Get All Access for $5/mo

17 შთამაგონებელი ციტატა ოსკარის მფლობელი ფილმებიდან ქვემოთ საუკეთესო ციტატებს გაეცნობით ჰოლივუდის საუკეთესო ფილმებიდან.

By როზ ლიდემი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოსკარის ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელიან კინომოყვარულები ისტორიის კუთვნილება გახდა. 2023 წელის ამ ცერემონიას ჯიმი კიმელი უძღვებოდა, და მან სეზონის საუკეთესო ფილმები გამოავლინა და კინოსა და შოუბიზნესის სფეროში ყველაზე წარმატებულ, გავლენიან და ნიჭიერ ადამიანებს მიაგო პატივი.

ქვემოთ კი, წარსულის ოსკაროსანი ფილმების საუკეთესო, ყველაზე შთამაგონებელ ციტატებს გადავხედეთ. "ლოურენს არაბით" დაწყებული "ტიტანიკითა" და "მთვარის შუქით" დამთავრებული, ეს 17 ყველაზე შთამაგონებელი ციტატაა ოსკარის მფლობელი ფილმებიდან.

სვლა შეანელე.

"არასოდეს იჩქარო, თორემ ცხოვრებაში საუკეთესო გამოგრჩება"

-- მარლენ დიტრიხი ფილმში; "მსოფლიოს გარშემო ოთხმოც დღეში", 1956

პატარით დაიწყე.

– "დიდი საქმეები პატარით იწყება, სერ".

--მისტერ რიდენი; "ლოურენს არაბი", 1962

მადლიერი იყავი.

"თუ არ შეგიძლია დააფასო ის, რაც გაქვს, უმჯობესია ის მიიღო, რასაც აფასებ."

-- ჰენრი ჰიგინსი; "ჩემი მშვენიერი ლედი", 1964

შესაძლებლობა ეძებე.

"როცა უფალი კარს ხურავს, სადღაც სხვაგან ფანჯარას აღებს".

-- დედა წინამძღვარი; "მუსიკის ჰანგები", 1965

შენს თავს რაიმე დაუმტკიცე.

"ეჰ, კარგი, ადრიან, ეს მართალია. მე არავინ ვიყავი. მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, იცი? რადგან ვიფიქრე, რომ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამ ბრძოლას წავაგებ თუ არა. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბიჭი თავს გამიპობს თუ არა. იმიტომ, რომ მხოლოდ ერთის გაკეთება მინდა - დისტანციის გადალახვა. ეს დისტანცია კრიდთან ერთად არავის არასოდეს გადაულახავს და თუ მე შევძლებ, გესმის, და ეს ზარი დარეკავს და მე ჯერ კიდევ ფეხზე ვიდგები, ცხოვრებაში პირველად გავიგებ, გესმის, რომ ვიღაც მორიგი მაწანწალა არ ვყოფილვარ სამეზობლოდან".

-- როკი ბალბოა; "როკი", 1976

პატიოსნება და სიყვარული გაიმარჯვებს.

"როდესაც სასოწარკვეთილება მეუფლება, მახსენდება, რომ სიმართლისა და სიყვარულის გზა ყოველთვის იმარჯვებდა, შეიძლება ტირანები და მკვლელები იყვნენ, და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი უძლეველნი ჩანდნენ, მაგრამ ბოლოს ისინი ყოველთვის დამარცხდებიან. ამაზე იფიქრე: ყოველთვის ".

-- განდი; "განდი", 1982

გულწრფელი იყავი

"თუ იმას ვერ იტყვით, რაც მხედველობაში გაქვთ, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ არასოდეს გექნებათ მხედველობაში ის, რასაც ამბობთ. და ჯენტლმენს ყოველთვის მხედველობაში უნდა ჰქონდეს ის, რასაც ამბობს."

-- რეჯინალდ ფლემინგ ჯონსტონი; "უკანასკნელი იმპერატორი", 1987

გაუფრთხილდი თითოეულ დღეს.

"ვფიქრობ, რომ სიცოცხლე - საჩუქარია და მის გაფლანგვას არ ვაპირებ. შენ არ იცი, რას მოგიტანს შემდეგი დღე. შენ სწავლობ ცხოვრება ისეთი მიიღო, როგორიც არის ... იმისთვის, რომ თითოეულ დღეს გაუფრთხილდე ".

-- ჯეკი; "ტიტანიკი", 1997 წელი

შენი მემკვიდრეობა დატოვე.

"რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, მარადისობას ეხმიანება".

-- მაქსიმუსი "გლადიატორი", 2000

გული იქონიე.

"ალბათ კარგია თუ ლამაზი გონება გაქვს, მაგრამ ლამაზი გულის აღმოჩენა, კიდევ უფრო დიდი საჩუქარია".

-- ჯონ ნეში "ლამაზ გონება", 2001

ის ცხოვრება გიყვარდე, რომლითაც ცხოვრობ.

"შეგიძლია მოგწონდეს ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ. შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც მოგწონს."

-- როქსი ; "ჩიკაგო", 2002

გარისკე

"ეს გასაოცარია - იმ ოცნებისთვის გარისკო, რომელსაც შენ გარდა ვერავინ ხედავს."

-- ედი დუპრისი ;"მილიონ დოლარიანი ბავშვი", 2004

შეცვალე სამყარო.

"მე არ მინდა ჩემი გარემოს პროდუქტი ვიყო, მინდა ჩემი გარემო იყოს ჩემი პროდუქტი."

-- ფრენკ კოსტელო; "მიცვალებულები", 2006

მიიღეთ გამოწვევები.

"იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის ძვირფასია, და ასევე, მსოფლიო წესრიგისა და მშვიდობისთვის, წარმოუდგენელია, გამოწვევაზე უარი ვთქვათ. ჩემს ხალხს ქვეყანაში და ჩემს ხალხებს მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩვენს საქმეს საკუთარ საქმეს გახდიან, სწორედ ამ მაღალი მიზნისკენ მოვუწოდებ. მათ ვთხოვ, ამ განსაცდელში მშვიდად, მტკიცედ და ერთად დადგნენ".

-- მეფე ჯორჯ VI "მეფის სიტყვა", 2010

მიიღე სიახლეები.

"ძველს დაემშვიდობე, და ახალთან ერთად გასწიე წინ! ასეთია ცხოვრება!"

- პეპი მილერი; "მხატვარი", 2011 წელი

მიზანმიმართულად იმუშავე.

"ეს ჩემი კარიერაა, ეს ჩემი შანსია, ისეთი საქმე უნდა გავაკეთო, რომელიც ნამდვილად რაღაცას ნიშნავს."

-- რიგან ტომსონი; "ადამიანი-ჩიტი", 2014

ვინც ხარ, ის იყავი.

"რაღაც მომენტში უნდა გადაწყვიტო, ვინ გინდა იყო. არავის მისცე უფლება ეს გადაწყვეტილება შენს ნაცვლად მიიღოს"

-- ხუანი, "მთვარის შუქი", 2016 წელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან