Get All Access for $5/mo

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Cinemablend

"ოსკარის" გადაცემის ცერემონიალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც მთელი სამყარო მოუთმენლად ელის. სხვადასხვა გილდიაში გაერთიანებული კინოაკადემიის 7000-ზე მეტი წევრი, განსხვავებული კატეგორიის საუკეთესო რეჟისორებს, მსახიობებს, კომპოზიტორებსა და ოპერატორებს აძლევს ხმას. გამარჯვებულ ფილმებზე დიდხანს მსჯელობენ, არც მსახიობები ავიწყდებათ და არც პერსონაჟების შთამაგონებელი გამონათქვამები.

ჩვენ 16 ყველაზე შთამაგონებელი ციტატა შევკრიბეთ "ოსკაროსანი" ფილმებიდან − "ლოურენს არაბით" დაწყებული, "ტიტანიკით" დამთავრებული.

შეანელეთ სვლა

"ნურასოდეს იჩქარებთ, რადგან ამ შემთხვევაში, ცხოვრების საუკეთესო წუთებს დაკარგავთ".

მარლენ დიტრიხი, "ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო", 1956 წელი

მცირედით დაიწყეთ

"ყველაფერი დიდი, მცირედით იწყება"

მისტერ დრაიდენი, "ლოურენს არაბი", 1962 წელი

მადლიერი იყავით

"თუ იმის დაფასება არ შეგიძლიათ, რაც გაქვთ, უკეთესია ის მიიღოთ, რასაც აფასებთ"

ჰენრი ჰიგინსი, "ჩემი მშვენიერი ლედი", 1964 წელი

ეძებეთ შესაძლებლობები

"როდესაც ღმერთი ერთგან ხურავს კარს, სადღაც სხვაგან ფანჯარას აღებს"

წინამძღვარი, "მუსიკის ჰანგები", 1965 წელი

სვლა გააგრძელეთ

"სამყარო მხოლოდ მზის სხივები და ცისარტყელები კი არა, ერთი საძაგელი და უსიამოვნო ადგილია. ისე შეუბრალებლად დაგარტყამს და დაგაჩოქებს ცხოვრება, რომ თუ ამის საშუალებას მისცემ, ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგები. მე ვიქნები ეს, შენ თუ ნებისმიერი სხვა, ცხოვრებასავით ძლიერად არაფერი გაგთელავს. მთავარი ის კი არ არის, რამდენად ძლიერად გირტყამს ის, მთავარია, წინსვლა არ შეაჩერო, რაგინდ ძლიერ დარტყმებსაც უნდა გაყენებდეს"

როკი ბალბოა, "როკი", 1976

პატიოსნება და სიყვარული გაიმარჯვებს

"ყოველთვის, როდესაც სასოწარკვეთილება მიპყრობს, მახსენდება, რომ სიმართლისა და სიყვარულის გზა მუდამ იმარჯვებს. შესაძლოა, ტირანებიც იყვნენ და მკვლელებიც, და გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი დაუმარცხებლები ჩანდნენ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, მაინც ყოველთვის დამარცხდებიან. იფიქრეთ ამაზე, და თან − ყოველთვის"

მაჰათმა განდი, "განდი", 1982

იყავით, როგორიც ხართ

"თქვენო უდიდებულესობავ, თუ იმის თქმა არ შეგიძლიათ, რაც მხედველობაში გაქვთ, ვერასოდეს გექნებათ მხედველობაში ის, რასაც ამბობთ. ჯენტლმენს კი ყოველთვის უნდა ჰქონდეს მხედველობაში ის, რასაც ამბობს"

რეჯინალდ ფლემინგ ჯონსტონი, "უკანასკნელი იმპერატორი", 1987

ყოველი დღე დააფასეთ

"ჩემი აზრით, ცხოვრება − საჩუქარია, და ამიტომ, მის ფუჭად გაფლანგვას არ ვაპირებ. არავინ იცის, ხვალ ვის რა ბანქო მოუვა. უბრალოდ, სწავლობ, რომ ცხოვრება ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის... და რომ ყოველი დღე უნდა დააფასო"

ჯეკი, "ტიტანიკი", 1997

დატოვეთ თქვენი მემკვიდრეობა

"რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, მარადიულობას ექოდ გადაეცემა"

მაქსიმუსი, "გლადიატორი", 2000

გამოიჩინეთ გულისხმიერება

"ალბათ, ბრწყინვალე გონება შესანიშნავია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი საჩუქარი − ბრწყინვალე გულის აღმოჩენაა"

ჯონ ნეში, "ბრწყინვალე გონება", 2001

შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება

"შესაძლოა, ის ცხოვრება მოგწონდეთ, რომლითაც ცხოვრობთ, მაგრამ ისიც შეგიძლიათ, იმ ცხოვრებით იცხოვროთ, რომელიც მოგწონთ"

როქსი, "ჩიკაგო", 2002

გარისკეთ

"ნამდვილად სასწაულია ყველაფერი სასწორზე დააყენო იმ ოცნების ასასრულებლად, რომელსაც შენ გარდა ვერავინ ხედავს"

ედი დარპისი, "მილიონდოლარიანი გოგონა", 2004

შეცვალეთ ცხოვრება

"არ მინდა, ჩემი გარემოცვის პროდუქტი ვიყო. მინდა, ჩემი გარემოცვა იყოს ჩემი პროდუქტი"

ფრენკ კოსტელო, "მიცვალებულები", 2006

მიიღეთ გამოწვევები

"წარმოუდგენელია, გამოწვევების მიღებაზე ვთქვათ უარი, იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის ძვირფასია − მთელ მსოფლიოში წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ მაღალი მიზნისკენ მოვუწოდებ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ საკუთარ ერს და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩემს ერსაც, რომელთათვისაც ჩვენი საქმე, მათი საკუთარი უნდა გახდეს. ამ განსაცდელის ჟამს, მათ სიმშვიდის შენარჩუნებას, სიმტკიცესა და ერთობას ვთხოვ"

მეფე ჯორჯ VI, "მეფის სიტყვა", 2010

ახალი მიიღეთ

"შორს ყველაფერი ძველი, ახალს შეეგებეთ! ასეთია ცხოვრება!"

პეპი მილერი, "არტისტი", 2011

რომელიღაც მიზნისთვის იმუშავეთ

"ეს ჩემი კარიერაა, და შესაბამისად, ჩემი შანსია ისეთი რამ გავაკეთო, რაც ნამდვილად რაღაცას ნიშნავს"

რიგან ტომსონი, "ადამიანი-ჩიტი", 2014

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს