურსისგან შედგება, Quickbooks-ის გამოყენებას გასწავლით თქვენი ფინანსების გასაკონტროლებლად და იმაშიც დაგეხმარებათ, მომავალი საგადასახადო სეზონები გაცილებით მარტივი გახადოთ.

კურსი: The Quickbooks Pro Desktop Certification Bonus Bundle $24.99-ად

5. ვიდეორგოლების რედაქტირება

Final Cut Pro ვიდეორგოლების რედაქტირების ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა მთელ მსოფლიოში. თუ ვიდეორგოლის გადაღების სურვილი ოდესმე გქონიათ, ეს კურსი Final Cut Pro-ში მუშაობის დასაწყისი იქნება თქვენთვის. რატომ არ უნდა გადაიღოთ ფილმი, თუ თავისუფალი დრო გაქვთ? ოთხ საათიან ინსტრუქციებს გაეცანით, რომლებიც ნებისმიერისთვის, როგორც დამწყებისთვის, ისე გამოცდილისთვის იქნება სასარგებლო.

კურსი: The Complete Final Cut Pro X Course - დამწყებიდან საშუალო დონის ჩათვლით; $14.99-ად

6. ენები

ახალი ენის შესწავლა ხომ არ გსურთ? Beelinguapp ინოვაციურ მეთოდს იყენებს, იდენტურ ტექსტებს ერთმანეთის გვერდით ათავსებს და მათი აუდიო კითხვის საშუალებას იძლევა. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ თვალით მიყვეთ ტექსტს, სიტყვებიც მოისმინოთ, და გაამყაროთ კიდეც, რასაც სწავლობთ. ამ ინოვაციურმა მიდგომამ Beelinguapp-ს, App Store-სა და Google Play-სგან ჯილდოები მოუტანა.

აპლიკაცია: Beelinguapp Language Learning App; ხელმოწერა მთელი სიცოცხლის განმავლობაში $39.99-ად

7. Adobe Creative Cloud

ფოტოგრაფიით და დიზაინით ხომ არ ხართ დაინტერესებული? თუ ასეა, Adobe Creative Cloud უნდა შეისწავლოთ. ეს კომპლექსური პაკეტი რვა ყოვლისმომცველი კურსისგან შედგება და Photoshop-ს, Illustrator-ს, Premiere Pro-სა და ასევე, Adobe-ის სხვა მთავარ შემოქმედებით პროგრამებსაც გაგაცნობთ.

კურსი: The All-in-One Adobe Creative Cloud Suite Certification Bundle $34-ად

8. საჯარო გამოსვლა

რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს დრო და რატომ არ უნდა გადალახოთ შიში, რომელიც საჯარო გამოსვლებისადმი გაქვთ? ეს პაკეტი ექსპერტების შედგენილია, მათ კომპანიები აქვთ დაარსებული, სამოტივაციო და სხვა ტიპის პროგრამებს ხელმძღვანელობენ. ეს გამოცდილი და გამართული სტრატეგიები მათ დაამუშავეს, რომლებიც გაცილებით მარტივსა და ნაკლებად შიშისმომგვრელს ხდის პრეზენტაციას, ოთხი დეტალური კურსის განმავლობაში.

კურსი: The 2020 Public Speaking Bundle $19-ად

9. ციფრული მარკეტინგი

ახლა ყველაზე შესაფერისი დროა იმისთვის, რომ რაღაც სხვაც შეისწავლოთ, ციფრული მარკეტინგი შესანიშნავი არჩევანი იქნება, სჯობს, მთელი თქვენი ძალისხმევა მასზე მიმართოთ. ამ პაკეტში ხუთი კურსია გაერთიანებული, და გასწავლით, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ბლოგი და შემდეგ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ მისი მონეტიზება ქონთენთ მარკეტინგითა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სტრატეგიით. ხუთივე კურსს ბრედ მერილი ასწავლის, აღმასრულებელი დირექტორი და ექსპერტი მარკეტინგის საკითხებში. მას მარკეტინგული ტრენინგები აქვს ჩატარებული ცნობილი სტარტაპებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ჟურნალ Fortune-ის 500 უმდიდრესი კომპანიის სიაში არიან.

კურსი: The Digital Marketing Side Business Certification Bundle $29-ად

10. პროექტის მართვა

პროექტების მენეჯერებზე თითქმის ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, რადგან კომპანიები ცდილობენ გაცილებით ეკონომიურები და ეფექტურები იყვნენ, თუმცა, მოთხოვნა მხოლოდ ამ ეკონომიკური ვარდნის შემდეგ გაიზრდება. ეს პაკეტი სერტიფიცირებული გამოცდებისთვის მოგამზადებთ Agile, PMP, Scrum, Six Sigma-ში და მომგებიანი კარიერის გზაზე დაგაყენებთ პროექტების მართვის სფეროში.

კურსი: The Premium 2020 Project & Quality Management Certification Bundle $45.99-ად

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ