Get All Access for $5/mo

19 სასარგებლო ჩვევა წარმატებული კარიერისთვის - როგორ გავხდეთ შეუცვლელი თანამშრომელი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა ადამიანს სურს, ჰქონდეს წარმატებული კარიერა და იყოს ყველაზე მოთხოვნადი კადრი სამუშაო ბაზარზე, თუმცა ამისათვის მხოლოდ მიზნების დასახვა არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ განვითარდეთ პროფესიულად და გახდეთ შეუცვლელი თანამშრომელი, საჭიროა, გამოიმუშავოთ და განივითაროთ ძლიერი სამუშაო უნარ-ჩვევები. პროფესიონალი გაყიდვების გურუ, სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი, ბრაიან თრეისი მიიჩნევს, რომ "წარმატებული ადამიანებები უბრალოდ წარმატებული ჩვევები მქონენი არიან". ჯანსაღი სამუშაო ჩვევების ჩამოყალიბება ყოველდღიურად მოითხოვს საკუთარ თავზე მუშაობასა და ახალი გამოწვევების გადალახვას.

Entrepreneur ამ ბლოგ პოსტში გთავაზობთ 19 სამუშაო ჩვევას, რომელიც წარმატებულ კარიერაში დაგეხმარებათ.

1. დასვით შეკითხვები

შეცდომების თავიდან აცილების ერთ-ერთი მარტივი და ეფექტური გზა კითხვების დასმაა. ყოველ ჯერზე, როდესაც დავალებას გაძლევენ, დარწმუნდით, რომ კარგად გესმით, რა უნდა გააკეთოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ გესმით როგორ უნდა შეასრულოთ დავალება, მოითხოვეთ განმარტება - ეს ნამდვილად გაგიადვილებთ სამუშაოს სწორად შესრულებას.

2. ისარგებლეთ გამოწვევებით

როდესაც გამოწვევების წინაშე დგახართ და სამსახურში მეტ პასუხისმგებლობას იღებთ, ამით გეძლევათ შესაძლებლობა, განივითაროთ ახალი უნარ-ჩვევები და გაზარდოთ მოთხოვნა თქვენზე, როგორც წარმატებულ კადრზე. აქედან გამომდინარე, ისარგებლეთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება.

3. იყავით ცნობისმოყვარე

იმისათვის, რომ შეიძინოთ ახალი უნარები და გაგეხსნათ ახალი პერსპექტივები, ყოველთვის უნდა აიძილოთ საკუთარი თავი, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი სამუშაო გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეწყვიტოთ განვითარება და პროფესიული ზრდა.

4. ისწავლეთ კრიტიკის მიღება

როდესაც ვინმე სამსახურში არახელსაყრელ გამოხმაურებას გაძლევს, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ცდილობენ დაგეხმარონ თქვენი როლის უკეთ შესრულებაში. ყოველთვის გაითვალისწინეთ და გააანალიზეთ თქვენი შეცდომა, რათა გააუმჯობესოთ შემდეგი დავალების შესრულების ხარისხი.

5. იყავით გუნდური მოთამაშე

იყო გუნდური მოთამაშე ნიშნავს, ითანამშრომლო კოლეგებთან და დაეხმარო სხვებს თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულებაში, რაც, საერთო ჯამში, გუნდსა და კომპანიას აქცევს წარმატებულად. როდესაც ყველა ერთად მუშაობს, საერთო მიზნის მიღწევა ბევრად უფრო მარტივი ხდება.

6. ოფისში მიდით 30 წუთით ადრე

უმჯობესია, ოფისში 30 წუთით ადრე მიხვიდეთ და ეს დრო საკუთარ დღის მიზნებზედასაფიქრებლად გამოიყენოთ - გადაწყვიტოთ რისი მიღწევა გსურთ და შესაბამისად, დასახოთ პრიორიტეტები. ამგვარად, თქვენი სამუშაო დღე ნაკლებად ქაოტური იქნება და სრულ მზადყოფნაში იქნებით.

7. სამსახურში ყოფნისას გვერდით გადადეთ ტელეფონი

ხშირად, ტელეფონზე მოსული შეტყობინებები დიდ ყურადღებას იქცევს. აქედან გამოდინარე, ეცადეთ, გადადოთ თქვენი ტელეფონი გვერდზე და სამუშაო პროცესში, თავი შეიკავოთ სოციალური მედიის შემოქმებისგან. ეცადეთ, ტელეფონი შეამოწმოთ შესვენების დროს, რათა იყოთ მეტად კონცენტრირებული და პროდუქტიული.

8. ყოველთვის წაიკითხეთ თქვენი ნამუშევარი

არასწორად დაწერილი წინადადება, ელ.ფოსტა ან შეხვედრის ოქმი ასუსტებს თქვენს პროფესიულ იმიჯს. ყოველთვის დაუთმეთ დამატებითი დრო თქვენი დაწერილის წაკითხვას.

9. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება

ხშირად, გამოწვევები და იმედგაცრუება სამუშაოს გარდაუვალი ნაწილია. პრობლემებზე ფოკუსირების მაგივრად, უმჯობესია, სიტუაციას შეხედოთ პოზიტიურად და იფიქროთ პრობლემების გადაწყვეტაზე. თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს წარმატების მიღწევის გზაზე.

10. ეცადეთ განიტვირთოთ

თუკი სამსახურში დასვენების დღეს აიღებთ და განიტვირთებით გონებრივად და ფიზიკურად, სამსახურში მეტად პროდუქტიული იქნებით. არასდროს მისცეთ უფლება თქვენს საქმიანობას, აკონტროლოს თქვენი პირადი ცხოვრება.

11. ისწავლეთ, როგორ უნდა იმუშაოთ რთულ ადამიანებთან

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ალბათ, მოგიწევთ რთულ ადამიანებთან შეხვედრა. ეს, შესაძლოა, იყოს ძალაუფლებისთვის მებრძოლი კოლეგა ან ხელმძღვანელი. ასეთ ადამიანებთან გამკლავება არის უნარი, რომლის გამომუშავების შემთხვევაშიც, არამხოლოდ გაიუმჯობესებთ სამუშაო გარემოს, არამედ - შეიძენთ ახალ პიროვნულ უნარებსაც.

12. დაფიქრდით, სანამ უარს იტყვით

ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ დავალებაზე უარის თქმას აპირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ უარის თქმა. თუ თანხმობის თქმა ნამდვილად არ შეგიქმნით პრობლემებს და პირიქით, ახალი გამოცდილების მიღებაში დაგეხმარებათ, მაშინ აუცილებლად თქვით -"დიახ".

13. ეცადეთ, მიიღოთ უკუკავშირი

ადამიანები, რომლებსაც ენდობით და პატივს სცემთ, დაგეხმარებიან გამოავლინოთ ძლიერი და სუსტი მხარეები და მიაკვლიოთ ხარვეზებს თქვენს ცოდნა და უნარებში. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, მსგავსი ადამიანებისგან მიიღოთ გამოხმაურება. უკუკავშირის თხოვნა ცხადყოფს იმას, რომ მზად ხართ გააუმჯობესოთ თქვენი უნარები.

14. ითხოვეთ დახმარება და სხვებსაც შესთავაზეთ იგი

რაც არ უნდა კვალიფიციური და ნიჭიერი იყო, ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებ. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე საქმის შესრულებისას დახმარება დაგჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ ამისი თხოვნა. ანალოგიურად, თუ შეამჩნევთ, რომ კოლეგას დახმარება ესაჭიროება, აუცილებლად შესთავაზეთ მხარდაჭერა.

15. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი უნარები

მუდამ ჰკითხეთ საკუთარ თავს - რა ახალი უნარები შევიძინე? რა სიახლეები შემიძლია დავამატო ჩემს რეზიუმეს? რამდენად ვფლობ იმ უნარებს, რაც მოთხოვნადია ბაზარზე? - თქვენი უნარებისა და ცოდნის ეტაპობრივი აუდიტი დაგეხმარებათ, თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს და აღმოფხვრათ ხარვეზები საკუთარ საქმიანობაში.

16. იყავით ინფორმირებული

უნდა იყოთ ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რაც ხდება მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით იმ საკითხებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენზე, ორგანიზაციასა და ინდუსტრიაზე. გამოიმუშავეთ ყოველდღიურად კითხვის ჩვევა - იქნება ეს ჟურნალები, რომანები, ბლოგები თუ კვლევითი ნაშრომები.

17. იპოვეთ მენტორი

მოიძიეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ განვითარებაში და გაგიზიარებთ ღირებულ რჩევებს. თუკი გეყოლებათ მენტორი, ბევრად უფრო სწრაფად შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას. მენტორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენზე დიდხანს მუშაობდა ამ სფეროში.

18. ჩამოიყალიბეთ ნდობა გუნდის წევრებთან

თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას, მნიშვნელოვანია, ეფექტური კომუნიკაციის საშუალებით, კოლეგებთან და მენეჯერებთან ჩამოიყალიბოთ ნდობა და საიმედოობა.

19. იყავით პრობლემის გადამჭრელი

არ შეხედოთ პრობლემებს კრიტიკული თვალით, ეცადეთ, ჩამოაყალიბოთ პრობლემის გადაჭრის გეგმა. თუ საჭიროა, დაბრკოლების გადასალახად, ითანამშრომლეთ თქვენი გუნდის წევრებთან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი